თუ სვლის გზაზე მდებარე სადგურში საერთო ფორმის აქტი შედგენილია ისეთი კომერციული უწესივრობის მქონე ვაგონის (კონტეინერის) აღმოჩენისას‚ რომელიც საშიშროებას უქმნის მოძრაობის უსაფრთხოებასა და გადასაზიდი ტვირთის დაცვა-შენახვას‚ აქტში აღინიშნება გამოვლენილი უწესივრობა‚ ტვირთის შემოწმების შედეგი‚ ვაგონის ძარის‚ კონტეინერის‚ საკეტ-საპლომბი მოწყობილობის‚ ნაგრეხის‚ კარისა და ლიუკის საკეტისა და ტვირთის ჩატვირთვის მდგომარეობა, ვაგონის დატვირთვის სისრულისა და ტვირთის ზედაპირის თანაბარზომიერების მითითებით‚ აგრეთვე კართაშორის სივრცეში იარუსების რაოდენობა და ვაგონის (კონტეინერის) კომისიური შემოწმების სხვა მიზეზი. თუ ტვირთი დატვირთულია დაყრით და ამის გამო იარუსების დათვლა შეუძლებელია‚ ტვირთის მდებარეობა კართაშორის სივრცეში აღიწერება დატვირთვის თანაბარზომიერების‚ სატვირთო ადგილების ნომრებისა და შეფუთვის განსაკუთრებული ნიშნის მიხედვით.
“რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ” · რედაქცია 13.07.2017
მუხლი 437
თავი XXVIII — ტვირთის გადაზიდვისას აქტების შედგენის წესი
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”, კონსოლიდირებული რედაქცია 13.07.2017. გამოქვეყნება: სსმ, 38, 30/04/2003.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”, მუხლი 437, №26, 18.04.2003, სარეგისტრაციო კოდი 310.140.000.11.115.005.801 (კონსოლიდირებული რედაქცია 13.07.2017). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/55156/muxli-437/