2. იმ ტვირთის ნუსხა, რომლის დასატვირთად ვაგონები (კონტეინერები) სპეციალურად მზადდება, მოცემულია ამ წესების დანართში.
3. ტვირთი, რომლის შეფუთვაზეც არის სამანიპულაციო ნიშნები და გამაფრთხილებელი წარწერები, ვაგონებში იტვირთება ამ აღნიშვნებისა და წარწერების დაცვით.
4. ტვირთი ვაგონებსა და კონტეინერებში მაგრდება დადგენილი ტექნიკური პირობებისა და სტანდარტების შესაბამისად. ტვირთის დასამაგრებლად, დასატვირთად და გადასაზიდად აუცილებელი სამარჯვების, მასალების, დაპაკეტების საშუალებების და სხვა მოწყობილობის მოწოდებას უზრუნველყოფს ტვირთგამგზანი, ხოლო მათ დამაგრებას – დამტვირთავი მხარე.
5. აკრძალულია ერთ ვაგონში ისეთი ტვირთის ჩატვირთვა, რომელმაც თავისი თვისებების გამო შეიძლება დააზიანოს ან გააფუჭოს სხვა ტვირთი.
7. ვაგონის კართშორის სივრცეში ტარიან-ცალეული ტვირთი უნდა განთავსდეს კარსა და ტვირთს შორის სულ ცოტა 25 სმ დაშორებით.
8. ტვირთი ვაგონებში (კონტეინერებში) უნდა ჩაიტვირთოს მისი დატვირთვის ტექნიკური ნორმების დაცვით, ხოლო, თუ ტექნიკური ნორმები დადგენილი არ არის – ვაგონის (კონეტინერის) სრულ ჩატვირთვამდე, მაგრამ არა უმეტეს ვაგონის ან კონტეინერის ტრაფარეტზე მითითებული ტვირთამწეობისა.
9. აკრძალულია ორ მეტრზე მეტი სიმაღლის ტვირთის ჩატვირთვა დახურულ ვაგონში საერთო სარგებლობის ადგილებში, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამ ტვირთის გადმოტვირთვას საერთო სარგებლობის ადგილებში უზრუნველყოფს ტვირთმიმღები