2. ტვირთის ღირებულება განისაზღვრება საბირჟო ფასით, ხოლო ასეთი ფასის არარსებობისას – საბაზრო ფასით; თუ არცერთი ასეთი ფასი არ არსებობს, მაშინ – მსგავსი სახეობისა და ღირებულების ტვირთების ანალოგიურად.
3. ასანაზღაურებელი თანხის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 25 ფრანკს 1 კილოგრამ ბრუტო წონის დანაკლისზე. ფრანკში იგულისხმება ოქროს ფრანკი წონით 10/31 გრამი 0,900 ოქროს სინჯისა.
4. გადაზიდვის გადასახდელები, საბაჟო მოსაკრებლები და ბაჟი აგრეთვე ტვირთის გადატანასთან დაკავშირებული სხვა ხარჯები უკან უნდა დაბრუნდეს, ოღონდ ტვირთის მლთიანად დაკარგვისას – მთლიანად, ხოლო ნაწილობრივ დაკარგვისას – ზარალის პროპორციულად, სხვაგვარი ზარალი ანაზღაურებას არ ექვემდებარება.
5. თუ გადაცილებულია ტვირთის მიტანის ვადა და მოთხოვნის განმცხადებელი დაამტკიცებს, რომ ამის გამო წარმოიშვა ზარალი, გადამზიდავმა უნდა აანაზღაუროს ზარალი, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს გადაზიდვის გადასახდელებს.
6. გადამზიდავს ზარალის უფრო დიდი ანაზღაურება შეიძლება მოეთხოვოს მხოლოდ იმ შემთვევაში, თუ 24 და 26 მუხლების შესაბამისად, განცხადებული იყო ტვირთის ღირებულება და მიტანის სპეციალური ინტერესებ