2. მე-14 მუხლის პირველი პუნქტით და მე-15 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში გადამზიდველს შეუძლია ტვირთი სასწრაფოდ გადმოტვირთოს ტვირთის უფლებამოსილი პირის ხარჯზე; გადმოტვირთვის შემდეგ გადაზიდვა დასრულებულად ითვლება. ამ შემთხვევაში გადამზიდველი ტვირთს განკარგვაზე უფლებამოსილი პირისათვის ინახავს, მას შეუძლია ტვირთის შენახვა მიანდოს მესამე პირსაც; ასეთ შემთხვევაში მას პასუხისმგებლობა ეკისრება მხოლოდ მესამე პირის შერჩევისათვის. ზედნაზებით გათვალისწინებული გადასახდელები და ყველა სხვა ხარჯები ანაზღაურდება ტვირთის ღირებულებიდან.
3. განკარგვაზე უფლებამოსილი პირის ინსტრუქციების მიღებამდე გადამზიდველს შეუძლია გაყიდოს ტვირთი, თუ ტვირთი სწრაფფუჭებადია, ან მისი მდგომარეობა ამართლებს ამგვარ მოქმედებას, ანდა როცა შენახვის ხარჯები აღემატება ტვირთის ღირებულებას. მას შეუძლია სხვა შემთხვევებშიც გაყიდოს ტვირთი, თუ განსაზღვრული დროის განმავლობაში იგი არ მიიღებს საწინააღმდეგო ინსტრუქციებს ტვირთის განკარგვაზე უფლებამოსილი პირისაგან.
4. თუ ტვირთი გაიყიდა ამ მუხლის დებულებათა მიხედვით, მაშინ თანხა ტვირთთან დაკავშირებული ხარჯების გამოკლებით უნდა გადაეცეს ტვირთის განკარგვაზე უფლებამოსილ პირს. თუ ეს ხარჯები ამონაგებზე მეტია, გადამზიდველს შეუძლია მოითხოვოს სხვაობის ანაზღაურება.
5. გაყიდვის პროცედურა განისაზღვრება იმ ქვეყნის კანონებითა და წესებით, სადაც იმყოფება ტვირთი.