2. 1-ლ პუნქტში მითითებულ მუშაკთა კატეგორიას მიეკუთვნებიან:
ა) საფოსტო ვაგონის უფროსი;
ბ) საფოსტო ვაგონის უფროსის თანაშემწე;
გ) ელექტრომონტიორი-გამყოლი და ფოსტალიონი;
დ) დამხარისხებელი;
ე) სპეცკავშირის ფელდეიგერი;
3. ყველა აღნიშნულ მუშაკთა მგზავრობისთვის მათი გვარები შეტანილ უნდა იქნეს ვაგონის საგზაო ფურცელში და დამოწმებული უნდა იყოს საფოსტო განყოფილების უფროსის ხელმოწერით და ბეჭდით.
4. საფოსტო ვაგონში საგზაო ფურცელში ჩაუწერავი პირების აღმოჩენის შემთხვევაში, ისინი მიჩნეულ იქნებიან უბილეთო მგზავრებად და მათზე გავრცელდება ბილეთის ადგილზე შეძენის 154-ე მუხლით გათვალისწინებული წესი.
5. საფოსტო ვაგონით მგზავრობისთვის უფლებამოსილ პირებს შეუძლიათ თან გადაიტანონ ხელბარგი, მგზავრობისთვის დადგენილი ნორმის ფარგლებშ