§1. თუ ტვირთის გადაზიდვასთან დაკავშირებით წარმოიშობა დაბრკოლება გადამზიდავისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, მაშინ ის მიიღებს გადაწყვეტილებას გამგზავნის მხრიდან შესაბამისი მითითების მოთხოვნის ან ტვირთის დანიშნულების სადგურამდე თავდაპირველი მსვლელობის გზის შეცვლით გადაზიდვის შესახებ.
§2. თუ გადამზიდავს მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო არ შეუძლია ტვირთის გადაზიდვა თავდაპირველი მსვლელობის გზის შეცვლით, გადაზიდვის გაგრძელება ან ტვირთის მიმღებზე გაცემა, ის დაუყოვნებლივ მოითხოვს გამგზავნის მხრიდან მითითებებს.
§3. თუ გამგზავნისთვის მითითებების გაცემის მოთხოვნის გაგზავნიდან 8 დღე-ღამის განმავლობაში, მალფუჭებადი ტვირთის შემთხვევაში –
სამი დღე-ღამის განმავლობაში და, ცხოველების შემთხვევაში –
ორი დღე-ღამის განმავლობაში არ იქნება მიღებული მითითებები გამგზავნის მხრიდან ან ტვირთთან დაკავშირებით მიღებული იქნება ისეთი მითითებები, რომელთა შესრულებაც შეუძლებელია, გადამზიდავს უფლება აქვს განკარგოს ტვირთი.
§4. გადამზიდავს უფლება აქვს განკარგოს ტვირთი ისე, რომ არ დაიცვას ამ მუხლის მე-3 პარაგრაფით დადგენილი ვადები, თუ ტვირთის მდგომარეობა მოითხოვს გადაუდებელი ზომების განხორციელებას.
§5. თუ გამგზავნმა ზედნადებში მიუთითა იმ მოქმედებების შესახებ, რომლებიც უნდა განხორციელდეს ტვირთის მიმართ იმ შემთხვევაში, თუ ტვირთის გადაზიდვასთან ან გაცემასთან დაკავშირებით წარმოიშობა დაბრკოლება, გადამზიდავი ტვირთთან დაკავშირებით იმოქმედებს გამგზავნის ამ მითითებების შესაბამისად. თუ გადამზიდავი ჩათვლის, რომ ამ მითითებების შესრულება შეუძლებელია, მაშინ იგი იხელმძღვანელებს ამ მუხლის პირველი-მე-3 პარაგრაფების დებულებებით.
§6. თუ ტვირთის გადაზიდვასთან ან მის გაცემასთან დაკავშირებით დაბრკოლება წარმოიშობა გადამზიდავისაგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, გადამზიდავს უნდა აუნაზღაურდეს ამ დაბრკოლებით გამოწვეული გადაზიდვის დამატებითი ღირებულება და დანახარჯები, ასევე პირგასამტეხლოები, თუ ამ პირგასამტეხლოების გადახდა გათვალისწინებულია ეროვნული კანონმდებლობი