ტვირთის მიტანის ვადის გადაცილებად ითვლება, როცა ტვირთი არ არის მიტანილი შეთანხმებულ ვადაში, ან, თუ ვადა არ იყო დათქმული,–
გადასაზიდად საჭირო ჩვეულებრივ დროში
–
იმ გარემოებათა გათვალისწინებით, რომლებიც დაკავშირებულია ნაწილ-ნაწილ დატვირთვისას ამ ნაწილების შესაკრებად აუცილებელი დროის განსაზღვრასთან, თუ დარღვეულია ვადა, რომელიც წინდახედულ გადამზიდველს უნდა დაეცვა ჩვეულებრივ შემთხვევებშ
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი · რედაქცია 11.11.2025
მუხლი 688. ტვირთის მიტანის ვადის გადაცილება
რედაქციის ისტორია
წინა რედაქცია (24.07.1997 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 688. ტვირთის მიტანის ვადის გადაცილება ტვირთის მიტანის ვადის გადაცილებად ითვლება, როცა ტვირთი არ არის მიტანილი შეთანხმებულ ვადაში, ან, თუ ვადა არ იყო დათქმული, _– გადასაზიდად საჭირო ჩვეულებრივ დროში _– იმ გარემოებათა გათვალისწინებით, რომლებიც დაკავშირებულია ნაწილ-ნაწილ დატვირთვისას ამ ნაწილების შესაკრებად აუცილებელი დროის განსაზღვრასთან, თუ დარღვეულია ვადა, რომელიც წინდახედულ გადამზიდველს უნდა დაეცვა ჩვეულებრივ შემთხვევებში.
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
- საქმე №ას-404-2021
…პირის ისეთი მითითებით მოხდა, რომელზედაც გადამზიდველი პასუხს არ აგებს; აგრეთვე, თუ ტვირთის ნაკლი ისეთი გარემოებებითაა გამოწვეული, რომელთა თავიდან აცილებაც გადამზიდველს არ შეეძლო და არც მათი შედეგები შეიძლებოდა თავიდან აეცილებინა. იმავე კოდექსის 688-ე მუხლის მიხედვით, ტვირთის მიტანის ვადის გადაცილებად ითვლება, როცა ტვირთი არ არის მიტანილი შეთანხმებულ ვადაში, ან, თუ ვადა არ იყო დათქმული,…
- საქმე №ას-873-2022
…საფუძველზეც აღნიშნა, რომ ვალდებულების არადროული შესრულებიდან გამომდინარე ზიანის ანაზღაურებასთან მიმართებით, პასუხისმგებლობის განსაზღვრისათვის მნიშვნელოვანია დადგინდეს ვადის გადაცილებისათვის ბრალეული პირი. 21.8. სააპელაციო პალატა სსკ-ის 688-ე მუხლზე დაყრდნობით განმარტავს, რომ ვადის გადაცილება სახეზეა, როდესაც ვალდებულება შესრულდება შეთანხმებული ვადის დაგვიანებით. მოცემულ შემთხვევაში ცალსახაა,…
- საქმე №3კ-572-2000
…არ არის მითითებული ვადა, რომელშიც უნდა დასრულებულიყო გადაზიდვა, მაგრამ ვადის მითითება სავალდებულო არ იყო, რადგანაც არსებობდა მხარეებს შორის ზეპირსიტყვიერი შეთანხმება იმის შესახებ, რომ გადაზიდვა დასრულდებოდა 20 დღეში და სამოქალაქო კოდექსის 688-ე მუხლის თანახმად წინდახედულ გადამზიდველს ისედაც უნდა დაეცვა. ამასთან სასამართლომ მიუთითა, რომ ზეპირსიტყვიერ თანხმობას არ სჭირდება…
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
- მუხლი 19. ტვირთის მიტანის ვადა გადაცილებულად ითვლება, როცა ტვირთი არ არის მიტანილი შეთანხმებულ ვადაში, ან, თუ ვადა არ იყო დათქმული, გადასაზიდად საჭირო ჩვეულბრივ დროში იმ გარემოებათა გათვალისწინებით, რომლებიც და
- მუხლი 28. 1. იმ შემთხვევაში, როდესაც გამოსაყენებელი კანონის თანახმად, დანაკარგთან, დაზიანებასთან ან მიტანის ვადის გადაცილებასთან დაკავშირებით, რომელიც წარმოიშვა ისეთი გადაზიდვის დროს, რომელზედაც ვრცელდება წინამ
- მუხლი 45. ტვირთის მიტანის ვადის გადაცილებისთვის ანაზღაურების ოდენობა
- მუხლი 376. 1. თუ ძირითადი გადაზიდვის დოკუმენტებიან ტვირთზე ადრე დანიშნულების სადგურში მიტანილია დამატებითი გადაზიდვის დოკუმენტებიანი ტვირთი, მაშინ ტვირთის მიტანილი ნაწილი ტვირთმიმღებს გადაეცემა დამატებით საგზაო
- მუხლი 353. 1. თუ სადგური ტვირთის მიტანის შესახებ არ შეატყობინებს ტვირთმიმღებს‚ ტვირთმიმღები თავისუფლდება ვაგონებით (კონტეინერებით) სარგებლობისა და ტვირთის შენახვის საფასურის გადახდისგან ტვირთის მიტანის შეტყობინე
- მუხლი 122. ჯანმრთელობის მძიმე ან ნაკლებად მძიმე დაზიანება აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილებით
მეზობელი მუხლები
- მუხლი 681. მიმღების უფლებები ტვირთის გადაცემისას
- მუხლი 682. ხელშეკრულების შესრულების შეუძლებლობა
- მუხლი 683. ტვირთის გადაცემის ხელშემშლელი გარემოებები
- მუხლი 684. გამგზავნის მითითებათა საფუძველზე წარმოშობილი ხარჯების ანაზღაურების უფლება
- მუხლი 686. ცნება. შინაარსი
- მუხლი 687. მტკიცების ტვირთი
- მუხლი 689. ტვირთის დაკარგვის პრეზუმფცია
- მუხლი 691. საფრთხეშემცველი ტვირთის გაგზავნის წესი
- მუხლი 692. ტვირთის ღირებულება ტვირთის მთლიანად ან ნაწილობრივ დაკარგვისას
- მუხლი 693. ზიანის ანაზღაურება ტვირთის დაზიანებისას
- მუხლი 694. განსაკუთრებული დაინტერესების აღნიშვნა ზედნადებში
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „საქართველოს სამოქალაქო კოდექსი“, მუხლი 688, №786, 26.06.1997, სარეგისტრაციო კოდი 040.000.000.05.001.000.223 (კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/31702/muxli-688/