2. საწონი ხელსაწყოები ექვემდებარება აუცილებელ შემოწმებასა და დადამღვას სტანდარტის მიხედვით.
3. რკინიგზას შეუძლია, ხელშეკრულების საფუძველზე გაუწიოს ტექნიკური მომსახურება (საუწყებო კონტროლი, რემონტი, საკონტროლო შემოწმება) ტვირთმიმღების, ტვირთგამგზავნისა და სხვა უფლებამოსილ პირთა საწონ ხელსაწყოებს.
4. ტვირთი ვაგონის სასწორზე იწონება გაჩერებულ მოხსნილ ან მოუხსნელ ვაგონში. ტვირთის აწონვა ვაგონის მოძრაობისას დაიშვება საგანგებოდ ასეთი აწონვისათვის განკუთვნილი ვაგონის სასწორით. თხევადი ტვირთით დატვირთული ცისტერნების მოძრაობისას დაუშვებელია აწონვა ურიკების ან ღერძების მიხედვით