1. გადასაზიდად დახურულ და იზოთერმულ ვაგონებსა და კონტეინერებში წარდგენილი პაკეტების წონა არ უნდა აღემატებოდეს 1,5 ტონას.
2. გადასაზიდად ღია მოძრავ შემადგენლობაზე წარდგენილი პაკეტის წონა არ უნდა აღემატებოდეს:
ა) სადგურზე არსებული დამტვირთავ-გადმომტვირთავი მანქანების ტვირთამწეობას, თუ ტვირთი ჩამოიტვირთება სადგურების საერთო სარგებლობის ადგილებში;
ბ) ტვირთმიმღებთან შეთანხმებულ წონას, თუ ტვირთი ჩამოიტვირთება არასაერთო სარგებლობის ადგილებში.
3. იმ სადგურების ნუსხას, რომლებსაც საერთო სარგებლობის ადგილებში აქვთ დამტვირთავ-გადმომტვირთავი მანქანები, მათი ტვირთამწეობის მითითებით შეიმუშავებს რკინიგზა.
“რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ” · რედაქცია 13.07.2017
მუხლი 176
თავი XVI — ტვირთის სატრანსპორტო პაკეტებად გადაზიდვის წესი
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”, კონსოლიდირებული რედაქცია 13.07.2017. გამოქვეყნება: სსმ, 38, 30/04/2003.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”, მუხლი 176, №26, 18.04.2003, სარეგისტრაციო კოდი 310.140.000.11.115.005.801 (კონსოლიდირებული რედაქცია 13.07.2017). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/55156/muxli-176/