§1. გადამზიდავი პასუხისმგებელია გამგზავნის ან მიმღების წინაშე მხოლოდ გადაზიდვის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ამ შეთანხმებით დადგენილი წესით და მის ფარგლებში.
§2. გადამზიდავი პასუხისმგებელია ტვირთის დაკარგვაზე, დანაკლისზე, დაზიანებაზე (გაფუჭებაზე) ტვირთის გადასაზიდად მიღების მომენტიდან მისი გაცემის მომენტამდე.
გარემოებები, რომელთა საფუძველზეც წარმოიშობა გადამზიდავის პასუხისმგებლობა ტვირთის დაკარგვაზე, დანაკლისზე, დაზიანებაზე (გაფუჭებაზე), დასტურდება კომერციული აქტით.
§ 3. გადამზიდავი პასუხისმგებელია ტვირთის მიტანის ვადის გადაცილებაზ