1. საფრთხეშემცველი ტვირთი იყოფა შემდეგ კლასად:
ა) 1 კლასი – ფეთქებადი მასალა;
ბ) მე-2 კლასი – წნევის ზემოქმედებით შეკუმშული, გათხევადებული და ხსნადი აირი;
გ) მე-3 კლასი – ადვილაალებადი სითხე;
დ) მე-4 კლასი – ადვილაალებადი მკვრივი, თვითაალებადი და წყალთან ურთიერთობისას აალებადი აირის გამომყოფი ნივთიერება;
ე) მე-5 კლასი – ჟანგვადი ნივთიერება და ორგანული პეროქსიდი;
ვ) მე-6 კლასი – შხამიანი და ინფექციური ნივთიერება;
ზ) მე-7 კლასი – რადიოაქტიული ნივთიერება (მასალა);
თ) მე-8 კლასი – მწვავე და/ან კოროზიული ნივთიერება;
ი) მე-9 კლასი – სხვა საფრთხეშემცველი ნივთიერება.
2. რადიოაქტიური ნივთიერების (მასალის) გადაზიდვის სხვა პირობებს არეგულირებს საქართველოს შესაბამისი კანონი.
რკინიგზით საფრთხისშემცველი ტვირთის გადაზიდვის წესის დამტკიცების შესახებ · რედაქცია 08.09.2003
მუხლი 5
თავი 2 — საფრთხეშემცველი ტვირთის კლასიფიკაცია
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — რკინიგზით საფრთხისშემცველი ტვირთის გადაზიდვის წესის დამტკიცების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 08.09.2003. გამოქვეყნება: სსმ, 104, 18/09/2003.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „რკინიგზით საფრთხისშემცველი ტვირთის გადაზიდვის წესის დამტკიცების შესახებ“, მუხლი 5, №52, 08.09.2003, სარეგისტრაციო კოდი 310.140.000.11.115.006.065 (კონსოლიდირებული რედაქცია 08.09.2003). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/56398/muxli-5/