§ 1. იმ ტვირთების შემთხვევაში, რომლებიც თავისი ბუნებრივი თვისებების შედეგად  გადაზიდვისას განიცდის წონაში კლებას, გადამზიდავი, ტვირთის მიერ გავლილი მანძილის მიუხედავად,  პასუხისმგებელია დანაკლისის მხოლოდ იმ ნაწილზე, რომელიც აღემატება ქვემოთ განსაზღვრულ პროცენტულ  ნორმებს:

1) თხევადი ტვირთების ან ნედლ (ნესტიან) მდგომარეობაში გადასაზიდად  ჩაბარებული ტვირთების წონის ორი პროცენტი;

2)  მშრალი ტვირთების წონის ერთი პროცენტი.

ტვირთებისათვის, რომლებიც გადაიზიდება  დაყრით, ჩაყრით ან ჩასხმით, თუ ისინი გადაიტვირთება  მსვლელობის დროს, მითითებული ნორმები იზრდება 0.3%-ით თითოეული გადატვირთვის შემთხვევაში.

§ 2. ტვირთებთან მიმართებაში, რომლებიც თავისი ბუნებრივი თვისებების  შედეგად არ ექვემდებარება გადაზიდვისას წონაში კლებას, გადამზიდავი, ტვირთის მიერ გავლილი მანძილის დამოუკიდებლად,  პასუხისმგებელია დანაკლისის მხოლოდ იმ ნაწილზე, რომელიც აღემატება ტვირთის წონის 0,2%-ს.

§ 3. თუ ერთი ზედნადების მიხედვით გადაიზიდება ტვირთის რამდენიმე ადგილი,  კლება  დაიანგარიშება  თითოეული ადგილისათვის, თუ მისი წონა ცალკე იყო მითითებული ზედნადებში ან შესაძლოა დადგინდეს სხვა საშუალებით.

§ 4. ტვირთის დაკარგვის ან ტვირთის რამდენიმე ადგილის დანაკლისის ანაზღაურების გაანგარიშებისას,  ამ მუხლის პირველი და მე-2 პარაგრაფებით დაკარგული ტვირთისთვის ან დანაკლისი ადგილებისთვის დადგენილი ნორმები არ გამოყენებ