1. სპეციალიზებული დიდტონაჟიანი კონტეინერი კონტეინერმზიდ ბაქანზე განთავსდება ვაგონებსა და კონტეინერებში ტვირთის განთავსებისა და დამაგრების ტექნიკური პირობების შესაბამისად.
2. საქართველოდან გასაგზავნი ან მის ტერიტორიაზე ტრანზიტად მიმავალი ტვირთის სპეციალიზებულ კონტეინერებში გადაზიდვა სრულდება „საერთაშორისო სარკინიგზო სატვირთო გადაზიდვების შეთანხმების“ შესაბამისად.
3. დიდი ან საშუალოტონაჟიანი სტანდარტული უნივერსალური კონტეინერების ზომისა და პარამეტრის მქონე სპეციალიზებული დიდტონაჟიანი კონტეინერების გადაზიდვა დაიშვება ამ უნივერსალურ კონტეინერებთან ერთად, გარდა საფრთხეშემცველი ტვირთით დატვირთული კონტეინერებისა.
“რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ” · რედაქცია 13.07.2017
მუხლი 164
თავი XV — ტვირთის სპეციალიზებულ კონტეინერებში გადაზიდვის წესი
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”, კონსოლიდირებული რედაქცია 13.07.2017. გამოქვეყნება: სსმ, 38, 30/04/2003.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”, მუხლი 164, №26, 18.04.2003, სარეგისტრაციო კოდი 310.140.000.11.115.005.801 (კონსოლიდირებული რედაქცია 13.07.2017). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/55156/muxli-164/