1. გადაზიდვის დოკუმენტების შევსებისას პაკეტებად გადასაზიდ ტვირთზე, ზედნადების, საგზაო უწყისის, საგზაო უწყისის ყუისა და ტვირთის მიღების ქვითრის შესაბამის გრაფაში ტვირთგამგზავნი და რკინიგზა აღნიშნავენ:
ა) გრაფაში „ადგილების რაოდენობა”: მრიცხველში – პაკეტების რაოდენობას, მნიშვნელში – პაკეტებში სატვირთო ადგილების საერთო რაოდენობას, თუ ტვირთი გადასაზიდად მიღებულია ადგილების დათვლით;
ბ) გრაფაში „ტვირთის დასახელება” – „პაკეტს”;
გ) გრაფაში „ტვირთის წონა” – ტვირთის ბრუტო წონას, ხოლო ნაკრები გზავნილების გადაზიდვისას, რომელიც რამდენიმე დასახელების ტვირთისაგან შედგება – თითოეული დასახელების ტვირთის წონას;
დ) წვრილმანი გზავნილების პაკეტებად გადაზიდვისას, რომელიც ქვეშის გამოყენებით სრულდება, გრაფაში „ტვირთის მასა”: მრიცხველში – პაკეტის ბრუტო წონას, მნიშვნელში – პაკეტის ნეტო წონას, ქვეშის წონის გაუთვალისწინებლად.
2. პაკეტებში მოთავსებულ ტვირთს რკინიგზა გადასაზიდად იღებს საერთო სარგებლობის ადგილებში, პაკეტში ტვირთის რაოდენობის შეუმოწმებლად
3. დანიშნულების სადგურში დაზიანებული პაკეტის აღმოჩენისას, თუ იგი გადმოტვირთულია რკინიგზის მიერ, სადგური ვალდებულია შეამოწმოს პაკეტის შიგთავსი, ხოლო დაზიანებულ ადგილებში – ტვირთის რაოდენობა, წონა და მდგომარეობა ანგარიშ-ფაქტურის მიხედვით. შემოწმების შედეგები ფორმდება ტვირთის გადაზიდვისას აქტების შევსების წესის შესაბამისად.
“რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ” · რედაქცია 13.07.2017
მუხლი 178
თავი XVI — ტვირთის სატრანსპორტო პაკეტებად გადაზიდვის წესი
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”, კონსოლიდირებული რედაქცია 13.07.2017. გამოქვეყნება: სსმ, 38, 30/04/2003.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”, მუხლი 178, №26, 18.04.2003, სარეგისტრაციო კოდი 310.140.000.11.115.005.801 (კონსოლიდირებული რედაქცია 13.07.2017). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/55156/muxli-178/