§1. გადამზიდავი ადგენს კომერციულ აქტს, თუ ტვირთის შემოწმებისას მისი გადაზიდვის დროს ან გაცემისას გამოვლინდება:

1) ტვირთის დასახელების, მასის ან ადგილების რაოდენობის შეუსაბამობა ზედნადებში მითითებულ მონაცემებთან;

2) ტვირთის ადგილებზე მარკირების შეუსაბამობა  ტვირთის ადგილების ნიშნების  (ნიშანდება), დანიშნულების სადგურისა და რკინიგზის, მიმღების, ტვირთის ადგილების რაოდენობის შესახებ ზედნადებში მითითებულ  მონაცემებთან;

3) ტვირთის დაზიანება (გაფუჭება);

4) ტვირთის ზედნადების, მისი ცალკეული ფურცლების ან ზედნადებში  მითითებული ტვირთის არარსებობა (დაკარგვა).

§2. თუ ტვირთის დანიშნულების ქვეყნის ეროვნული კანონმდებლობით დაიშვება კომერციული აქტის შედგენა  ტვირთის მიმღებისათვის გადაცემის შემდეგ, მაშინ მიმღებს უფლება აქვს  მიმართოს გადამზიდავს, რომელმაც გადასცა ტვირთი, ტვირთის გადაცემის შემდეგ კომერციული აქტის შეადგენის შესახებ  იმ მიზეზით, რომლის აღმოჩენაც ტვირთის გადაცემის დროს გარე დათვალიერებით  შეუძლებელი იყო. ასეთი მიმართვა გადამზიდავის მიმართ, რომელიც გასცემს ტვირთს, უნდა განხორციელდეს მიმღების მიერ დაუყოვნებლივ ტვირთის დანაკარგის, დანაკლისის, დაზიანების (გაფუჭების) დადგენის შემდეგ და არაუგვიანეს ტვირთის გაცემიდან სამი დღე-ღამის განმავლობაშ