1. თუ ტვირთი გადაიზიდება ელექტრონული ზედნადებით, გადაზიდვის დოკუმენტებს დასართავი საერთო ფორმის აქტი დგება ასევე ელექტრონული სახით და გადაეცემა მოცემული სადგურის საინფორმაციო-გამომთვლელ ცენტრს. საერთო ფორმის აქტის საფუძველზე ელექტრონულ ზედნადებში შეაქვთ გადაზიდვის დოკუმენტების შევსების წესით განსაზღვრული მონაცემები.
2. გაგზავნისა და გზად მდებარე სადგურების მიერ შედგენილი ელექტრონული საერთო ფორმის აქტი, ელექტრონულ ზედნადებთან ერთად გადაეცემა დანიშნულების სადგურს ელექტრონული სახით.
3. შემდგენელმა სადგურმა, დანიშნულების სადგურის მოთხოვნით, ელექტრონული საერთო ფორმის აქტი უნდა ამობეჭდოს ქაღალდის ასლის სახით. ამ შემთხვევაში, საერთო ფორმის დედან აქტზე დასმული ყველა შტემპელი სრულდება მანქანაზე ნაბეჭდი სახით. საერთო ფორმის ელექტრონული აქტის ქაღალდის ასლი მოწმდება იმ სადგურის სტრიქონული შტემპელით‚ რომლის მოთხოვნითაც შედგა იგი.
“რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ” · რედაქცია 13.07.2017
მუხლი 435
თავი XXVIII — ტვირთის გადაზიდვისას აქტების შედგენის წესი
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”, კონსოლიდირებული რედაქცია 13.07.2017. გამოქვეყნება: სსმ, 38, 30/04/2003.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”, მუხლი 435, №26, 18.04.2003, სარეგისტრაციო კოდი 310.140.000.11.115.005.801 (კონსოლიდირებული რედაქცია 13.07.2017). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/55156/muxli-435/