1. ფეთქებადი ნივთიერების ჩატვირთვა-გადმოტვირთვა ხორციელდება ტვირთგამგზავნის (ტვირთმიმღების) მიერ საგანგებოდ გამოყოფილი პირის ხელმძღვანელობით, რკინიგზის სახანძრო დაცვის უფლებამოსილი წარმომადგენლის თანდასწრებით.
2. ტვირთგამგზავნის (ტვირთმიმღების) მიერ საგანგებოდ გამოყოფილი პირი უზრუნველყოფს:
ა) ფეთქებადი ნივთიერების შემოზიდვისა და სადგურის გამოყოფილ ღია მოედნიდან მისი გატანის ორგანიზებას;
ბ) ფეთქებადი ნივთიერების ვაგონში ჩატვირთვის, განლაგებისა და დამაგრების, აგრეთვე ღია მოძრავ შემადგენლობაზე ამ ტვირთის სპეციალური გადაფარების სისწორეს დადგენილი ნორმების შესაბამისად;
გ) ფეთქებადი ნივთიერების ერთობლივი ჩატვირთვის პირობების შესრულებასა და უსაფრთხოების ზომების დაცვას დატვირთვა-გადმოტვირთვის სამუშაოს განხორციელებისას;
დ) ფეთქებადი ნივთიერების დაცვას დატვირთული ვაგონის რკინიგზისთვის გადაცემამდე ან რკინიგზისგან ვაგონის დასაცლელად მიღების მომენტიდან.
3. თავდაცვის, შინაგან საქმეთა და უშიშროების შესაბამისი სახელმწიფო ორგანოების კუთვნილი ფეთქებადი ნივთიერების ჩატვირთვა-გადმოტვირთვის დაწყებამდე სადგურის საგანგებოდ გამოყოფილ ღია მოედანზე, ტვირთგამგზავნმა (ტვირთმიმღებმა) უნდა შეატყობინოს სადგურის უფლებამოსილ მუშაკს ამ სამუშაოს შესრულებაზე პასუხისმგებელი პირის სახელი, გვარი და თანამდებობა.
რკინიგზით საფრთხისშემცველი ტვირთის გადაზიდვის წესის დამტკიცების შესახებ · რედაქცია 08.09.2003
მუხლი 105
თავი 23 — ფეთქებადი ნივთიერების შეზიდვა დატვირთვის ადგილში, მისი ჩატვირთვა და გადმოტვირთვა
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — რკინიგზით საფრთხისშემცველი ტვირთის გადაზიდვის წესის დამტკიცების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 08.09.2003. გამოქვეყნება: სსმ, 104, 18/09/2003.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „რკინიგზით საფრთხისშემცველი ტვირთის გადაზიდვის წესის დამტკიცების შესახებ“, მუხლი 105, №52, 08.09.2003, სარეგისტრაციო კოდი 310.140.000.11.115.006.065 (კონსოლიდირებული რედაქცია 08.09.2003). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/56398/muxli-105/