1. თუ გადასაზიდად წარდგენილი ტვირთის ტრანსპორტირება ნებადართულია ინგიბირებულად, ფლეგმატიზებულად, ტენიანად ან ძირითადი ნივთიერების გარკვეული კონცენტრირებით, რის თაობაზეც საძიებელში შეტანილია შესაბამისი ჩანაწერი, ტვირთგამგზავნი ვალდებულია ზედნადებში, ტვირთის დასახელების შემდეგ, მიუთითოს მისი მდგომარეობის შესახებ.
2. ზედნადების ზედა ნაწილს ტვირთგამგზავნი ამოწმებს ამ ტვირთისთვის გათვალისწინებული წითელი ფერის შტემპელით, ხოლო საძიებელში ჩამოთვლილ სხვა ტვირთს – ამ საძიებლის მე-7 გრაფაში განსაზღვრული შტემპელით. გაგზავნის სადგური ანალოგიური შტემპელით ამოწმებს სავაგონო ფურცელსაც.
რკინიგზით საფრთხისშემცველი ტვირთის გადაზიდვის წესის დამტკიცების შესახებ · რედაქცია 08.09.2003
მუხლი 11
თავი 4 — საბუთების გაფორმება
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — რკინიგზით საფრთხისშემცველი ტვირთის გადაზიდვის წესის დამტკიცების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 08.09.2003. გამოქვეყნება: სსმ, 104, 18/09/2003.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „რკინიგზით საფრთხისშემცველი ტვირთის გადაზიდვის წესის დამტკიცების შესახებ“, მუხლი 11, №52, 08.09.2003, სარეგისტრაციო კოდი 310.140.000.11.115.006.065 (კონსოლიდირებული რედაქცია 08.09.2003). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/56398/muxli-11/