ა) ზედნადებზე თანდასართავი აუცილებელი საბუთების დაკარგვა ტვირთგამგზავნის მიერ;
ბ) დანიშნულების სადგურში ვაგონების დაყოვნება ტვირთმიმღების ან მისასვლელი ლიანდაგით მოსარგებლის მიზეზით;
გ) დატვირთული ვაგონების დაყოვნება შუალედურ სადგურში იმის გამო‚ რომ ტვირთმიმღების ან მისასვლელი ლიანდაგით მფლობელის მიზეზით მათ ვერ იღებენ მომიჯნავე სადგურები ან მომიჯნავე სადგურს არ გააჩნია ვაგონების დაგროვებისთვის საჭირო ტექნიკური აღჭურვილობა;
დ) ტვირთგამგზავნისთვის ცარიელი ვაგონების მიწოდების დაყოვნება, მისივე მიზეზით;
ე) ტვირთმიმღების ან ტვირთგამგზავნის მიერ თავისი ვაგონების (კონტეინერების) მიღების დაყოვნება;
ვ) ვაგონების (კონტეინერების) გაუწმენდავად დატოვება ტვირთმიმღების საშუალებით გადმოტვირთვის შემდეგ, გარდა იმ შემთხვევებისა‚ როდესაც ჩამოსხმის ან სარეცხ-გასაორთქლ სადგურში გამოვლინდება ბოლომდე გადმოუღვრელი ტვირთის ნარჩენებიანი ცისტერნები და ხვიმირიანი ნახევარვაგონები;
ზ) ცისტერნებისა და ბუნკერ-ვაგონების ჩასხმის ან გადმოსხმის შემდეგ მათი გარე ზედაპირის დატოვება გაუწმენდავად;
თ) რკინიგზის მიერ ტვირთგამგზავნის საშუალებით დასატვირთად გაუწმენდავი ვაგონების (კონტეინერების) მიწოდება;
ი) ვაგონზე (კონტეინერზე) საკეტ-საპლომბი მოწყობილობის არარსებობა, თუ ზედნადებსა და სავაგონო ფურცელში აღნიშნულია მისი არსებობის შესახებ‚ საკეტ-საპლომბი მოწყობილობის დაზიანება ან გამოცვლა, თუ არ არსებობს კომერციული აქტის შედგენის საფუძველი‚ ვაგონებზე (კონტეინერებზე) გაურკვეველი ინფორმაციით დატანებული საკეტ-საპლომბი მოწყობილობის აღმოჩენა სვლის გზაზე ან დანიშნულების სადგურში, განზრახ დაზიანების კვალის გარეშე, თუ ინფორმაცია‚ რომელიც იკითხება‚ შეესაბამება ზედნადებისა და სავაგონო ფურცლის მონაცემებს ან სვლის გზაზე განზრახ დაზიანების კვალის გარეშე ვაგონებზე (კონტეინერებზე) ისეთი საკეტ-საპლომბი მოწყობილობის აღმოჩენა, რომელზეც დატანებული ინფორმაცია არ შეესაბამება ზედნადებისა და სავაგონო ფურცლის მონაცემებს;
კ) ტვირთგამგზავნის ან ტვირთმიმღების მიზეზით რკინიგზის იმ ლოკომოტივის დაყოვნება‚ რომელიც გაიგზავნა ვაგონების გამოსაყვანად, მათი შეტყობინების შესაბამისად;
ლ) ტვირთის დაყოვნება სვლის გზაზე;
მ) უწესივრო ვაგონების (კონტეინერების) აღმოჩენა სვლის გზაზე‚ რაც საშიშროებას უქმნის მოძრაობის უსაფრთხოებასა და გადასაზიდი ტვირთის დაცვა-შენახვას;
ნ) ვაგონის (კონტეინერის) დაზიანება;
ო) სხვა პირთა მფლობელობაში არსებული ვაგონების (კონტეინერების) თვითნებური დაკავება რკინიგზის მიერ;
ჟ) რკინიგზის ვაგონების (კონტეიენერების) თვითნებური გამოყენება ტვირთგამგზავნის‚ ტვირთმიმღების ან სხვა არაუფლებამოსილი პირის მიერ;
რ) ტვირთის გაცემის დაყოვნება, ტვირთგამგზავნის მიერ ტვირთის გადაზიდვისა და მასთან დაკავშირებით გაწეული სხვა მომსახურების საფასურის გადაუხდელობის გამო;
ს) გაგზავნის ან დანიშნულების სადგურში ტვირთგამგზავნის (ტვირთმიმღების) მიზეზით იმ ტვირთის დაყოვნება‚ რომელსაც იცავს სატრანსპორტო პოლიცია;
ტ) რკინიგზის ლოკომოტივის მოცდენა კომერციული ოპერაციების შესასრულებლად გამოუსადეგარ გადასარბენებსა და გამყოფ პუნქტებში, დატვირთვა-გადმოტვირთვის სამუშაოს დასრულების მოლოდინში;
უ) ტვირთგამგზავნის‚ ტვირთმიმღების ან სხვა ვალდებული პირის უარის თქმა ან თავის არიდება ვაგონის ან კონტეინერის დაზიანების აქტის‚ მიმღებ-ჩამბარებლის სამახსოვროს‚ ვაგონების მიწოდება-გამოყვანის უწყისის‚ გადაზიდვის განაცხადის შესრულების სააღრიცხვო ბარათისა და სხვა დადგენილი ფორმის დოკუმენტის ხელმოწერაზე. ამ შემთხვევებში, ხელმოწერის ადგილას აღინიშნება საერთო ფორმის აქტის შედგენის თაობაზე‚ მისი ნომრისა და შედგენის თარიღის მითითებით‚ რომელსაც ხელს აწერს სადგურის უფლებამოსილი მუშაკი, სადგურის სტრიქონული შტემპელით დამოწმებით;
ვ) ვაგონში ცხოველთა ლეშის აღმოჩენა სვლის გზაზე.
2. საერთო ფორმის აქტს სადგური ადგენს ამ წესებით განსაზღვრული ეგზემპლარების რაოდენობით. საერთო ფორმის აქტის ყოველ ეგზემპლარზე, გრაფაში „რკ/გზის სადგური ––––––––––––––––“, დაისმის აქტის შემდგენელი სადგურის სტრიქონული შტემპელი