§ 1. დანიშნულების სადგურში ტვირთის მისვლისას გადამზიდავი ვალდებულია გადასცეს ზედნადები ტვირთი მიმღებს, ხოლო მიმღები ვალდებულია მიიღოს ტვირთი და ზედნადები.

§ 2. მიმღებს შეუძლია უარი განაცხადოს ტვირთის მიღებაზე მხოლოდ იმ შემთხვევებში, როდესაც ტვირთის ხარისხი გადამზიდავის ბრალეულობით იმდენად შეიცვლება, რომ შეუძლებელი გახდება მისი სრულად ან ნაწილობრივ  გამოყენება თავდაპირველი დანიშნულებით.

§3. ზედნადებისა და ტვირთის გადაცემა წარმოებს მხოლოდ მას შემდეგ, რაც მიმღები გადამზიდავს გადაუხდის    გადაზიდვის სრულ ღირებულებას, თუ სხვა რამ არ იქნება შეთანხმებული მათ შორის. მიმღები ვალდებულია გადაიხადოს ზედნადებში მითითებული მთელი ტვირთის გადაზიდვის ღირებულება, თუნდაც ზედნადებში მითითებული ტვირთის ნაწილი არ იყოს ადგილზე.

§ 4. იმ შემთხვევებში, როდესაც ტვირთი გადმოიტვირთება მიმღების მიერ, გადამზიდავი ვალდებულია მონაწილეობა მიიღოს ტვირთის ადგილების რაოდენობის, მდგომარეობის ან მასის შემოწმებაში, თუ:

1)  ტვირთი მივიდა დანიშნულების სადგურში იმ ნიშნებით, რომლებიც ადასტურებს ტვირთთან შეხების შესაძლებლობას, რომელიც იმყოფება ვაგონში, ინტერმოდალურ სატრანსპორტო ერთეულებში (ИТЕ) ან საავტომობილო სატრანსპორტო საშუალებებში (АТС) გამგზავნის დაუზიანებელი პლომბებით,  რომელთა ნიშნებიც შეესაბამება ზედნადებში მითითებულ ნიშნებს;

2) ტვირთი მივიდა დანიშნულების სადგურში ვაგონით, ინტერმოდალური სატრანსპორტო ერთეულებით (ИТЕ) ან საავტომობილო სატრანსპორტო საშუალებებით (АТС) დაკარგული ან დაზიანებული პლომბებით, ან იმ პლომბებით, რომელთა ნიშნებიც არ შეესაბამება ზედნადებში მითითებულ ნიშნებს; ამასთან, გადამზიდავს  უფლება აქვს უარი განაცხადოს   ტვირთის შემოწმებაში მონაწილეობაზე, თუ შენარჩუნებული იქნება გამგზავნის თუნდაც ერთი დაუზიანებელი  პლომბი, რომლის ნიშნებიც შეესაბამება ზედნადებში მითითებულ ნიშნებს და რაც გამორიცხავს ტვირთთან შეხებას;

3) ტვირთს, რომელიც გადაიზიდა ღია მოძრავი შემადგენლობით, აქვს დანაკლისის, დაზიანების (გაფუჭების) ნიშნები, რაც შეიძლება განსაზღვრული იქნეს გარე დათვალიერებით;

4) მალფუჭებადი ტვირთი მივიდა  მიტანის ვადის დარღვევით;

5)  გადამზიდავის მიერ  დაცული არ არის გადაზიდვის ტემპერატურული რეჟიმი მის მომსახურებას დაქვემდებარებულ  რეფრიჟერატორულ  ვაგონებში.

6) ტვირთი დატვირთულია გადამზიდავის მიერ.

§5. გადამზიდავისათვის ვაგონის, კონტეინერის დაბრუნებისას, ტვირთის გადმოტვირთვის შემდეგ, მიმღები ვალდებულია დაუბრუნოს იგი გადამზიდავს სუფთა მდგომარეობაშ