2. ტვირთის განმკარგველ პირს შეუძლია დაკარგული ტვირთის გამო ზარალის ანაზღაურებისას წერილობით მოითხოვოს, რომ მას დაუყოვნებლივ შეატყობინონ, თუ ზარალის ანაზღაურებიდან ერთი წლის განმავლობაში გამოჩნდება დაკარგული ტვირთი. ამ მოთხოვნაზე პასუხი ასევე წერილობით უნდა გაიცეს.

3. ტვირთის განმკარგველ პირს შეუძლია ამგვარი შეტყობინების მიღებიდან ოცდაათი დღის ვადაში მოითხოვოს, რომ ტვირთი ჩაბარდეს მას ზედნადებიდან გამომდინარე უფლებების დაკმაყოფილების შემდეგ და მიღებული ანაზღაურების უკან დაბრუნების პირობით, საჭიროებისას – ზიანის ანაზღაურებისას წარმოშობილი ხარჯების გამოკლებით: მისი მოთხოვნები გადაზიდვის ვადის დარღვევის გამო ზიანის ანაზღაურებაზე 23-ე და 26-ე მუხლების მიხედვით უცვლელი რჩება, თუ უკანასკნელი ექვემდებარება გამოყენებას.

4. თუ ამ მუხლის მე-2 პუნქტში გათვალისწინებული მოთხოვნა წარმოდგენილი არ იქნება, ან არ არსებობს მესამე პუნქტით გათვალისწინებული ოცდაათდღიან ვადებში მიცემული ინსტრუქციები, ანდა ტვირთი ნაპოვნია ანაზღაურებიდან მხოლოდ ერთი წლის ვადის გასვლის შემდეგ, მაშინ გადამზიდავს ტვირთზე განკარგვის უფლება აქვს იმ ქვეყნის კანონების შესაბამისად, სადაც ტვირთი იმყოფებ