1. გადამზიდველი პასუხს აგებს ტვირთის მთლიანად ან ნაწილობრივ დაკარგვისა და დაზიანებისათვის, თუ ტვირთი დაზიანდა ან დაიკარგა მისი მიღებიდან ჩაბარებამდე დროის შუალედში, ასევე
–
მიტანის ვადის გადაცილებისათვის.
2. გადამზიდველი თავისუფლდება პასუხისმგებლობისაგან, თუ ტვირთის დაკარგვა, დაზიანება ან მიტანის ვადის გადაცილება უფლებამოსილი პირის ბრალით ანდა ამავე პირის ისეთი მითითებით მოხდა, რომელზედაც გადამზიდველი პასუხს არ აგებს; აგრეთვე, თუ ტვირთის ნაკლი ისეთი გარემოებებითაა გამოწვეული, რომელთა თავიდან აცილებაც გადამზიდველს არ შეეძლო და არც მათი შედეგები შეიძლებოდა თავიდან აეცილებინა.
3. პასუხისმგებლობისაგან განთავისუფლების მიზნით გადამზიდველს არ შეუძლია მიუთითოს არც გადაზიდვისათვის გამოყენებული სატრანსპორტო საშუალების ნაკლზე და არც ამ საშუალების გამქირავებლის ან დამქირავებლის მომსახურე პერსონალის ბრალზე.
4. გადამზიდველი 687-ე მუხლის მე-2-5 ნაწილებით გათვალისწინებული პირობების არსებობისას თავისუფლდება პასუხისმგებლობისაგან, თუ ტვირთის დაკარგვა ან დაზიანება ქვემოთ დასახელებულ გარემოებებთან დაკავშირებული განსაკუთრებული საფრთხისგან წარმოიშვა, კერძოდ, როცა:
ა) გამოიყენება ღია, გადაუხურავი სატრანსპორტო საშუალება, თუ მისი გამოყენება პირდაპირ იყო შეთანხმებული და ზედნადებში აღნიშნული;
ბ) ტვირთი არ არის შეფუთული ან უხარისხოდაა შეფუთული, რაც, ტვირთის ხასიათიდან გამომდინარე, დაკარგვის ან დაზიანების საფრთხეს ქმნის;
გ) ტვირთის დათვალიერება, დატვირთვა, დაწყობა ან გადმოტვირთვა ხდება გამგზავნის, მიმღების ან მათთვის მოქმედი მესამე პირის მიერ;
დ) ცალკეული ტვირთების თავისებურებათა გამო მოსალოდნელია მათი მთლიანად ან ნაწილობრივ დაკარგვის, ან დაზიანების, კერძოდ, დამტვრევის, დაჟანგვის, კოროზიის, გახმობის, დაღვრის, ნორმალური დანაკარგის ან მწერებისა და მღრღნელების ზემოქმედების საფრთხე;
ე) გადასაზიდი ტვირთი არასაკმარისადაა აღნიშნული ან დანომრილი;
ვ) გადასაყვანია ცხოველებ
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (26.06.1997).
წინა რედაქცია (24.07.1997 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 686. ცნება. შინაარსი 1. გადამზიდველი პასუხს აგებს ტვირთის მთლიანად ან ნაწილობრივ დაკარგვისა და დაზიანებისათვის, თუ ტვირთი დაზიანდა ან დაიკარგა მისი მიღებიდან ჩაბარებამდე დროის შუალედში, ასევე _– მიტანის ვადის გადაცილებისათვის. 2. გადამზიდველი თავისუფლდება პასუხისმგებლობისაგან, თუ ტვირთის დაკარგვა, დაზიანება ან მიტანის ვადის გადაცილება უფლებამოსილი პირის ბრალით ანდა ამავე პირის ისეთი მითითებით მოხდა, რომელზედაც გადამზიდველი პასუხს არ აგებს; აგრეთვე, თუ ტვირთის ნაკლი ისეთი გარემოებებითაა გამოწვეული, რომელთა თავიდან აცილებაც გადამზიდველს არ შეეძლო და არც მათი შედეგები შეიძლებოდა თავიდან აეცილებინა. 3. პასუხისმგებლობისაგან განთავისუფლების მიზნით გადამზიდველს არ შეუძლია მიუთითოს არც გადაზიდვისათვის გამოყენებული სატრანსპორტო საშუალების ნაკლზე და არც ამ საშუალების გამქირავებლის ან დამქირავებლის მომსახურე პერსონალის ბრალზე. 4. გადამზიდველი 687-ე მუხლის მე-2-5 ნაწილებით გათვალისწინებული პირობების არსებობისას თავისუფლდება პასუხისმგებლობისაგან, თუ ტვირთის დაკარგვა ან დაზიანება ქვემოთ დასახელებულ გარემოებებთან დაკავშირებული განსაკუთრებული საფრთხისგან წარმოიშვა, კერძოდ, როცა: ა) გამოიყენება ღია, გადაუხურავი სატრანსპორტო საშუალება, თუ მისი გამოყენება პირდაპირ იყო შეთანხმებული და ზედნადებში აღნიშნული; ბ) ტვირთი არ არის შეფუთული ან უხარისხოდაა შეფუთული, რაც, ტვირთის ხასიათიდან გამომდინარე, დაკარგვის ან დაზიანების საფრთხეს ქმნის; გ) ტვირთის დათვალიერება, დატვირთვა, დაწყობა ან გადმოტვირთვა ხდება გამგზავნის, მიმღების ან მათთვის მოქმედი მესამე პირის მიერ; დ) ცალკეული ტვირთების თავისებურებათა გამო მოსალოდნელია მათი მთლიანად ან ნაწილობრივ დაკარგვის, ან დაზიანების, კერძოდ, დამტვრევის, დაჟანგვის, კოროზიის, გახმობის, დაღვრის, ნორმალური დანაკარგის ან მწერებისა და მღრღნელების ზემოქმედების საფრთხე; ე) გადასაზიდი ტვირთი არასაკმარისადაა აღნიშნული ან დანომრილი; ვ) გადასაყვანია ცხოველები.
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(49)
- საქმე №ას-1238-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 17.11.2023
…შორის დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული იქნა სესხის სარგებლობისათვის პროცენტი წლიური 30 %, მოვალისათვის სესხის ხელშეკრულების შეწყვეტამდე შეთანხმებული საპროცენტო სარგებლის გადახდა სრულად გამომდინარეობს სსკ-ის 623- 625-ე, 686-ე, 891-ე და 895-ე მუხლების მოთხოვნებიდან. შესაბამისად, ხელშეკრულების შეწყვეტამდე დარიცხული სარგებლის (პროცენტი) – გადახდის დაკისრების ნაწილში პირველი ინსტანციის…
- საქმე №ას-404-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 08.06.2023
…მხარეთა შორის გაფორმებულ განაცხადში მითითებული ავტომანქანები არათუ ლოდინის რეჟიმში არ იყვნენ, არამედ საერთოდ არც კი დატვირთულა, ვინაიდან სექტემბერში სულ სხვა მანქანების დატვირთვა მოხდა. 25. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 686-ე მუხლით განსაზღვრულია გადამზიდველის პასუხისმგებლობის ფარგლები. აღნიშნული მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, გადამზიდველი…
- საქმე №ას-136-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 19.05.2023
…ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის უარყოფა. 10. კასატორის მტკიცებით, სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომ - სსკ) 674.1 მუხლის „ე“ ქვეპუნქტი, 680-ე, 686.1 მუხლები. 10.08.2020 წლის ზედნადებში მიმღებად მითითებული იყო მყიდველი. მართალია, მოსაჩელემ სარჩელს დაურთო ზედნადები, რომელიც სხვა პირის სახელზე იყო გამოწერილი,…
- საქმე №ას-64-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 24.02.2023
…იქნა სესხის სარგებლობისათვის პროცენტი (17%), ძირითადი მოვალისა და სოლიდარული თავდები პირებისათვის სესხის ხელშეკრულების შეწყვეტამდე შეთანხმებული საპროცენტო სარგებელის გადახდა სრულად გამომდინარეობს სკ-ის 623- 625-ე, 686-ე, 891-ე და 895-ე მუხლების მოთხოვნებიდან. შესაბამისად, ხელშეკრულების შეწყვეტამდე დარიცხული სარგებლის (პროცენტი) გადახდის დაკისრების ნაწილში პირველი ინსტანციის…
- საქმე №ას-873-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 27.09.2022
…შესაბამისობა ეროვნულ სტანდარტთან და საქონლის დასახელების შესაბამისობა საქონლისა აღწერასთან რომელი მხარის შესასრულებელ სახელშეკრულებო ვალდებულებას წარმოადგენდა. 21.13. სააპელაციო პალატამ საკუთარი პოზიცია დააფუძნა სსკ-ის 686-ე და 687-ე მუხლებს, რომელთა მიხედვით, გადამზიდველი პასუხს აგებს ტვირთის მთლიანად ან ნაწილობრივ დაკარგვისა და დაზიანებისთვის, თუ ტვირთი დაზიანდა ან დაიკარგა მისი…
- საქმე №ას-578-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 07.07.2022
- საქმე №ას-700-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 15.06.2022
- საქმე №ას-599-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 14.07.2021
- საქმე №ას-1204-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 11.06.2021
- საქმე №ას-667-667-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 28.06.2018
- საქმე №ას-1172-1092-2017 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.01.2018
- საქმე №ას-979-940-2014 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 10.09.2015
- საქმე №ას-782-749-2014 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 04.05.2015
- საქმე №ას-466-442-2013 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 11.10.2013
- საქმე №ას-923-868-2012 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 24.09.2012
- საქმე №ას-1014-950-2012 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.08.2012
- საქმე №ას-1024-1055-2011 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.08.2012
- საქმე №ას-676-636-2012 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 05.07.2012
- საქმე №ას-675-635-2012 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 02.07.2012
- საქმე №ას-850-798-2012 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 25.06.2012
- საქმე №ას-769-722-2012 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 21.06.2012
- საქმე №ას-509-481-2012 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 04.06.2012
- საქმე №ას-368-349-2012 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 05.04.2012
- საქმე №ას-361-342-2012 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.03.2012
- საქმე №ას-1224-1244-2011 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 13.02.2012
- საქმე №ას-1043-1074-2011 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 03.10.2011
- საქმე №ას-630-591-2011 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 16.06.2011
- საქმე №ას-511-485-2011 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 13.06.2011
- საქმე №ას-630-591-2010 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 23.02.2011
- საქმე №ას-358-610-08 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.09.2008
- საქმე №3კ/855-01 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 19.12.2001
- საქმე №330210015001116344 · საქართველოს უზენაესი სასამართლო · 28.06.2018
- საქმე №330210116001275893 · საქართველოს უზენაესი სასამართლო · 22.01.2018
- საქმე №330210015773571 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 05.02.2020
- საქმე №330210016001316569 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 25.02.2019
- საქმე №010210016001348424 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 19.02.2019
- საქმე №330210017002027870 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 05.11.2018
- საქმე №330210017001769177 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 17.09.2018
- საქმე №020210116001506916 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 09.05.2018
- საქმე №330210019003258608 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 16.03.2020
ნაჩვენებია 40 გადაწყვეტილება 49-დან.