§ 1. თუ გამგზავნსა და გადამზიდავს შორის სხვაგვარად  არ იქნება შეთანხმებული,  მიტანის ვადა განისაზღვრება ტვირთის მსვლელობის სრული მარშრუტისთვის, რომელიც  არ უნდა აჭარბებდეს ვადას, რომელიც გამოითვლება ამ  მუხლით დადგენილი ნორმების შესაბამისად.

§ 2. ტვირთის მიწოდების ვადა განისაზღვრება შემდეგი ნორმების გათვალისწინებით:

- კონტეინერებისათვის  –

1  დღე-ღამე ყოველ დაწყებულ 150 კმ-ზე;

- დანარჩენი სახის გზავნილებისათვის –

1 დღე-ღამე ყოველ დაწყებულ 200 კმ-ზე.

იმ ტვირთებისათვის, რომლებიც მოითხოვს სიჩქარის შეზღუდვას, ასევე არაგაბარიტულ და  სპეციალურ მატარებლებში ცალკეული ლოკომოტივით გაგზავნილი ტვირთებისთვის მიწოდების ვადები დგინდება გადამზიდავის მიერ.

პირდაპირი საერთაშორისო სარკინიგზო-საბორნე მიმოსვლით ტვირთის გადაზიდვისას, მიწოდების გზის საწყლოსნო მონაკვეთზე მიწოდების ვადები დგინდება  გადამზიდავის მიერ, რომელიც ახორციელებს გადაზიდვას  გზის ამ მონაკვეთზე.

§ 3. ტვირთის მიტანის ვადები ხანგრძლივდება 1 დღე-ღამით ტვირთის გაგზავნასთან დაკავშირებული ოპერაციების შესრულების შემთხვევაში.

ტვირთის მიტანის ვადა ხანგრძლივდება 2 დღე-ღამით:

- ტვირთის სხვა სიგანის ლიანდის ვაგონებში თითოეული გადატვირთვის შემთხვევაში;

-  ვაგონების,  საკუთარ ღერძებზე ტვირთის სხვა სიგანის ლიანდის ურიკებზე თითოეული გადაყენების შემთხვევაში;

- ტვირთის გადაზიდვისას პირდაპირი საერთაშორისო სარკინიგზო-საბორნე მიმოსვლით.

§ 4. ტვირთის  მიტანის ვადა ხანგრძლივდება მსვლელობის გზაზე შეჩერების სრული დროით, გადამზიდავისაგან დამოუკიდებელი მიზეზებით შეჩერებისას.

§ 5. ტვირთის მიტანის ვადის ათვლა იწყება გადაზიდვის ხელშეკრულების დადების მომდევნო დღის 0.00 საათიდან და სრულდება მიმღებისათვის ტვირთის მისვლის შესახებ შეტყობინების გადაცემის მომენტში, ამასთან, არასრული დღე-ღამე ითვლება სრულ დღედ.

§ 6. მსვლელობის გზაზე ტვირთის დაყოფის შემთხვევაში მიტანის ვადა გამოითვლება ტვირთის იმ ნაწილის მიხედვით, რომელიც მიტანილი იქნა  ზედნადებით.

§ 7. მიტანის ვადა მიიჩნევა შესრულებულად, თუ ტვირთი მოვიდა დანიშნულების სადგურში მიტანის ვადის დასრულებამდე და გადამზიდავმა შეატყობინა მიმღებს ტვირთის მისვლის და ტვირთის მიმღების განკარგულებაში გადაცემის შესაძლებლობის შესახებ. მიმღებისთვის შეტყობინების წესი განისაზღვრება ტვირთის გაცემის ადგილას მოქმედი ეროვნული კანონმდებლობი