2. თუ გადამზიდავი დაამტკიცებს, რომ კონკრეტული საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, ტვირთის დანაკარგი ან დაზიანება შეიძლებოდა წარმოქმნილიყო მე-17 მუხლის მე-4 პუნქტში დასახელებული ერთი ან რამდენიმე საფრთხისაგან, ივარაუდება, რომ ზარალი აქედან წარმოიშვა. მოთხოვნის განმცხადებელს შეუძლია დაამტკიცოს, რომ ნაწილობრივი ან მთლიანი ზარალი არ არის შედეგი ზემოაღნიშნული რომელიმე საფრთხისა.
3. ამ მუხლის მეორე პუნქტში მოცემული პრეზუმპცია არ მოქმედებს მე-17 მუხლის მე-4 პუნქტის „a“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ დანაკლისი აღემატება ნორმალურად დასაშვებს ან ეხება ერთეული ტვირთის რაოდენობას.
4. თუ გადაზიდვა ხდება ისეთი სატრანსპორტო საშუალებით, რომელსაც აქვს სპეციალური აღჭურვილობა ტვირთის დასაცავად სიცხის, სიცივის, ტემპერატურის ცვლილების ან ჰაერის ტენიანობისაგან, გადამზიდავს არ შეუძლია მე-17 მუხლის მე-4 პუნქტის „d“ ქვეპუნქტზე მიუთითოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არ დაამტკიცებს, რომ მან შეასრულა აუცილებელი მოქმედებანი ამ მოწყობილობათა შერჩევის, ექსპლუატაციისა და გამოყენებისათვის და დაიცვა მისთვის წაყენებული ყველა მოთხოვნა და რომ იგი მოქმედებდა მისთვის მიცემული სპეციალური ინსტრუქციების თანახმად.
5. გადამზიდავს არ შეუძლია მე-17 მუხლის მე-4 პუნქტის „f“ ქვეპუნქტი გამოიყენოს მხოლოდ მაშინ, თუ არ დაამტკიცებს, რომ მან შეასრულა მასზე დაკისრებული ყველა ღონისძიება და დაიცვა მისთვის მიცემული ყველა მითითება და რომ იგი მოქმედებდა მისთვის მიცემული სპეციალური ინსტრუქციების თანახმა