2. ვაგონის (კონტეინერის) ტარის წონა განისაზღვრება ვაგონზე (კონტეინერზე) მითითებული ტარფარეტის შესაბამისად. თუ ტვირთგამგზავნს აქვს ვაგონის სასწორი, ნებადართულია ვაგონის ტარის აწონვა ზედნადების გრაფაში „გადას. ტარა” ვაგონის ტარის ფაქტობრივი წონის აღნიშვნით.
3. ვაგონ-რეფრიჟერატორებით გადასაზიდი ხორცის, მარცვლეულისა და სხვა მალფუჭებადი ტვირთის წონა განისაზღვრება სასაქონლო სასწორზე.
4. თუ ტვირთი გადაიზიდება მოსახსნელი მოწყობილობითა და სამაგრი რეკვიზიტებით, მათ შორის, ბოსტნეულის, პურეულის ფარებითა და სათბუნებლებით აღჭურვილი, ამ სამარჯვებისა და მასალების წონა არ შედის ტვირთის საერთო წონაში და მიეთითება ცალკე, ზედნადების გრაფაში „გამგზავნის განსაკუთრებული განცხადებები და აღნიშვნები”. ამ შემთხვევაში, მოუხსნელი პურეულის ფარების წონა შედის ვაგონის ტარის მასაში