2. ფეთქებადი ნივთიერების სადგურში შეზიდვამდე ტვირთგამგზავნის უფლებამოსილი წარმომადგენელი, რომელიც ამ წესის 105-ე მუხლის მიხედვით ხელმძღვანელობს დატვირთვა-გადმოტვირთვას ვალდებულია მიიღოს ფეთქებადი ნივთიერების შეზიდვის დასტური სადგურის უფლებამოსილი მუშაკისგან შეზიდვის ზუსტი დღისა და დროის მითითებით. დასტური გაიცემა მხოლოდ მაშინ, თუ ფეთქებადი ნივთიერების მთელი პარტიის გადაზიდვა შესაძლებელია მოცემული შემადგენლობით.
3. არ დაიშვება ფეთქებადი ნივთიერების სადგურში შეზიდვა დათქმულ დროზე ადრე. ტვირთის შეზიდვამდე დატვირთვის ადგილში ტვირთგამგზავნი ვალდებულია წინასწარ მიიტანოს ჩასატვირთად საჭირო ინსტრუმენტი და მასალა, რომელიც გათვალისწინებულია ამ წესის 106-ე მუხლის პირველი პუნქტით, აგრეთვე სატვირთო ადგილის დაზიანების ან ავარიული სიტუაციის შედეგის აღმოსაფხვრელად აუცილებელი საშუალება.
4. თუ სადგურში ფეთქებადი ნივთიერება შეიზიდება ნაწილ-ნაწილ, ტვირთის პირველივე პარტიას უნდა მოჰყვენ მუშა-მტვირთავები