როგორც სატრანსპორტო საშუალება
§1. ამ შეთანხმების პირობების გამოყენების წესი იმ ვაგონის მიმართ, რომელიც არ ეკუთვნის გადამზიდავს, როგორც სატრანსპორტო საშუალება, განისაზღვრება ვაგონის გადაზიდვის წესებით, რომელიც არ ეკუთვნის გადამზიდავს, როგორც სატრანსპორტო საშუალება (ამ შეთანხმების დანართი 4), ხოლო იმ შემთხვევებში, რომლებიც განსაზღვრული არ არის ვაგონის გადაზიდვის წესებით, რომელიც არ ეკუთვნის გადამზიდავს, როგორც სატრანსპორტო საშუალება, გამოიყენება ამ შეთანხმების მე-8 მუხლით „ტვირთის გადაზიდვის წესები“ განსაზღვრული ტვირთების გადაზიდვის წესები.
§2. ვაგონის გადაზიდვის წესები, რომელიც არ ეკუთვნის გადამზიდავს, როგორც სატრანსპორტო საშუალება, მოიცავს დეტალურ სტანდარტულ გადაწყვეტილებებსა და პროცედურებს, რომლებიც უზრუნველყოფს ამ შეთანხმების მუხლების ერთმნიშვნელოვნად ინტერპრეტაციას და გამოყენება