2. ტვირთგამგზავნის, ტვირთმიმღების ან ექსპედიტორის მიერ მის მფლობელობაში არსებული კონტეინერების მიღების დაყოვნებისას, რკინიგზის სასარგებლოდ გადაიხდება კონტეინერების საერთო სარგებლობის ადგილებში დგომის საფასური.
3. რკინიგზის ან სხვა პირთა მფლობელობაში არსებული კონტეინერებით სარგებლობისას ტვირთგამგზავნი, ტვირთმიმღები ან ექსპედიტორი, რომელთანაც რკინიგზას გაფორმებული აქვს კონტეინერების ერთობლივი ექსპლუატაციის ხელშეკრულება, რკინიგზას უხდის კონტეინერებით სარგებლობის დადგენილ საფასურს, კონტეინერის თითოეული ტიპის მიხედვით