§ 1. ტვირთი, რომელიც საჭიროებს ტარას ან შეფუთვას გადაზიდვისას დანაკარგის, დაზიანების, გაფუჭების ან ხარისხის გაუარესების თავიდან აცილებისთვის, სატრანსპორტო საშუალებების ან სხვა ტვირთების დაზიანებისაგან და დაბინძურებისაგან დაცვისთვის, ასევე ადამიანების, ცხოველების, გარემოსა და რკინიგზის ინფრასტრუქტურისათვის ზიანის მიყენების თავიდან აცილებისთვის, გადასაზიდად მიწოდებული უნდა იქნეს ტარით ან შეფუთვით, რაც უზრუნველყოფს ამ მოთხოვნების შესრულებას.
§ 2. გამგზავნი ვალდებულია უზრუნველყოს მარკირების, ეტიკეტების ან ნაჭდევების სისწორე, რომლებიც დატანილია ტვირთის ადგილებზე ან მიმაგრებულია მათზე, ასევე ეტიკეტების სიწორე, რომლებიც მიმაგრებულია მის მიერ ვაგონებზე, ინტერმოდალურ სატრანსპორტო ერთეულებზე (ИТЕ) და საავტომობილო სატრანსპორტო საშუალებებზე (АТС).
§ 3. თუ ტვირთის გადასაზიდად წარდგენილი ტარის (შეფუთვის) გარე დათვალიერებისას შემჩნეული იქნება ნაკლოვანებები, რომლებიც ქმნის ტვირთის და სატრანსპორტო საშუალებების გადატვირთვის შეუძლებლობის, დანაკარგის, დანაკლისის, დაზიანების (გაფუჭების) საფრთხეს, გადამზიდავი უარს იტყვის ტვირთის გადასაზიდად მიღებაზე ან მიიღებს მას განსაკუთრებული სახელშეკრულებო პირობებით.
თუ ტვირთის ტარის ან შეფუთვის მდგომარეობა არ იძლევა მისი შემდგომი გადაზიდვის საშუალებას, ტვირთის განკარგვა ხორციელდება 28-ე მუხლის –
„ტვირთის გადაზიდვისა და გაცემის დაბრკოლებები” –
დებულებების შესაბამისად.
§ 4. გამგზავნი პასუხისმგებელია ტარის ან შეფუთვის არარსებობით ან არადამაკმაყოფილებელი მდგომარეობით გამოწვეულ შედეგებზე, ასევე არასწორი მარკირებით, ეტიკეტირებით და ნაჭდევებით ან/და მათი არარსებობით გამოწვეულ შედეგებზე, კერძოდ, მან გადამზიდავს უნდა აუნაზღაუროს ამის შედეგად გამოწვეული ზიან