§ 1. გადამზიდავს უნდა აუნაზღაურდეს ტვირთის გადაზიდვასთან დაკავშირებული  ყველა ის ხარჯი,  რომლებიც  გათვალისწინებული არ არის  გამოყენებადი ტარიფებით და რომლებიც გამოწვეულია გადამზიდავისგან დამოუკიდებელი მიზეზებით. ასეთი  ხარჯები განისაზღვრება მათი წარმოშობის დღეს ცალკე თითოეული გზავნილისათვის და დასტურდება შესაბამისი დოკუმენტებით.

§ 2. დამატებითი ხარჯების ანაზღაურება ხორციელდება 31-ე მუხლით  –

„გადაზიდვის ღირებულებისა და პირგასამტეხლოს გადახდა“ –

გათვალისწინებული წესი