§ 1. ტვირთთან დაკავშირებით გადამზიდავისთვის მითითებების მიცემის და ამ გზით გადაზიდვის ხელშეკრულების შეცვლის უფლება აქვს როგორც გამგზავნს, ასევე მიმღებს. გამგზავნი მიმართავს სახელშეკრულებო გადამზიდავს, ხოლო მიმღები –
გადამზიდავს, რომელიც გასცემს ტვირთს.
§ 2. გამგზავნს შეუძლია გადაზიდვის ხელშეკრულებაში შეიტანოს შემდეგი ცვლილებები:
1) შეცვალოს ტვირთის დანიშნულების სადგური;
2) შეცვალოს ტვირთის მიმღები.
§ 3. მიმღებს შეუძლია შეიტანოს გადაზიდვის ხელშეკრულებაში შემდეგი ცვლილებები მხოლოდ დანიშნულების ქვეყნების ფარგლებში:
1) შეცვალოს ტვირთის დანიშნულების სადგური;
2) შეცვალოს ტვირთის მიმღები.
მიმღებს შეუძლია შეცვალოს გადაზიდვის ხელშეკრულება ამ შეთანხმების პირობების შესაბამისად მხოლოდ იმ დროს, როდესაც ტვირთი იმყოფება დანიშნულების ქვეყნის შესასვლელ სასაზღვრო სადგურში.
თუ ტვირთმა უკვე გაიარა დანიშნულების ქვეყნის შესასვლელი სასაზღვრო სადგური, მაშინ გადაზიდვის ხელშეკრულების მიმღების მიერ შეცვლა ხორციელდება დანიშნულების ქვეყანაში მოქმედი ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად.
§4. დაუშვებელია გადაზიდვის ხელშეკრულების შეცვლა, რაც იწვევს გზავნილის დაყოფას.
§5. გამგზავნის გადაზიდვის ხელშეკრულების შეცვლის უფლება წყდება მიმღებისათვის ზედნადების გადაცემის მომენტიდან ან ტვირთის დანიშნულების ქვეყნის შესასვლელ სასაზღვრო სადგურში მისვლისას, თუ გადამზიდავს უკვე აქვს მიმღების წერილობითი განცხადება გადაზიდვის ხელშეკრულების შეცვლის თაობაზე.
§6. მიმღების მიერ გადაზიდვის ხელშეკრულების შეცვლის მომენტიდან მასზე ვრცელდება გამგზავნის ვალდებულებები გადაზიდვის ხელშეკრულების მიხედვით.
§ 7. გამგზავნი პასუხს არ აგებს იმ შედეგებზე, რომლებიც წარმოიშობა გადაზიდვის ხელშეკრულების მიმღების განცხადების საფუძველზე შეცვლის შედეგად.
§ 8. გადამზიდავს უფლება აქვს უარი თქვას გადაზიდვის ხელშეკრულების შეცვლაზე ან შეაფერხოს ამ ცვლილების განხორციელება, თუ:
1) ეს განუხორციელებელია გადამზიდავისათვის გადაზიდვის ხელშეკრულების შეცვლის შესახებ განცხადების მიღების მომენტში;
2) შესაძლოა დაირღვეს რკინიგზის ექსპლუატაცია;
3) დანიშნულების სადგურის შეცვლის შემთხვევაში ტვირთის ღირებულება ვერ ფარავს დანიშნულების ახალ სადგურამდე გადაზიდვის ყველა სავარაუდო ხარჯს, იმ შემთხვევების გარდა, როდესაც ამ ხარჯების ასანაზღაურებელი თანხა შეტანილია დაუყოვნებლივ ან გარანტირებულია მისი გადახდა;
4) დანიშნულების სადგურის შეცვლისას იცვლება ზედნადებში მითითებული გადამზიდავები და ახალი გადამზიდავები შეთანხმებული არ არიან გადაზიდვაზე.
§ 9. გადამზიდავს უფლება აქვს მოითხოვოს დამატებითი გადაზიდვის ღირებულებისა და ხარჯების ანაზღაურება, რომელიც წარმოიშობა მის მიერ გადაზიდვის ხელშეკრულების შეცვლის შედეგა