მუხლი 44 თუ გაგზავნის სადგურის საერთო სარგებლობის ადგილებში ტვირთგამგზავნი ტვირთს შეიტანს მის ჩასატვირთად განსაზღვრულ ვადაზე ადრე, იგი შეიძლება მიღებულ იქნეს შესანახად. ამ შემთხვევაში ზედნადების გრაფაში „ჩატვირთვა დანიშნულია –––– (რიცხვი) –––––––– (თვე)” და ტვირთის გადასაზიდად მიღების კალენდარულ შტემპელში მიეთითება ამ ტვირთის ფაქტობრივი ჩატვირთვის თარიღი საერთო სარგებლობის ადგილებში🔗