ა) რკინიგზა, ტვირთგამგზავნის ან ტვირთმიმღების თანხმობით – საერთო სარგებლობის ადგილებში, რომელიც აღჭურვილია ამისათვის საჭირო მექანიზმებითა და მოწყობილობებით, გარდა: საფრთხეშემცველი და მალფუჭებადი ტვირთისა; სახელმწიფო ვეტერინარიული ზედამხედველობის სამსახურის საქვეკონტროლო ტვირთისა; ტვირთისა, რომლის საერთო წონა შეადგენს 0,5 ტონას და გადაიზიდება დახურულ ვაგონში; არაგაბარიტული ტვირთისა; ტვირთისა, რომელიც გადაიზიდება დაყრით ან ჩასხმით, სპეციალიზებული მოძრავი შემადგენლობით, ტვირთგამგზავნის ან ტვირთმიმღების წარმომადგენლების თანხლებით;
ბ) ტვირთგამგზავნი – არასაერთო და საერთო სარგებლობის ადგილებში, თუ დატვირთვა არ არის სავალდებულო რკინიგზისათვის.
2. კონტეინერებს საერთო და არასაერთო სარგებლობის ადგილებში ტვირთავს ტვირთგამგზავნი
“რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ” · რედაქცია 13.07.2017
მუხლი 30. 1. ვაგონებს ტვირთავს:
თავი IV — ტვირთის გადასაზიდად მიღების წესი
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
- მუხლი 81. 1. რკინიგზის მოძრავ შემადგენლობასა და ტვირთგამგზავნის (ტვირთმიმღების) სპეციალიზებულ კონტეინერში ფეთქებადი ნივთიერება იტვირთება ტექნიკური ნორმების დაცვით, მაგრამ არა უმეტეს მათი ტვირთამწეობისა
- მუხლი 184. 1. კონტეინერში მოთავსებული რადიაციული ტვირთის წონა არ უნდა აღემატებოდეს კონტეინერის ტვირთამწეობას
მეზობელი მუხლები
- მუხლი 24. 1. ერთი ტვირთგამგზავნის ერთი ან რამდენიმე გზავნილით დატვირთული ვაგონი აღირიცხება ტვირთგამგზავნის სააღრიცხვო ბარათში აღრიცხვის ზოგადი მოთხოვნების დაცვით
- მუხლი 25. 1. თუ განაცხადი ვერ შესრულდა ტვირთგამგზავნთან მომხდარი ავარიის გამო, რომლის შედეგად შეუძლებელი გახდა მისი ძირითადი საქმიანობის განხორციელება, იგი ვალდებულია, წარმოადგინოს უფლებამოსილი ორგანოს მიერ შედ
- მუხლი 26. 1. ტვირთი გადასაზიდად მიიღება სატვითრო სამუშაოების შესასრულებლად სათანადოდ აღჭურვილი სადგურების საერთო და არასაერთო სარგებლობის ადგილებში. ასეთი სადგურების ნუსხა ქვეყნდება კანონმდებლობით დადგენილი წეს
- მუხლი 27. 1. ტვირთის გადასაზიდად მიღების საფუძველია შესაბამისი განაცხადი, რკინიგზის მიერ მისი მიღების აღნიშვნით და სადგურის თანხმობა (ვიზა ზედნადებზე) დატვირთვის დღის დანიშვნის თაობაზე
- მუხლი 28. 1. დასატვირთად ვაგონების მიწოდების დროის შეტყობინების წესს, მათ შორის, ტვირთგამგზავნის საშუალებით საერთო სარგებლობის ადგილებში დატვირთვისას, ტვირთგამგზავნის წინადადებით ადგენს სადგური, თუ მხარეები სხვ
- მუხლი 29. 1. ტვირთის გადაზიდვისა და მასთან დაკავშირებით გაწეული სხვა მომსახურების საფასურის გადახდამდე შემდგომი დატვირთვისათვის ვაგონების (კონტეინერების) მიწოდება შეიძლება შეჩერდეს ან, გამონაკლის შემთხვევებში,
- მუხლი 31. 1. ტვირთგამგზავნი ვალდებულია, ტვირთი გადასაზიდად იმდაგვარად მოამზადოს, რომ უზრუნველყოფილ იქნეს მოძრაობის უსაფრთხოება და ტვირთის, ვაგონების (კონტეინერების) მთლიანობა
- მუხლი 32. 1. გადასაზიდად წარმოდგენილ ტარიან-ცალეულ ტვირთს უნდა ჰქონდეს სატრანსპორტო ნიშანდება იმის მიუხედავად, შეესაბამება თუ არა ეს ნიშანდება სხვა სახეობათა ტრანსპორტზე მოქმედ მოთხოვნებს. სატრანსპორტო ნიშანდებ
- მუხლი 33. 1. ვაგონებში (კონტეინერებში) ტვირთის ჩატვირთვა, განთავსება და დამაგრება უნდა უზრუნველყოფდეს მატარებლის მოძრაობის უსაფრთხოებას, დასატვირთ-გადმოსატვირთი სამუშაოების მექანიზაციის შესაძლებლობასა და ტვირთი
- მუხლი 34. 1. ხე-ტყე, შეშა და დახერხილი მასალა გადაიზიდება პაკეტებით, შტაბელებით და მოლარტყულად, რათა უზრუნველყოფილ იქნეს გადმოტვირთვის სამუშაოების მაქსიმალური მექანიზება
- მუხლი 35. 1. გადასაზიდად ტვირთის წარდგენისას ტვირთგამგზავნი ზედნადებში მიუთითებს მის წონას, ხოლო ტარიან-ცალეული ტვირთის გადაზიდვისას – აგრეთვე სატვირთო ადგილების რაოდენობას
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”, მუხლი 30, №26, 18.04.2003, სარეგისტრაციო კოდი 310.140.000.11.115.005.801 (კონსოლიდირებული რედაქცია 13.07.2017). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/55156/muxli-30/