2. გადამზიდავი თავისუფლდება პასუხისმგებლობისაგან, თუ ტვირთის დაკარგვა, დაზიანება ან მიტანის ვადის გადაცილება გამოწვეული იყო მოთხოვნის განმცხადებლის ბრალით, ამავე პირის ინსტრუქციებით, რომელზეც გადამზიდველი პასუხს არ აგებდა, ტვირთისათვის ისეთი გარემოებებით, რომელთა თავიდან აცილებაც გადამზიდავს არ შეეძლო და არც მათი შედეგები შეიძლებოდა თავიდან აეცილებინა.

3. გადამზიდავი არ თავისუფლდება პასუხისმგებლობისაგან იმ სატრანსპორტო საშუალების დეფექტის გამო, რომლითაც იგი სარგებლობს გადაზიდვების განსახორციელებლად ან ამ ავტოსაშუალების გამქირავებლის ან მისი აგენტების და მოსამსახურეთა ბრალზე.

4. გადამზიდავი მე-18 მუხლის მე-2 პუნქტების დაცვის პირობებში თავისუფლდება პასუხისმგებლობისაგან, თუ ტვირთის დაკარგვა ან დაზიანება ქვემოთ დასახელებულ გარემოებებთან დაკავშირებული განსაკუთრებული საფრთხისაგან წარმოიშვა, კერძოდ, როცა:

a) გამოიყენება ღია, გადაუხურავი სატრანსპორტო საშუალება, თუ ასეთი გამოყენება პირდაპირ იყო შეთანხმებული და ზედნადებში აღნიშნული;

b) ტვირთი არ არის ან უხარისხოდაა შეფუთული, რაც შეუფუთავად და სათანად ოშეფუთვის გარეშე გადასაზიდ ტვირთს გაფუჭება ან დაზიანებას ემუქრება;

c) ტვირთის დამუშავება, დატვირთვა, დაწყობა ან გადმოტვირთვა ხდება გამგზავნის ან მიმღების, ან მათი სახელით მოქმედი პირის მიერ;

d) ცალკეულ ტვირთებს გააჩნიათ ბუნებრივი თვისებები, რის გამოც მოსალოდნელია მათი მთლიანად ან ნაწილობრივ დაკარგვა ან დაზიანება, კერძოდ, დამტვრევა, კოროზია, თვითლპობა, გახმობა, ნორმალური შეკლება ან მწერებისა და მღრღნელების ზემოქმედება;

e) არასაკმარისი ან არადამაკმაყოფილებელია სატვირთო ადგილების ნიშანდება ან ნუმერაცია;

f) გადასაყვანია ცოცხალი ცხოველები.

5. როცა ამ მუხლით გათვალისწინებული გადამზიდავი არ არის პასუხისმგებელი ზარალის გამომწვევ ზოგიერთ გარემოებებზე, მას ეკისრება პასუხისმგებლობა მხოლოდ იმ ფარგლებში, სადაც ის პასუხისმგებელი იყო ამ მუხლით და მის გამო წარმოიშვა ზარალ