2. კონტეინერის მიღება იმ ნავსადგურიდან, რომელიც არ არის ჩართული პირდაპირ შერეულ სარკინიგზო-საზღვაო გადაზიდვაში ან კონტეინერის გაგზავნა იმ ნავსადგურისა და სადგურის გავლით, რომელიც არ არის აღჭურვილი ტვირთის გადასაცლელად საჭირო ტექნიკური საშუალებებით, აკრძალულია.
3. თუ კონტეინერში ტვირთი გადაიზიდება საზღვაო ნავსადგურების გავლით, მათ შორის არაპირდაპირი საერთაშორისო სარკინიგზო მიმოსვლით, ზედნადებს თან უნდა დაერთოს ტვირთგამგზავნის ხელმოწერით დადასტურებული ტვირთის ჩატვირთვისა და დამაგრების მოწმობა, რომელიც შეივსება ზედნადებში მითითებული მონაცემების შესაბამისად