1. ტვირთგამგზავნმა კონტეინერში ტვირთი ისე უნდა განალაგოს, რომ გამოირიცხოს მისი გადაადგილება გადაზიდვის პროცესში ტვირთზე ბუნებრივი ზემოქმედების გამო.
2. დაუშვებელია ტვირთის მიბჯენა კონტეინერის კარზე (კონტეინერის კარსა და ტვირთს შორის მანძილი 3-დან 5 სმ-მდე უნდა დარჩეს), აგრეთვე ტვირთის ან მისი დასამაგრებელი მოწყობილობის დაჭედება კონტეინერის ძირზე. ტვირთის დასამაგრებლად გამოიყენება საბჯენი ძელები, ჯაჭვები, გამყოფი ფარები (კონტეინერის კარის ღიობში) და არანაკლებ 20 X 100 მმ განივკვეთის ფიცრის განმბჯენი ჩარჩოები.
3. ტვირთის შტაბელებს შორის, აგრეთვე ტვირთისა და კონტეინერის კედლებს შორის ღრეჩოების საერთო ფართობი არ უნდა აღემატებოდეს 200 მმ-ს, ხოლო გადაადგილება კონტეინერში მოთავსებული ტვირთის მასის საერთო ცენტრის შუაგულიდან არ უნდა აღემატებოდეს: 600 მმ – დიდტონაჟიანი კონტეინერის შუიდან, სიგრძეზე და 100 მმ – სიგანეზე.
“რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ” · რედაქცია 13.07.2017
მუხლი 149
თავი XIV — ტვირთის უნივერსალურ კონტეინერებში გადაზიდვის წესი
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”, კონსოლიდირებული რედაქცია 13.07.2017. გამოქვეყნება: სსმ, 38, 30/04/2003.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”, მუხლი 149, №26, 18.04.2003, სარეგისტრაციო კოდი 310.140.000.11.115.005.801 (კონსოლიდირებული რედაქცია 13.07.2017). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/55156/muxli-149/