§ 1. ზედნადებში მოცემული უნდა იყოს შემდეგი მონაცემები:

1)  გამგზავნის დასახელება და მისი საფოსტო მისამართი;

2)  მიმღების დასახელება და მისი საფოსტო მისამართი;

3)  სახელშეკრულებო გადამზიდავის დასახელება;

4) გამგზავნი რკინიგზისა და სადგურის დასახელება;

5)  დანიშნულების რკინიგზისა და სადგურის დასახელება;

6)  სასაზღვრო გადასასვლელი სადგურების დასახელება;

7)  ტვირთის დასახელება და მისი კოდი;

8)  გზავნილის ნომერი;

9) შეფუთვის სახეობა;

10) ტვირთის ადგილების რაოდენობა;

11)  ტვირთის მასა;

12) ვაგონის (კონტეინერის) ნომერი, ვის მიერ არის წარდგენილი ვაგონი ტვირთის გადასაზიდად (გამგზავნის ან გადამზიდავის მიერ);

13) გამგზავნის მიერ თანდართული ზედნადების თანმხლები დოკუმენტაციის ჩამონათვალი;

14)  გადაზიდვის ღირებულების გადახდის შესახებ;

15)  პლომბების რაოდენობა და ნიშნები;

16)  ტვირთის მასის განსაზღვრის წესი;

17) გადაზიდვის ხელშეკრულების დადების  თარიღი.

§2. ამ მუხლის პირველი პარაგრაფით განსაზღვრული მონაცემების გარდა,  ზედნადებში საჭიროებისამებრ მოცემული უნდა იყოს შემდეგი ცნობები:

1) მომდევნო გადამზიდავების დასახელება;

2) გამგზავნის  ტვირთთან დაკავშირებული განცხადებები;

3) პორტებთან არსებული რკინიგზის სადგურები და საწყლოსნო  ტრანსპორტზე გადაცემის პორტები;

4) ტვირთის გადაზიდვის წესებით გათვალისწინებული სხვა მონაცემები.

§3. ზედნადების ბლანკები იბეჭდება და მათი შევსება ხდება რკინიგზების თანამშრომლობის ორგანიზაციის (ОСЖД) ერთ-ერთ სამუშაო ენაზე (ჩინურად, რუსულად), კერძოდ:

- გადაზიდვისას შემდეგი ქვეყნებიდან ან ქვეყნებში: აზერბაიჯანის რესპუბლიკა, ბელორუსის რესპუბლიკა, ბულგარეთის რესპუბლიკა, უნგრეთი, საქართველო, ირანის ისლამური რესპუბლიკა, ყაზახეთის რესპუბლიკა, ყირგიზეთის რესპუბლიკა, ლატვიის რესპუბლიკა, ლიტვის რესპუბლიკა, მოლდოვის რესპუბლიკა, მონღოლეთი, პოლონეთის რესპუბლიკა, რუსეთის ფედერაცია, სლოვაკეთის რესპუბლიკა, ტაჯიკეთის რესპუბლიკა, თურქმენეთი, უზბეკეთის რესპუბლიკა, უკრაინა, ესტონეთის რესპუბლიკა, ან მათი ტრანზიტით  გავლით –
რუსულ ენაზე;

-  გადაზიდვებისას ვიეტნამის სოციალისტური რესპუბლიკიდან, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკიდან და კორეის სახალხო-დემოკრატიული რესპუბლიკიდან –

ჩინურ ენაზე;

- გადაზიდვებისას ვიეტნამის სოციალისტურ რესპუბლიკაში, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში და კორეის სახალხო-დემოკრატიულ რესპუბლიკაში რუსეთის ფედერაციიდან და ყაზახეთის რესპუბლიკიდან ან მათი ტრანზიტით გავლით –

რუსულ ენაზე.

ზედნადების ბლანკები, ასევე ზედნადების ყველა ან ცალკეული შევსებული გრაფები შესაძლოა  ითარგმნოს სხვა ენაზე. გადაზიდვის მონაწილე მხარეებს შორის შეთანხმებით ზედნადები შეიძლება   შეივსოს ნებისმიერ სხვა ენაზე.

§4. ზედნადები შეიძლება გაფორმდეს ელექტრონული ზედნადების სახით. ელექტრონული ზედნადები ასრულებს ქაღალდზე გაფორმებული ზედნადების ფუნქციას და წარმოადგენს მონაცემთა ნაკრებს ელექტრონული სახით, რაც  ქაღალდზე გაფორმებული ზედნადების მონაცემების იდენტური