§1. გადაზიდვის ხელშეკრულების შესაბამისად, გადამზიდავი ვალდებულია გარკვეულ საფასურად გადაზიდოს მისთვის გამგზავნის მიერ მინდობილი ტვირთი დანიშნულების სადგურამდე იმ მარშრუტით, რომელიც შეთანხმებულია გამგზავნსა და სახელშეკრულებო გადამზიდავს შორის, და გადასცეს ის მიმღებს.
§2. გადამზიდავი ტვირთის გადაზიდვას ახორციელებს ამ შეთანხმების პირობებით, თუ:
1) გადამზიდავი ან გამგზავნი განკარგავს სატრანსპორტო საშუალებებს, რომლებიც აუცილებელია გადაზიდვისთვის;
2) გამგზავნი ასრულებს ამ შეთანხმების პირობებს;
3) გადაზიდვას არ აფერხებს გარემოებები, რომელთა თავიდან აცილებაც გადამზიდავს არ შეუძლია და რომელთა აღმოფხვრაც მასზე არ არის დამოკიდებული;
4) გადაზიდვა შეთანხმებულია გადამზიდავებს შორის ტვირთის მოძრაობის მარშრუტის შესაბამისად.
§3. გადაზიდვის ხელშეკრულების დადება დასტურდება ზედნადებით.
§4. ზედნადებში შეტანილი არასწორი ან არაზუსტი მონაცმები, ასევე გადამზიდავის მიერ ზედნადების დაკარგვა გავლენას არ ახდენს გადაზიდვის ხელშეკრულების არსებობაზე და მის მოქმედებაზე.
§5. თითოეული მომდევნო გადამზიდავი, რომელიც იღებს ტვირთს გადასაზიდად ზედნადებთან ერთად, ერთვება გადაზიდვის ხელშეკრულებაში და იღებს მასზე დაკისრებულ ვალდებულებებზე პასუხისმგებლობას.
§6. ვაგონს ტვირთის გადასაზიდად წარადგენს გადამზიდავი ან გამგზავნი.
გადასაზიდად გამოიყენება ვაგონები, რომლებიც დაშვებულია საერთაშორისო მიმოსვლაშ