ა) თუ საერთო ფორმის აქტის მიხედვით აშკარაა რკინიგზის, ტვირთგამგზავნების‚ ტვირთმიმღებების ან სხვა ვალდებული პირის პასუხისმგებლობა, საერთო ფორმის აქტის პირველი ეგზემპლარი დაერთვის გადაზიდვის იმ დოკუმენტს‚ რომლის საფუძველზეც გადაიხდება გადაზიდვის საფასური და ნაზღაურდება ზარალი, მეორე ეგზემპლარი გადაეცემა ტვირთმიმღებს‚ ტვირთგამგზავნს ან სხვა უფლებამოსილ პირს, მათივე მოთხოვნით‚ მესამე ეგზემპლარი კი, შესანახად რჩება მის შემდგენელ სადგურს;
ბ) თუ საერთო ფორმის აქტის შედგენისას ტვირთგამგზავნი‚ ტვირთმიმღები ან სხვა ვალდებული პირი უარს აცხადებს ან თავს არიდებს ვაგონის (კონტეინერის) დაზიანების აქტის‚ მიმღებ-ჩამბარებლის სამახსოვროს‚ ვაგონების მიწოდება-გამოყვანის უწყისის ან გადაზიდვის გეგმის შესრულების სააღრიცხვო ბარათის ხელმოწერაზე‚ საერთო ფორმის აქტი შეკვეთილი წერილით იგზავნება ტვირთგამგზავნის‚ ტვირთმიმღების ან სხვა შესაბამისი პირის მისამართით, ამ დოკუმენტების მეორე ეგზემპლართან ერთად. წერილის გაგზავნის საფოსტო ქვითარი, წერილის ასლთან, ხელმოუწერილი დოკუმენტის პირველ ეგზემპლართან და საერთო ფორმის აქტთან ერთად, ინახება მის შემდგენელ სადგურში.
2. გზად მდებარე სადგურში საერთო ფორმის აქტი დგება:
ა) კომერციული უწესივრობის მქონე დატვირთული ვაგონების (კონტეინერების) გამოვლენისას‚ რაც საფრთხეს უქმნის მოძრაობას ან ტვირთის დაცვა-შენახვას‚ აგრეთვე ავტოტრაქტორის ტექნიკის დატაცების‚ დანაკლისის და დაზიანების ნიშნების აღმოჩენისას. ამ შემთხვევაში, საერთო ფორმის აქტის პირველი ეგზემპლარი დაერთვის გადაზიდვის დოკუმენტს‚ ხოლო მეორე შესანახად რჩება მის შემდგენელ სადგურს. თუ შედგენილია კომერციული აქტი, მას უნდა დაერთოს საერთო ფორმის აქტის ასლი;
ბ) ტვირთის დამაგრების დარღვევის გამოვლენისას‚ რაც გახდა მხოლოდ ვაგონის დაზიანების მიზეზი. ამ შემთხვევაში, საერთო ფორმის აქტის პირველი ეგზემპლარი დაერთვის გადაზიდვის დოკუმენტს, ხოლო მეორე შესანახად რჩება მის შემდგენელ სადგურს. საერთო ფორმის აქტის ასლი იგზავნება დეპოში‚ რომელიც ახორციელებს ვაგონის შეკეთებას;
გ) დატვირთული ვაგონების (კონტეინერების) აღმოჩენისას დატაცების ნიშნით. ამ შემთხვევაში, საერთო ფორმის აქტის პირველი ეგზემპლარი დაერთვის გადაზიდვის დოკუმენტს, ხოლო მეორე შესანახად რჩება მის შემდგენელ სადგურს. ზოგადი ფორმის აქტის ასლი იგზავნება სატრანსპორტო პოლიციის შესაბამის განყოფილებაში, დატაცების ფაქტის გამოვლენის ადგილის მიხედვით.
3. გზად მდებარე სადგურში, ტვირთის მიტანის ვადის გაანგარიშების წესით განსაზღვრულ შემთხვევებში, საერთო ფორმის აქტი დგება 2 ეგზემპლარად. აქტის პირველი ეგზემპლარი დაერთვის გადაზიდვის დოკუმენტებს‚ რის თაობაზეც შესაბამისი აღნიშნვა კეთდება ზედნადების მეორე მხარეს, გრაფაში „რკინიგზის აღნიშვნები“, რომელიც მოწმდება სადგურის უფლებამოსილი მუშაკის ხელმოწერითა და სადგურის სტრიქონული შტემპელით. აქტის მეორე ეგზემპლარი შესანახად რჩება მის შემდგენელ სადგურს
“რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ” · რედაქცია 13.07.2017
მუხლი 434. 1. გაგზავნის და/ან დანიშნულების სადგურში საერთო ფორმის აქტი დგება:
თავი XXVIII — ტვირთის გადაზიდვისას აქტების შედგენის წესი
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 428. თუ ვაგონი მოსულია წესივრულ მდგომარეობაში, დატვირთვის პუნქტის დაუზიანებელი საკეტ-საპლომბი მოწყობილობით, მაშინ კომერციული აქტის შედგენისას ტვირთმიმღების მონაწილეობით, მათ შორის‚ რამდენიმე გზავნილზე, ვაგ
- მუხლი 429. 1. ტვირთმიმღების მოთხოვნით დანიშნულების სადგური ვალდებულია‚ 3 დღის ვადაში გადასცეს მას 428-ე მუხლით გათვალისწინებულ გზავნილზე შედგენილი კომერციული აქტი
- მუხლი 430. 1. თუ სადგურის ან დატვირთვა-გადმოტვირთვის სამუშაოთა დისტანციის უფლებამოსილი პირი უარს აცხადებს კომერციული აქტის შედგენაზე ან დადგენილი წესით გაფორმებაზე, ტვირთმიმღებს უფლება აქვს‚ ამის თაობაზე წერილობ
- მუხლი 431. თუ კომერციული აქტი გაფორმდა ძირითადი გზავნილით მიტანილი ტვირთის დანაკლისის გამო და გადაეცა ტვირთმიმღებს, მაშინ ამ ტვირთის მიტანისას დამატებითი დოკუმენტით ტვირთმიმღების მიერ წარმოდგენილი ძირითადი გზავნ
- მუხლი 432. ძირითადი გზავნილით მიტანილი ტვირთის დანაკლისის გამო, რომელიც გადაიზიდა ელექტრონული ზედნადებით‚ დანიშნულების სადგური ადგენს ელექტრონულ კომერციულ აქტს და გადასცემს მას რკინიგზის საინფორმაციო-გამომთვლელ
- მუხლი 433. 1. საერთო ფორმის აქტს ადგენს სადგური, ამ წესების დანართში მოცემული ფორმით. საერთო ფორმის აქტით დასტურდება შემდეგი იურიდიული მნიშვნელობის ფაქტი:
- მუხლი 435. 1. თუ ტვირთი გადაიზიდება ელექტრონული ზედნადებით, გადაზიდვის დოკუმენტებს დასართავი საერთო ფორმის აქტი დგება ასევე ელექტრონული სახით და გადაეცემა მოცემული სადგურის საინფორმაციო-გამომთვლელ ცენტრს. საერთო
- მუხლი 436. 1. საერთო ფორმის აქტში უნდა აღინიშნოს მისი შედგენის საფუძველი
- მუხლი 437. თუ სვლის გზაზე მდებარე სადგურში საერთო ფორმის აქტი შედგენილია ისეთი კომერციული უწესივრობის მქონე ვაგონის (კონტეინერის) აღმოჩენისას‚ რომელიც საშიშროებას უქმნის მოძრაობის უსაფრთხოებასა და გადასაზიდი ტვი
- მუხლი 438. თუ საერთო ფორმის აქტი შედგა ავტოტრაქტორის ტექნიკის გადაზიდვასთან დაკავშირებით, მასში აღინიშნება ტექნიკის დაზიანება‚ დეტალებისა და კვანძების დანაკლისი‚ ხოლო სამარაგო ნაწილებისა და ინსტრუმენტების ცალკეუ
- მუხლი 440. 1. საერთო ფორმის აქტში‚ რომლის საფუძველზეც გადაიხდება:
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”, მუხლი 434, №26, 18.04.2003, სარეგისტრაციო კოდი 310.140.000.11.115.005.801 (კონსოლიდირებული რედაქცია 13.07.2017). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/55156/muxli-434/