2. აკრძალულია ტვირთის წონის განსაზღვრა გაანგარიშებით ან ტვირთის აზომვით, თუ მისი ჩატვირთვა ვაგონების (კონტეინერების) სრულ შევსებამდე გამოიწვევს მათი ტვირთამწეობის დაშვებული ნორმების გადამეტებას.
3. არ დაიშვება ნაყარი და მარცვლეული ტვირთის წონის განსაზღვრა აზომვით ან პირობითად, თუ იგი გადაიზიდება საზღვაო ნავსადგურებისა და სარკინიგზო სასაზღვრო გადამცემი სადგურის გავლით, არაპირდაპირი საერთაშორისო მიმოსვლით.
4. ტვირთის მასას განსაზღვრავს:
ა) რკინიგზა – თუ დატვირთვა ხორციელდება საერთო სარგებლობის ადგილებში;
ბ) ტვირთგამგზავნი – თუ დატვირთვა ხორციელდება არასაერთო სარგებლობის ადგილებში.
5. ერთი ზედნადებით წარდგენილი ტვირთის საერთო წონა, რომელიც უნდა გადაიზიდოს ვაგონით (კონტეინერით), განისაზღვრება თითოეულ სატვირთო ადგილზე მითითებული ტრაფარეტის მიხედვით, სტანდარტული წონით, აგრეთვე გაანგარიშების გზით და აზომვით.
6. ტრაფარეტის საფუძველზე, სტანდარტის მიხედვით, გაანგარიშებით ან აზომვით ტვირთის წონას განსაზღვრავს ტვირთგამგზავნი. თუ ტვირთგამგზავნს არ აქვს ვაგონის სასწორი, ტვირთის წონა შეიძლება განისაზღვროს რკინიგზის სასწორით, ტვირთგამგზავნის ხარჯით
“რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ” · რედაქცია 13.07.2017
მუხლი 35. 1. გადასაზიდად ტვირთის წარდგენისას ტვირთგამგზავნი ზედნადებში მიუთითებს მის წონას, ხოლო ტარიან-ცალეული ტვირთის გადაზიდვისას – აგრეთვე სატვირთო ადგილების რაოდენობას
თავი IV — ტვირთის გადასაზიდად მიღების წესი
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 29. 1. ტვირთის გადაზიდვისა და მასთან დაკავშირებით გაწეული სხვა მომსახურების საფასურის გადახდამდე შემდგომი დატვირთვისათვის ვაგონების (კონტეინერების) მიწოდება შეიძლება შეჩერდეს ან, გამონაკლის შემთხვევებში,
- მუხლი 30. 1. ვაგონებს ტვირთავს:
- მუხლი 31. 1. ტვირთგამგზავნი ვალდებულია, ტვირთი გადასაზიდად იმდაგვარად მოამზადოს, რომ უზრუნველყოფილ იქნეს მოძრაობის უსაფრთხოება და ტვირთის, ვაგონების (კონტეინერების) მთლიანობა
- მუხლი 32. 1. გადასაზიდად წარმოდგენილ ტარიან-ცალეულ ტვირთს უნდა ჰქონდეს სატრანსპორტო ნიშანდება იმის მიუხედავად, შეესაბამება თუ არა ეს ნიშანდება სხვა სახეობათა ტრანსპორტზე მოქმედ მოთხოვნებს. სატრანსპორტო ნიშანდებ
- მუხლი 33. 1. ვაგონებში (კონტეინერებში) ტვირთის ჩატვირთვა, განთავსება და დამაგრება უნდა უზრუნველყოფდეს მატარებლის მოძრაობის უსაფრთხოებას, დასატვირთ-გადმოსატვირთი სამუშაოების მექანიზაციის შესაძლებლობასა და ტვირთი
- მუხლი 34. 1. ხე-ტყე, შეშა და დახერხილი მასალა გადაიზიდება პაკეტებით, შტაბელებით და მოლარტყულად, რათა უზრუნველყოფილ იქნეს გადმოტვირთვის სამუშაოების მაქსიმალური მექანიზება
- მუხლი 36. 1. ცისტერნებში ჩასხმით გადასაზიდი ტვირთის წონას ტვირთგამგზავნი განსაზღვრავს აწონვით ან ჩამოსხმის სიმაღლისა და ჩასხმული ტვირთის მოცულობის დადგენით, ცისტერნების საკალიბრებელი ცხრილების გამოყენებით. ამ შ
- მუხლი 37. 1. გადასაზიდი ტვირთის ასაწონად რკინიგზას – საერთო სარგებლობის ადგილებში და ტვირთგამგზავნს (ტვირთმიმღებს) – არასაერთო სარგებლობის ადგილებში, უნდა ჰქონდეთ საჭირო რაოდენობის საწონი ხელსაწყოები
- მუხლი 38. 1. გაჩერებულ მოხსნილ ვაგონში აიწონება დაყრით გადასაზიდი მარცვლეული და პურეული ტვირთი, პარკოსანი კულტურის თესლი, კომბინირებული საკვები, ქატო, დაყრით გადასაზიდი კარტოფილი, ბოსტნეული, ბაღჩეული, დაუპაკეტე
- მუხლი 40. 1. დატვირთულ ვაგონებს (კონტეინერებს) დადგენილი წესით პლომბავს ის მხარე (რკინიგზა ან ტვირთგამგზავნი), რომელმაც განახორციელა დატვირთვა
- მუხლი 42. 1. ტვირთის გადასაზიდად წარდგენისას ტვირთგამგზავნმა თითოეულ სატვირთო გზავნილზე უნდა წარმოადგინოს სათანადო წესით შედგენილი ზედნადები და სხვა საჭირო დოკუმენტები. აღნიშნული ზედნადები და მის საფუძველზე ტვი
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”, მუხლი 35, №26, 18.04.2003, სარეგისტრაციო კოდი 310.140.000.11.115.005.801 (კონსოლიდირებული რედაქცია 13.07.2017). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/55156/muxli-35/