1. დატვირთული კონტეინერი გადასაზიდად მიიღება გარეგნული დათვალიერების, ტვირთგამგზავნის საკეტ-საპლომბი მოწყობილობის არსებობისა და ამის თაობაზე ზედნადებში შეტანილი მონაცემების სისწორის შემოწმების შემდეგ, გარდა პირადი (საყოფაცხოვრებო) საჭიროებისათვის განკუთვნილი ტვირთით დატვირთული კონტეინერის წარდგენისა, როდესაც დაპლომბვას უზრუნველყოფს გამგზავნი სადგური ტვირთგამგზავნის ხარჯით.
2. ტვირთის კონტეინერებში გადაზიდვისას ტვირთგამგზავნს შეუძლია, ხოლო მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევაში, ვალდებულია, გამოაცხადოს გასაგზავნი ტვირთის ფასეულობა და შეადგინოს მისი ჩამონათვალი.
“რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ” · რედაქცია 13.07.2017
მუხლი 156
თავი XIV — ტვირთის უნივერსალურ კონტეინერებში გადაზიდვის წესი
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”, კონსოლიდირებული რედაქცია 13.07.2017. გამოქვეყნება: სსმ, 38, 30/04/2003.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”, მუხლი 156, №26, 18.04.2003, სარეგისტრაციო კოდი 310.140.000.11.115.005.801 (კონსოლიდირებული რედაქცია 13.07.2017). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/55156/muxli-156/