2. თუ ავტოტრაქტორის ტექნიკა გადაიზიდება გამგზავნის მარშრუტებით ან ვაგონთა ჯგუფით, სათანადოდ შეფუთული მაკომპლექტებელი დეტალების, კვანძების, სათადარიგო ნაწილებისა და ინსტრუმენტის ტრანსპორტირება ხორციელდება ავტოტრაქტორის ტექნიკის საერთო პარტიასთან ერთად, დახურულ ვაგონებში მოთავსებულ უნივერსალური კონტეინერებში. ამ შემთხვევაში, ტვირთგამგზავნი ზედნადების მე-4 გრაფაში მიუთითებს: „მაკომპლექტებელი დეტალები, კვანძები და ინსტრუმენტი არ არის ჩატვირთული“.
3. ავტოტრაქტორის ტექნიკის გადაზიდვისას სპეციალიზებულ ვაგონებში ადვილმოსახსნელი მაკომპლექტებელი დეტალების და კვანძების დემონტაჟი და მსხვრევადი დეტალების დაცვა სავალდებულო არ არის