მუხლი 432 ძირითადი გზავნილით მიტანილი ტვირთის დანაკლისის გამო, რომელიც გადაიზიდა ელექტრონული ზედნადებით‚ დანიშნულების სადგური ადგენს ელექტრონულ კომერციულ აქტს და გადასცემს მას რკინიგზის საინფორმაციო-გამომთვლელ ცენტრს. თუ ტვირთის დამატებითი დოკუმენტებით მიტანის შემდეგ ტვირთმიმღებს გადაეცემა ელექტრონული ზედნადების ქაღალდის ასლი, კომერციული აქტის ყველა ეგზემპლარს „68“ გრაფასა და გუ-27 უ-ვც ფორმის ელექტრონული ზედნადების ქაღალდის ასლში ძირითადი გზავნილის თაობაზე აღნიშნვის შეტანისას, ანალოგიური აღნიშნვა უნდა გაკეთდეს ელექტრონულ კომერციულ აქტში. ამ შემთხვევაში‚ ძირითადი გზავნილის ელექტრონულ ზედნადებში შეაქვთ აღნიშვნა დამატებითი დოკუმენტით მიტანილი ტვირთის ნაწილის გაცემის თარიღის თაობაზე🔗