2. ხე-ტყე, შეშა და დახერხილი მასალა პაკეტებით, შტაბელებით და მოლარტყულად გადასაზიდად მიიღება ზედნადებში პაკეტების, შტაბელებისა და ლარტყულების რაოდენობის მითითებით.
3. თუ ხე-ტყე ბაქნებში ან ნახევარვაგონებში ჩაიტვირთება არა უმეტეს ორ შტაბელად, მაშინ უნდა მიეთითოს მორების რაოდენობა, როცა ეს რაოდენობა ერთ შტაბელში არ აღემატება 100 ერთეულს, ხოლო ორ შტაბელში 300 ერთეულს.
4. თუ ხე-ტყის ან დახერხილი მასალის ნახევარვაგონებში განთავსებისას გამოყენებულია ჩატვირთვის გაბარიტის ზედა ვიწრო ნაწილი (შემდგომ – გაბარიტის ვიწრო ნაწილი), ტვირთგამგზავნი ვალდებულია, ზედნადებში, ტვირთის დასახელების ქვეშ, მიუთითოს გაბარიტის ვიწრო ნაწილში არსებული შტაბელების რაოდენობა მათი განთავსების ადგილის მიხედვით