2. ადგილების რიცხვს და მათ წონას რკინიგზის მუშაკები არ ამოწმებენ.

3. თანდართული ბარათით დგება ზედნადები ვაგონის თანმხლები უფლებამოსილი პირის ხელმოწერით.

4. ზედნადების გრაფაში „ტვირთის დასახელება” აღნიშნული უნდა იყოს: „-----(ბანკის სახელწოდება)---------------- ბანკის ტვირთი” ან
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ტვირთი” ადგილების რიცხვის, ტვირთის წონისა და თანმხლებთა რაოდენობის აღუნიშნავად.

5. ამ თავში მითითებული წესის შესაბამისად შევსებული ზედნადების საფუძველზე დგება საგზაო უწყისი, ხოლო ვაგონის თანმხლებს აძლევენ ქვითარს, რომელიც წარმოადგენს სამგზავრო დოკუმენტ