§1. გადაზიდვის ღირებულების დაანგარიშება ხდება იმ ტარიფებით, რომელიც გამოიყენება გადამზიდავების მიერ, რომლებიც ახორციელებენ გადაზიდვას.
§2. გადაზიდვის ღირებულების დაანგარიშება ხდება გადაზიდვის პროცესში მონაწილე ცალკეული გადამზიდავის მიერ გადაზიდვის მანძილის გათვალისწინებით იმ ვალუტაში, რომელიც განისაზღვრება საერთაშორისო მიმოსვლაში მოცემული გადაზიდვისათვის გამოყენებადი ტარიფების შესაბამისად.
გზის საწყლოსნო მონაკვეთის გადაზიდვის ღირებულების დაანგარიშება ხდება შესაბამისად მოცემული გადაზიდვისათვის გამოყენებადი ტარიფებით.
§3. გადაზიდვის ღირებულების დაანგარიშება ხდება იმ ტარიფებით, რომელიც მოქმედებს გადაზიდვის ხელშეკრულების გაფორმების დღეს.
§4. ვაგონის გამოვლენისას, რომელიც დატვირთულია მისი ტვირთამწეობის გადამეტებით ან ვაგონის გოგორწყვილებიდან ლიანდაგზე დასაშვები სტატიკური დატვირთვის გადამეტებით, ტვირთის ზედმეტი მასის გადაზიდვის ღირებულება, რომელიც იტვირთება ცალკე ვაგონში, დაანგარიშდება როგორც დამოუკიდებელი გზავნილის ღირებულება, ასეთი ვაგონის გამოვლენის დღეს მოქმედი ტარიფებით.
§5. ზედნადებში არასწორი, არაზუსტი და არასრული მონაცემების აღმოჩენის შემთხვევაში, გადამზიდავი, რომელიც აღმოაჩენს ამ შეუსაბამობას და მომდევნო გადამზიდავები გადაზიდვის ღირებულებას დაიანგარიშებენ რეალურად გადაზიდული ტვირთისათვის.
§ 6. თუ ტვირთის გადაზიდვის დროს გადამზიდავისგან დამოუკიდებელი მიზეზებით წარმოშობილი დაბრკოლების გამო შეიცვალა ტვირთის მსვლელობის გზა, გადაზიდვის ღირებულება დაიანგარიშება გადაზიდვის შეცვლილი მსვლელობის გზის გათვალისწინებით.
§ 7. თუ გადამზიდავისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო მსვლელობის გზაზე საჭირო გახდება გზავნილის ერთი ვაგონიდან გადატვირთვა ორი ან მეტი იმავე სიგანის ლიანდის ვაგონში, თითოეულ ამ ვაგონში გადატვირთული ტვირთის გადაზიდვის ღირებულება დაანგარიშდება ცალკე, როგორც დამოუკიდებელი გზავნილის ღირებულება.
§ 8. თუ სხვადასხვა სიგანის ლიანდის რკინიგზების მიერთების სადგურზე ერთი სიგანის ლიანდის ერთი ვაგონიდან გზავნილის გადასატვირთად საჭირო გახდება ორი ან მეტი სხვა სიგანის ლიანდის ვაგონები, გადამზიდავს უფლება აქვს დაიანგარიშოს გადაზიდვის ღირებულება თითოეულ ვაგონში გადატვირთული ტვირთისთვის ცალკე, როგორც დამოუკიდებელი გზავნილის ღირებულება.
§ 9. გადაზიდვის ხელშეკრულების შეცვლისას გადაზიდვის ღირებულების დაანგარიშება ხდება ცალ-ცალკე, გადაზიდვის მანძილისთვის სადგურამდე, სადაც განხორციელდა გადაზიდვის ხელშეკრულების შეცვლა, და ამ სადგურიდან დანიშნულების ახალ სადგურამდ