1. ტვირთის გადასაზიდად წარდგენისას ტვირთგამგზავნმა თითოეულ სატვირთო გზავნილზე უნდა წარმოადგინოს სათანადო წესით შედგენილი ზედნადები და სხვა საჭირო დოკუმენტები. აღნიშნული ზედნადები და მის საფუძველზე ტვირთგამგზავნისათვის გაცემული ტვირთის მიღების ქვითარი ადასტურებენ ტვირთის გადაზიდვის ხელშეკრულების დადებას.
2. ტვირთის გადასაზიდად მიღების დასადასტურებლად ტვირთგამგზავნს გადაეცემა ტვირთის მიღების ქვითარი, რაზეც ის ხელს აწერს საგზაო უწყისის ყუაში.
3. ტვირთის გადასაზიდად მიღების დრო დასტურდება გაგზავნის სადგურის კალენდარული შტემპელით ზედნადების შესაბამის გრაფაში, სადაც აღინიშნება მიმდინარე დღე-ღამის თარიღი, მიუხედავად იმისა, აღნიშნული დღე-ღამის 18 საათამდე თუ შემდგომ გაფორმდა ტვირთის მიღება გადასაზიდად.
“რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ” · რედაქცია 13.07.2017
მუხლი 42
თავი IV — ტვირთის გადასაზიდად მიღების წესი
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”, კონსოლიდირებული რედაქცია 13.07.2017. გამოქვეყნება: სსმ, 38, 30/04/2003.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”, მუხლი 42, №26, 18.04.2003, სარეგისტრაციო კოდი 310.140.000.11.115.005.801 (კონსოლიდირებული რედაქცია 13.07.2017). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/55156/muxli-42/