2. საზღვაო ნავსადგურების მეშვეობით ან რკინიგზის სასაზღვრო გადამცემი სადგურების გავლით გადასაზიდი, მათ შორის, საექსპორტი ტვირთის გაფუჭების, დაზიანების, დაკარგვის ან კლების თავიდან აცილების მიზნით, ასევე მოძრავი შემადგენლობის, რკინიგზის ვაკისის და გარემოს დაბინძურების თავიდან ასაცილებლად, ტვირთი გადასაზიდად წარმოდგენილი უნდა იყოს ტექნიკურ პირობებსა და სტანდარტებს შესატყვის სატრანსპორტო ტარაში შეფუთული.
3. ტვირთგამგზავნი, სადგურის მოთხოვნით, ვალდებულია წარმოადგინოს გადასაზიდ ტვირთზე, ხოლო თუ იგი შეფუთულია, ასევე ტარასა და შეფუთვაზე არსებული სტანდარტები და ტექნიკური პირობები.
4. ტვირთი, რომლის ტარასა და შეფუთვაზე სტანდარტები და ტექნიკური პირობები არ არის დადგენილი, გადასაზიდად წარდგენილი უნდა იქნეს წესივრულ მდგომარეობაში, რაც გადაზიდვისას უზრუნველყოფს მის მთლიანობას.
5. იმპორტულტარიან და ცალკეულ ტვირთს რკინიგზა გადასაზიდად იღებს იმ ტარით (შეფუთვით), რომლითაც ის შემოზიდულია საზღვარგარეთიდან, თუ ტარა (შეფუთვა) უზრუნველყოფს ტვირთის მთლიანობას. საჭიროების შემთხვევაში, ტვირთმიმღები (ტვირთგამგზავნი) რკინიზასთან ათანხმებს ტვირთის გადაზიდვის განსაკუთრებულ პირობებს
“რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ” · რედაქცია 13.07.2017
მუხლი 31. 1. ტვირთგამგზავნი ვალდებულია, ტვირთი გადასაზიდად იმდაგვარად მოამზადოს, რომ უზრუნველყოფილ იქნეს მოძრაობის უსაფრთხოება და ტვირთის, ვაგონების (კონტეინერების) მთლიანობა
თავი IV — ტვირთის გადასაზიდად მიღების წესი
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 25. 1. თუ განაცხადი ვერ შესრულდა ტვირთგამგზავნთან მომხდარი ავარიის გამო, რომლის შედეგად შეუძლებელი გახდა მისი ძირითადი საქმიანობის განხორციელება, იგი ვალდებულია, წარმოადგინოს უფლებამოსილი ორგანოს მიერ შედ
- მუხლი 26. 1. ტვირთი გადასაზიდად მიიღება სატვითრო სამუშაოების შესასრულებლად სათანადოდ აღჭურვილი სადგურების საერთო და არასაერთო სარგებლობის ადგილებში. ასეთი სადგურების ნუსხა ქვეყნდება კანონმდებლობით დადგენილი წეს
- მუხლი 27. 1. ტვირთის გადასაზიდად მიღების საფუძველია შესაბამისი განაცხადი, რკინიგზის მიერ მისი მიღების აღნიშვნით და სადგურის თანხმობა (ვიზა ზედნადებზე) დატვირთვის დღის დანიშვნის თაობაზე
- მუხლი 28. 1. დასატვირთად ვაგონების მიწოდების დროის შეტყობინების წესს, მათ შორის, ტვირთგამგზავნის საშუალებით საერთო სარგებლობის ადგილებში დატვირთვისას, ტვირთგამგზავნის წინადადებით ადგენს სადგური, თუ მხარეები სხვ
- მუხლი 29. 1. ტვირთის გადაზიდვისა და მასთან დაკავშირებით გაწეული სხვა მომსახურების საფასურის გადახდამდე შემდგომი დატვირთვისათვის ვაგონების (კონტეინერების) მიწოდება შეიძლება შეჩერდეს ან, გამონაკლის შემთხვევებში,
- მუხლი 30. 1. ვაგონებს ტვირთავს:
- მუხლი 32. 1. გადასაზიდად წარმოდგენილ ტარიან-ცალეულ ტვირთს უნდა ჰქონდეს სატრანსპორტო ნიშანდება იმის მიუხედავად, შეესაბამება თუ არა ეს ნიშანდება სხვა სახეობათა ტრანსპორტზე მოქმედ მოთხოვნებს. სატრანსპორტო ნიშანდებ
- მუხლი 33. 1. ვაგონებში (კონტეინერებში) ტვირთის ჩატვირთვა, განთავსება და დამაგრება უნდა უზრუნველყოფდეს მატარებლის მოძრაობის უსაფრთხოებას, დასატვირთ-გადმოსატვირთი სამუშაოების მექანიზაციის შესაძლებლობასა და ტვირთი
- მუხლი 34. 1. ხე-ტყე, შეშა და დახერხილი მასალა გადაიზიდება პაკეტებით, შტაბელებით და მოლარტყულად, რათა უზრუნველყოფილ იქნეს გადმოტვირთვის სამუშაოების მაქსიმალური მექანიზება
- მუხლი 35. 1. გადასაზიდად ტვირთის წარდგენისას ტვირთგამგზავნი ზედნადებში მიუთითებს მის წონას, ხოლო ტარიან-ცალეული ტვირთის გადაზიდვისას – აგრეთვე სატვირთო ადგილების რაოდენობას
- მუხლი 36. 1. ცისტერნებში ჩასხმით გადასაზიდი ტვირთის წონას ტვირთგამგზავნი განსაზღვრავს აწონვით ან ჩამოსხმის სიმაღლისა და ჩასხმული ტვირთის მოცულობის დადგენით, ცისტერნების საკალიბრებელი ცხრილების გამოყენებით. ამ შ
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”, მუხლი 31, №26, 18.04.2003, სარეგისტრაციო კოდი 310.140.000.11.115.005.801 (კონსოლიდირებული რედაქცია 13.07.2017). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/55156/muxli-31/