2. რკინიგზა ვალდებულია, ტვირთგამგზავნს დასატვირთად მიაწოდოს გასუფთავებული, შიგნიდან და გარედან გაწმენდილი, საჭიროებისას კი, გარეცხილი და დეზიფინცირებული, ტვირის გადასაზიდად ვარგისი ვაგონები (კონტეინერები), მოხსნილი სამაგრი სამარჯვებით, თუ მათი მოხსნა ტექნიკურად დასაშვებია.
3. რკინიგზის ცისტერნების, ბუნკერული ტიპის ნახევარვაგონების მომზადებას უზრუნველყოფს რკინიგზა ან ტვირთმიმღები, რკინიგზის ხარჯით, მათ შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, ხოლო სპეციალური ცისტერნების მომზადებას, რომლებიც რკინიგზას არ ეკუთვნის – ტვირთგამგზავნი.
4. ვაგონების (კონტეინერების) კომერციულ ვარგისობას კონკრეტული ტვირთის გადასაზიდად განსაზღვრავენ:
ა) ვაგონების მიმართ – ტვირთგამგზავნი, თუ დატვირთვა განხორციელდა მის მიერ, ან რკინიგზა, თუ დატვირთვას ის აწარმოებს;
ბ) კონტეინერების მიმართ – ტვირთგამგზავნი.
6. ტვირთგამგზავნი უფლებამოსილია, უარი განაცხადოს მისი ტვირთის გადასაზიდად მიწოდებული უვარგისი ვაგონების (კონტეინერების) გამოყენებაზე, ხოლო რკინიგზა ვალდებულია, შეცვალოს ისინი ვარგისით. ტვირთის გადასაზიდად ვაგონების უვარგისობის ფაქტი, მათ შორის, ტვირთის ვაგონიდან გადმოტვირთვის შემდეგ, ფორმდება საერთო ფორმის აქტით, რომელსაც ხელს აწერენ რკინიგზისა და ტვირთგამგზავნის უფლებამოსილი წარმომადგენლები