განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №330210015773571
საქმე №2ბ/4708-19
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
5 თებერვალი, 2020 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
თავმჯდომარე, მომხსენებელი - გენადი მაკარიძე
მოსამართლეები - ამირან ძაბუნიძე, ლაშა ქოჩიაშვილი
სხდომის მდივანი – ლანა ჩერქეზიშვილი
აპელანტი/მოწინააღმდეგე მხარე – შ---------------------------------–---.
წარმომადგენელი – ზ----------–---------, ი-----–------–----, ს---–--------–-------–---–-.
აპელანტი (შეგებებული სააპელაციო საჩივრით)/მოწინააღმდეგე მხარე – ს---------------–----------------.
წარმომადგენელი – ნ------–-------–---–-, ლ---–-------------.
დავის საგანი – თანხის დაკისრება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 16 აპრილის გადაწყვეტილება.
აპელანტის მოთხოვნა (შ---------------------------------–---) – გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდეს სასარჩელო მოთხოვნა.
აპელანტის მოთხოვნა (ს---------------–----------------) – გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით სრულად დაკმაყოფილდეს სასარჩელო მოთხოვნა.
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. 2--- წლის 1------------ 1-----–------- პერიოდში დანიშნულების სადგურ ბ-------- და გზადმდებარე სადგურებში ვაგონების მოცდენის გამო, შ--------------------------------–ს“ ს--------------–--------------ს“ სასარგებლოდ დაეკისროს ვაგონის სარგებლობის საფასური 2 893 436 ლარი.
1.2. 2--- წლის 1------------ 1-----–------- პერიოდში დანიშნულების სადგურ ბ-------- და გზადმდებარე სადგურებში ვაგონების მოცდენის გამო, შ--------------------------------–ს“ ს--------------–--------------ს“ სასარგებლოდ დაეკისროს ტვირთის შენახვის საფასური 8 434.510 ლარი.
(შემცირებული სასარჩელო მოთხოვნა, 7.03.2019 წელი, სხდომის ოქმი 12:40:27 წთ, ტომი V, ს.ფ 143)
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი.
1. ს--------------–--------------ს“ სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:
1.1. შ-------------------------------–ს“ ს--------------–--------------ს“ სასარგებლოდ დაეკისრა 8 434,510 ლარი.
1.2. ს--------------–--------------ს“ სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხისთვის 2 893 436 ლარის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
2. შ--------------------------------–ს“ ს--------------–--------------ს“ სასარგებლოდ დაეკისრა სარჩელზე და სარჩელის უზრუნველყოფის განცხადებაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი - 9082,9 ლარი.
3. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2--- წლის 1--------------- ს--------------–--------------ს“ (შემსრულებელი) და შ--------------------------------–ს“ (დამკვეთი) შორის დაიდო სადგურ ბ------–- მომსახურების შესახებ №0-------- ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც შემსრულებელი დამკვეთს უწევს მომსახურეობას ცისტერნების მიწოდება-გადატანაზე დამკვეთის ჩამოსასხმელ ესტაკადებზე.
ხელშეკრულების 3.1 პუნქტის შესაბამისად, შემსრულებელი ვალდებულია დამკვეთს მიაწოდოს წინასწარი ინფორმაცია 2 საათით ადრე ცისტერნების სადგურთან მიახლოების შესახებ, ხოლო 3.4 პუნქტის მიხედვით, შემსრულებელი ასევე ვალდებულია დამკვეთის მითითების შესაბამისად, ტ--------–ის ჩიხებში ჩამოსაცლელად მიაწოდოს ცისტერნები.
ხელშეკრულების 4.2 პუნქტის შესაბამისად, დამკვეთი ვალდებულია სადგურიდან მიღებული შეტყობინების შემდეგ ცისტერნების შემოსვლის შესახებ 30 წუთის განმავლობაში უზრუნველყოს სატრანსპორტო საბუთების მიღება, ხოლო 4.6 პუნქტით განსაზღვრულია დამკვეთის ვალდებულება ტექნიკური პირობების შესაბამისად, უზრუნველყოს ცისტერნათა დღეღამური ჩამოსხმა.
ხელშეკრულების მე-6 მუხლით გათვალისწინებულია მხარეთა პასუხისმგებლობა, კერძოდ 6.2 პუნქტის თანახმად, ვაგონების მიწოდება-გადატანის დაყოვნებისთვის დამკვეთი იხდის ჯარიმას თითოეული ვაგონის ყოველი საათის დაგვიანებისთვის.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- სადგურ ბ------–- მომსახურების შესახებ №0-------- ხელშეკრულება (ტომი I, ს.ფ 70-78)
4. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
4.1. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2--- წლის 1-----–--- ს-------------–--------------ს (შეთანხმების გაფორმების დროისთვის შ--------------–--------------) და შ--------------------------------–ს“ (ყოფილი შ----------------–-----------–--–----) შორის შედგა შეთანხმება, რომლის მიხედვით, შეთანხმების მონაწილე მხარეები აღიარებენ, რომ 2--- წლის 1------------ 2--- წლის 1-----–---- ჩათვლით მათ შორის არ არსებობს არავითარი ფინანსური ვალდებულება ან რაიმე პრეტენზია ვაგონ-ცისტერნების გამოყენების საფასურის ანაზღაურების თაობაზე, ხოლო თუ ასეთი პრეტენზიები უკვე წარდგენილია შ---------------–-------------ის“ მიერ ისინი ითვლება გაუქმებულად (მოხსნილად), რაც ართმევს უფლებას შ---------------–-------------ას“ აღძრას სარჩელი ან წარადგინოს პრეტენზია ზემოთ აღნიშნული ვაგონ-ცისტერნების გამოყენების საფასურის ანაზღაურების თაობაზე. შეთანხმება შედგენილია ნებაყოფლობით, მხარეთა მოლაპარაკების საფუძველზე, რაც დადასტურებულია ხელმოწერებით.
4.2. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2--- წლის 1-----–--- ს-------------–--------------ს (შეთანხმების გაფორმების დროისთვის შ--------------–--------------) და შ--------------------------------–ს“ (ყოფილი შ----------------–-----------–--–----) შორის შედგა დამატებითი შეთანხმება, რომლითაც შ--------------–-------------- იღებს ვალდებულებას და იძლევა გარანტიას, რომ 2--- წლის 1-----–---დან შ----------------–-----------–--–-----ს არ წარუდგენს პრეტენზიებს ვაგონ-ცისტერნების გამოყენების საფასურის ანაზღაურების თაობაზე.
4.3. 2--- წლის 2----------ის №0-------- ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2--- წლის 1------------ 1-----–------- პერიოდზე ს-------------–-------------- შ--------------------------------–ისგან“ მოითხოვს როგორც ვაგონით სარგებლობის ისე ტვირთის შენახვის ხარჯებს, რაც ექსპერტიზის დასკვნის შესაბამისად ჯამში შეადგენს 11 327 946 ლარს, კერძოდ, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2--- წლის 2----------ის #0-------- დასკვნის მიხედვით, 2--- წლის ს----------–-------------ის სატარიფო პოლიტიკის გათვალისწინებით, 2--- წლის 1------------ 2--- წლის 1-----–------- პერიოდში ს--------------–--------------ს“ მიერ ვაგონებში საშიში ტვირთის შენახვაზე გაწეული მომსახურების საფასური შეადგენს 8 434 510 ლარს. ამავე პერიოდში ს----------–-------------ის სატარიფო პოლიტიკის გათვალისწინებით, ვაგონების გამოყენების მომსახურების საფასური შეადგენს - 2 893 436 ლარს.
5. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
5.1. სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, 408-ე, 409-ე, 668-ე მუხლებზე, 686-ე მუხლის პირველ ნაწილზე, საქართველოს ს----------ო კოდექსის მე-2 მუხლზე, 22-23-ე მუხლებზე, 25-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტზე, 26-ე მუხლზე, 27-ე მუხლის პირველ და მეორე ნაწილებზე, 36-ე მუხლის მე-10 ნაწილზე, 50-ე და 52-ე მუხლებზე, სადავო პერიოდში (2--- წლის 1------------ 1-----–-------) მოქმედი ს----------ო კოდექსის 26-ე მუხლის მე-7 ნაწილზე მითითებით სასამართლომ განმარტა, რომ მხარეთა შორის არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობის საფუძველი ტვირთის გადაზიდვასთან დაკავშირებული ურთიერთობაა და საქმის გადაწყვეტისას, გარდა სამოქალაქო კოდექსით დადგენილი ნორმებისა, უნდა გაანალიზდეს საქართველოს ს----------ო კოდექსის დებულებები, რომლებიც როგორც სპეციალური კანონი დეტალურად აწესრიგებენ ს----------ო ტრანსპორტით ტვირთის გადაზიდვის წესებს განსაზღვრავენ, მხარეთა უფლება-მოვალეობებს, პასუხისმგებლობის საფუძვლებსა და ფარგლებს.
მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულების შინაარსიდან გამომდინარე შ--------------------------------–ი“ ს--------------–--------------სთან“ არსებულ სამართალურთიერთობაში წარმოადგენს ტვირთმიმღებს და ეკისრება ასეთი ტიპის სუბიექტისთვის განსაზღვრული ვალდებულებანი. მოცემულ შემთხვევაში დავის საგანია არა მხოლოდ დანიშნულების სადგურ ბ------–- დაყოვნებული (მოცდენილი) ვაგონით სარგებლობის და ტვირთის შენახვის საფასურის გადახდა, არამედ გზადმდებარე სადგურში მოცდენილი ვაგონების საფასურის ანაზღაურებაც. ტვირთის გადმოტვირთვის ვადების დაცვა ტვირთმიმღების მოვალეობას წარმოადგენს, რომლის დარღვევა იწვევს სატრანსპორტო საშუალებების მოცდენის შედეგად წარმოქმნილ ფინანსურ პასუხისმგებლობას. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების გამოკვლევის შედეგად დასტურდება, რომ მოპასუხემ ვერ უზრუნველყო ტვირთის დროული გადმოტვირთვა, რამაც გამოიწვია სადგურ ბ-------- და გზადმდებარე სადგურებში მოსარჩელის ვაგონების მოცდენა დაყოვნება.
მოსარჩელე ტვირთის შენახვაზე გაწეული მომსახურების საფასურს მოითხოვს 2--- წლის 1------------ 2--- წლის 1-----–------- არსებულ პერიოდში, იმ დასაბუთებით, რომ ვაგონების დაცლა დატვირთვის ფრონტზე შ--------------------------------–ის“ მიერ დროულად არ განხორციელდა. ვაგონების დაყოვნების დამადასტურებელი მტკიცებულებები საქმეში წარმოდგენილია საერთო ფორმის აქტების სახით. ეს უკანასკნელი წარმოადგენენ იმ სათანადო მტკიცებულებებს, რომლებითაც შესაძლებელია დადასტურდეს ტვირთის დანიშნულების ადგილზე მიწოდების დაყოვნება ან სხვა გარემოებები და მათ საფუძველზე განისაზღვრება მხარეთა პასუხისმგებლობა.
სასამართლომ განმარტა, რომ მტკიცებულებების გამოკვლევის, საქმის ფაქტობრივი გარემოებების და მხარეებს შორის არსებული ხელშეკრულების შინაარსის გაანალიზების შედეგად მოპასუხის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევის ფაქტი დადგენილია. ასევე განსაზღვრულია ზიანის ანაზღაურებაზე პასუხისმგებელი სუბიექტი, კერძოდ ტვირთმიმღები - შ--------------------------------–ი“. საქმეში წარმოდგენილი საერთო ფორმის აქტებით, მათ შორის, საერთო ფორმის აქტებში მოცემული დროის შუალედის გათვალისწინებით დასტურდება, დანიშნულების სადგურში მიწოდებული ტვირთის შ-------------------------------–-ს მიერ დაყოვნებით, ვადაგადაცილებით მიღების ფაქტი. სწორედ ვაგონების მოცდენის გამო 24 საათზე მეტი მომსახურებისათვის, ს----------ო კოდექსის 22-23-ე, 25-26-ე და 36-ე მუხლების საფუძველზე, მოპასუხეს დაერიცხა ვაგონით სარგებლობის საფასური და ტვირთის შენახვის ხარჯები.
სასამართლომ განმარტა, რომ სამოქალაქო კოდექსის თანახად, გადაზიდვის მომსახურება არის სასყიდლიანი მომსახურება და მოპასუხე ვალდებულია გადაიხადოს გადაზიდვის მომსახურების საფასური. ს-------------–--------------მ გადამზიდველის ვალდებულება შეასრულა ჯეროვნად, კეთილსინდისიერად და დროულად. შესაბამისად, მისი მხრიდან ადგილი არ ჰქონია სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის დარღვევას, ხოლო მოპასუხემ, როგორც ტვირთმიმღებმა სუბიექტმა ვერ უზრუნველყო გადაზიდვის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება, კერძოდ, მან დროულად ვერ დაცალა ვაგონი, რის გამოც, მოცემულ პერიოდში, ადგილი ჰქონდა დანიშნულების სადგურში მიტანილი ვაგონის მოცდენას.
განვითარებული მსჯელობიდან გამომდინარე, სასამართლომ მიაჩნია, რომ 2--- წლის 1------------ 1-----–------- პერიოდში დანიშნულების სადგურ ბ-------- და გზადმდებარე სადგურებში ვაგონების მოცდენის გამო, შ--------------------------------–ს“ ს--------------–--------------ს“ სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ტვირთის შენახვის საფასური 8 434 510 ლარი.
5.2. ს----------ო კოდექსის 22-ე მუხლზე, 23-ე მუხლის პირველი ნაწილზე, 27-ე მუხლზე, 50-ე მუხლზე, სამოქალაქო კოდექსის 427-454-ე მუხლებზე, 448-ე მუხლზე მითითებით სასამართლომ განმარტა, რომ ს-------------–-------------- მოითხოვს მოპასუხისთვის ვაგონებით სარგებლობისთვის წარმოშობილი დავალიანების დაკისრებას, რომელიც დაუსაბუთებელია, კერძოდ:
2--- წლის 1-----–--- ს-------------–--------------ს (შეთანხმების გაფორმების დროისთვის შ--------------–--------------) და შ--------------------------------–ს“ (ყოფილი შ----------------–-----------–--–----) შორის შედგა ორი შეთანხმება, რომელთა მიხედვით მოპასუხემ აღიარა, რომ 2--- წლის 1------------ 2--- წლის 1-----–---- ჩათვლით მათ შორის არ არსებობს არავითარი ფინანსური ვალდებულება ან რაიმე პრეტენზია ვაგონ-ცისტერნების გამოყენების საფასურის ანაზღაურების თაობაზე, ხოლო თუ ასეთი პრეტენზიები უკვე წარდგენილია შ---------------–-------------ის“ მიერ ისინი ითვლება გაუქმებულად (მოხსნილად), რაც ართმევს უფლებას შ---------------–-------------ას“ აღძრას სარჩელი ან წარადგინოს პრეტენზია ზემოთ აღნიშნული ვაგონ-ცისტერნების გამოყენების საფასურის ანაზღაურების თაობაზე. ამასთანავე შ--------------–-------------- იღებს ვალდებულებას და იძლევა გარანტიას, რომ 2--- წლის 1-----–---დან შ---–----------------–-----------–--–-----ს არ წარუდგენს პრეტენზიებს ვაგონ-ცისტერნების გამოყენების საფასურის ანაზღაურების თაობაზე.
რ-------ით ტვირთის გადაზიდვისა და ტვირთის შენახვის ხარჯების ანაზღაურების საკითხი რეგულირებულია არა მხოლოდ სამოქალაქო კოდექსით, არამედ საქართველოს ს----------ო კოდექსის, რ-------ით ტვირთის გადაზიდვის წესებით და საქართველოს ს----------ო სატარიფო პოლიტიკის შესაბამისად. სასამართლოს მოსაზრებით ვაგონით „სარგებლობა“ და ვაგონში ტვირთის შენახვა წარმოადგენს ერთიდაიგივე ფაქტობრივი საფუძვლიდან გამომდინარე ორ სხვადასხვა ტიპის ს----------ო მომსახურებას. „რ-------ის სატარიფო პოლიტიკის“ 32-ე მუხლით დადგენილია და გამიჯნულია როგორც ვაგონის გამოყენების საფასური, ისე ტვირთის, მათ შორის საშიში ტვირთის შენახვის საფასური. ზემოაღნიშნული ორი ს----------ო მომსახურებისათვის განსხვავებული საფასურებია დაწესებული.
სასამართლოს მითითებით ს----------ო კოდექსის შესაბამის ნორმათა (22-ე, 23-ე, 27-ე) შინაარსიდან ნათლად დგინდება, რომ ვაგონებით სარგებლობის მომსახურება, თავის მხრივ მოიცავს როგორც ვაგონების გამოყენებას, ისე ვაგონების მოცდენის საზღაურს, ხოლო ტვირთის შენახვის მომსახურებისათვის სხვა ანაზღაურება გათვალისწინებული არ არის. ვაგონით სარგებლობას ადგილი აქვს არა მარტო ტვირთმიმღების მიერ დანიშნულების სადგურში ჩატანილი ტვირთის მიღების დაგვიანების შემთხვევაში ტვირთის შენახვისას, არამედ თავიდანვე გამგზავნ სადგურში ტვირთის ვაგონში განთავსებისას, ვინაიდან ტვირთის ვაგონში განთავსებით ფაქტობრივად ტვირთმფლობელი უკვე იწყებს რ-------ის ვაგონით სარგებლობას.
წარმოდგენილ შემთხვევაში 2--- წლის 1-----–--- შედგენილი შეთანხმებებით მოსარჩელემ აღიარა, რომ მხარეთა შორის 2--- წლის 1------------ 2--- წლის 1-----–------- ფინანსური ვალდებულებები ვაგონით სარგებლობის საფასურის ანაზღაურების თაობაზე მხარეებს შორის არ არსებობს, რაც სამართლებრივი შედეგის მხრივ, ვალის პატიების ექვივალენტი მოქმედებაა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის რეგულირების რეჟიმში ექცევა, რომელიც იწვევს ვალდებულების შეწყვეტას.
6. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
6.1. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივ - სამართლებრივი საფუძვლები (აპელანტი – შ---------------------------------–---)
6.1.1. სასამართლომ არ იმსჯელა, არ შეაფასა და შესაბამისად არ ასახა გადაწყვეტილებაში ის მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოება, რომ ვაგონ-ცისტერნები, რომლითაც ხორციელდებოდა ტვირთის ტრანსპორტირება სადავო პერიოდში (2--- წლის 01------------ 1-----–------- პერიოდი) არ წარმოადგენდა ს---------------–-------------ის" საკუთრებას, ვაგონ-ცისტერნები იყო ა------------------------ის საკუთრებას, ხოლო ამ უკანასკნელს კი არ დაუყენებია ს----------–-------------ის მიმართ რაიმე პრეტენზია ვაგონების მოცდენის, სარგებლობის ან/და ტვირთის შენახვის გამო და ბუნებრივია მოსარჩელე მხარეს არც რაიმე სახის ზიანი არ აუნაზღაურებია ვაგონების მესაკუთრისათვის.
მოსარჩელის მოთხოვნები უსაფუძვლოა, ვინაიდან ვაგონების მოცდენასთან (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ბ---------------------------–ს არავითარი კავშირი არ გააჩნია და კომპანიის მიერ პირნათლად სრულდებოდა 2--- წლის 1--------------- გაფორმებული ,,სადგურ ბ------–- მომსახურების შესახებ" ხელშეკრულება. იმ შემთხვევაშიც თუკი დავუშვებთ, რომ შ---------------------------------–ი" არღვევდა 2--- წლის 1--------------- გაფორმებული ,,სადგურ ბ------–- მომსახურების შესახებ" ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს და მოცდენა განხორციელდა მისი ბრალით, სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილებისათვის აუცილებელია, რომ მოსარჩელე მხარემ ასევე დაამტკიცოს ზიანის არსებობის ფაქტი და რომ ეს ზიანი სწორედ მას მიადგა. განსახილველ შემთხვევაში გამოდის, რომ ვაგონების, რომლებიც არ იყო რ-------ის საკუთრება, მოცდენის გამო ნ-----------------–მა უნდა გადაუხადოს რ-------ას ამ ვაგონების სარგებლობის და მათში ტვირთის შენახვის საფასური. სახეზე გვაქვს უსაფუძვლო გამდიდრების კლასიკური მაგალითი, როდესაც რ-------ა ცდილობს მიიღოს ის, რაც მას არ ეკუთვნის, მაშინ როდესაც ვაგონების მესაკუთრეს (ა------------------------ას) არანაირი პრეტენზია მოსარჩელისათვის არ წაუყენებია.
6.1.2. სასამართლომ არასწორად მიიჩნია დადგენილად, რომ შ---------------------------------–ი" წარმოადგენდა „ტვირთმიმღებს". აღნიშნული სასამართლომ დაადგინა მხარეთა შორის ხელმოწერილი ხელშეკრულების შინაარსის ანალიზის შედეგად, თუმცა სასამართლო გადაწყვეტილებაში საერთოდ არ გვთავაზობს მსჯელობას და განმარტებას, თუ კონკრეტულად რომელი მუხლების ანალიზის შედეგად მივიდა სასამართლო ამ დასკვნამდე. შესაბამისად, მხოლოდ ზოგადი განცხადება, რომ ხელშეკრულების ანალიზის შედეგად თითქოს დადგინდა, რომ ნ-----------------–ი არის ტვირთმიმღები, უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია. აღნიშნულის საპირისპიროდ, ,,შ---------------------------------–ი" ს---------------–-------------ასთან" სამართლებრივ ურთიერთობაში 2--- წლის 01------------ 1-----–------- პერიოდში ტ--------–ის რეზერვუარებში გადატვირთულ ტვირთებთან მიმართებაში არ წარმოადგენდა არც ტვირთმფლობელს, არც ექსპედიტორს და არც ტვირთმიმღებს.
უდაოდ დადგენილი ფაქტია, რომ 2--- წლის 1---------------, რ-------ასა და ნ-----------------–ს შორის დაიდო ,,სადგურ ბ------–- მომსახურების შესახებ" ხელშეკრულება #0--------. აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე შემსრულებელმა ანუ რ-------ამ აიღო ვალდებულება, რომ მოახდენდა დამკვეთის ანუ ნ-----------------–ის მიერ წინასწარ მითითებულ ვაგონ-ცისტერნებს სადგურ ბ-------დან დამკვეთის ჩამოსასხმელ ესკადრამდე მიწოდება-გადატანას (იხ. მომსახურების ხელშეკრულება, მუხლი 1-ლი) ანუ აღნიშნული მომსახურების ხელშეკრულება აწესრიგებდა ურთიერთობას სადგურ ბ-------დან ტ--------–ის კუთვნილ ესტაკადამდე ვაგონ-ცისტერნების ტრანსპორტირებასთან დაკავშირებით, ხოლო რაც შეეხება თავად სადგურ ბ------ამდე ნ----------------------- ტრანსპორტირებას, აღნიშნული საკითხი არ იყო მომსახურების ხელშეკრულების რეგულირების საგანი. სადგურ ბ------ამდე ვაგონ-ცისტერნების ტრანსპორტირების საკითხი წესრიგდებოდა უშუალოდ რ-------ასა და ტვირთგამგზავნს/ტვირთმიმღებს (ტვირთმფლობელს) შორის დადებული გადაზიდვის ხელშეკრულებების (საგზაო უწყისი, ზედნადები) საფუძველზე.
საქმესთან დაკავშირებით ცისტერნებით ტვირთის გადაზიდვის პროცესში არსებობდა მხოლოდ ერთი სატრანსპორტო გადაზიდვა, კერძოდ, ტვირთგამგზავნი სადგურიდან ბ-------ს სადგურამდე ნ----------------------- ტრანსპორტირებასთან დაკავშირებული ურთიერთობა, რ-------ას, ტვირთგამგზავნსა და ტვირთმფლობელს (ტვირთმიმღებს) შორის (ტრანსპორტირება ხორციელდებოდა დსთ-ს წევრი ქვეყნის რ-------ის კუთვნილი ვაგონებით). რაც შეეხება სადგურ ბ-------დან ტ--------–ის კუთვნილ საცავებში ნ----------------------- მიწოდება-გადატანასთან დაკავშირებულ ურთიერთობას, იგი რეგულირდებოდა მომსახურების ხელშეკრულების საფუძველზე, რომლის თანახმადაც შ---------------------------------–ი" წარმოადგენს დამკვეთს, ხოლო რ-------ა კი შემსრულებელს. ხელშეკრულებით არ იყო განსაზღვრული სადგურ ბ-------დან ტ--------–ის კუთვნილ ჩიხებში მოსაწოდებელი ვაგონ-ცისტერნების მოცულობები (მაგ: წლიური, კვარტალური და ა.შ), თითოეული მიწოდება სადგურიდან ჩიხამდე უნდა განხორციელებულიყო ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შ---------------------------------–ის" წინასწარ განხორციელებული წერილობით მითითების (დაკვეთის) შესაბამისად, რომელიც შეთანხმებული იყო სათანადო ფორმით, მიწოდებისა და ჩამოცლის ერთდროული ფრონტით, (იხ. ხელშეკრულება: 1-ლი მუხლი, ასევე მე-3 მუხლის მე-4 პუნქტი). ტ--------–ი არ იყო ვალდებული მიეღო ის შესრულება, რომლის შესახებაც მითითება წინასწარ არ ჰქონდა გაცემული ანუ უფლება ჰქონდა არ დაეცალა ის ცისტერნები, რომლის შესახებაც დაკვეთა არ ჰქონდა განხორციელებული, ვინაიდან ხელშეკრულების მიხედვით ნ-----------------–ს გააჩნდა აბსოლუტური თავისუფლება გაეცა მითითება ვაგონ-ცისტერნების ესტაკადაზე მიწოდებაზე თავისი შეხედულების შესაბამისად (შეეთანხმებინა ვაგონების მიღება), რაც სადაო შეიძლება გამხდარიყო უშუალოდ ტვირთმფლობელების/ტვირთმიმღებების მიერ და არა რ-------ის მიერ, რომელსაც უნდა ემოქმედა ტ--------–ის მითითებების შესაბამისად. ტ--------–ს უფლება ჰქონდა უარი ეთქვა იმ ვაგონ-ცისტერნების დაცლაზე, რომელთა შესახებაც მას მითითება არ ჰქონდა გაცემული. ხელშეკრულების 3.1, 3.2 და 3.3 მუხლების თანახმად, რ-------ის ვალდებულებას წარმოადგენდა ვაგონ-ცისტერნების სადგურთან მიახლოების შესახებ შეტყობინება გაეგზავნა ტ--------–ისთვის და მიეწოდებინა ინფორმაცია ტვირთისა და ტვირთმფლობელების შესახებ. თუმცა, რ-------ის ამგვარი ვალდებულება არანაირად არ წარმოშობდა ტ--------–ის ვალდებულებას დაუყოვნებლივ ან გარკვეულ დადგენილ ვადაში მოეხდინა ვაგონ-ცისტერნების ესტაკადაზე მიღება. პირიქით, რეზევუარების დატვირთულობიდან და ტვირთის მიღების შესაძლებლობიდან გამომდინარე, ტ--------–ი აძლევდა რ-------ას შესაბამის მითითებას ტვირთის ესტაკადაზე მიტანის თაობაზე.
საკანონმდებლო ნორმების, ასევე ტ--------–ის დაკვეთით რ-------ის მიერ შესრულებული სამუშაოს შინაარსის გათვალისწინებით, 2--- წლის 1--------------- მხარეებს შორის დადებული ,,სადგურ ბ------–- მომსახურების შესახებ" ხელშეკრულება #0-------- წარმოადგენს ნარდობის ხელშეკრულებას, რომლის მიხედვითაც შემკვეთი არის შ---------------------------------–ი", ხოლო შემსრულებელი ს---------------–-------------ა". მართალია მითითებული ნარდობის ხელშეკრულება ეხება ისეთი ტიპის მომსახურებას, რომელიც დაკავშირებულია ს----------ო გზის საშუალებით მომსახურების გაწევასთან, თუმცა ეს გარემოება არ აქცევს ნ-----------------–ს ტვირთმიმღებად საქართველოს ს----------ო კოდექსის მიზნებისათვის. საქმეში არსებულ საგზაო უწყისებისა და ზედნადებების აბსოლუტურ უმრავლესობაში ტვირთმიმღებად მითითებული არის არა ბ---------------------------–ი, არამედ სრულიად სხვა კომპანიები და ზოგიერთ მათგანში მხოლოდ აღნიშნულია, რომ ტვირთმიმღებმა კომპანიამ ნ-------- განათავსოს შ--------------------------------–ის“ რეზერვუარებში, რაც ნიშნავს იმას, რომ ბ---------------------------–ი არ წარმოადგენს ტვირთმიმღებს და მისი რეზერვუარების გამოყენება ხდება გადაზიდვის პროცესში.
6.1.3. სასამართლომ არ შეისწავლა ის გარემოება, რომ შ---------------------------------–ი"-ს მიერ ხელშეკრულების მოქმედების მთელი პერიოდის განმავლობაში ჯეროვნად სრულდებოდა ,,სადგურ ბ------–- მომსახურების შესახებ" 2--- წლის 1--------------ის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები. საქმის მასალებით დასტურდება, რომ ნ-----------------–ს არანაირი ბრალი იმაში, რომ ბ-------ს და გზადმდებარე სადგურებში ხდებოდა ვაგონ-ცისტერნების მოცდენა-დაყოვნება არ მიუძღვის. პირიქით, ვაგონების მოცდენა-დაყოვნების მიზეზი რ-------ის მიერ კანონით დადგენილი ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულება წარმოადგენდა. სასამართლოს განცხადება, თითქოს საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების გამოკვლევის შედეგად დასტურდება, რომ მოპასუხემ ვერ უზრუნველყო ტვირთის დროულად გადმოტვირთვა, რამაც გამოიწვია სადგურ ბ-------- და გზადმდებარე სადგურებში მოსარჩელის ვაგონების მოცდენა-დაყოვნება, არის უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი. საქმეში წარმოდგენილი არც ერთი მტკიცებულებით ეს გარემოება არ დასტურდება, პირიქით, საქმეში წარმოდგენილი მტიცებულებები ადასტურებს, რომ ტ--------–ი მოქმედებდა კანონისა და ხელშეკრულების სრული დაცვით, ხოლო რ-------ა კი თავისი უპასუხისმგებლო ქმედებებით ქმნიდა პრობლემებს ტვირთის გადაზიდვის მარშრუტზე.
6.1.4. სასამართლომ გადაწყვეტილებაში საერთოდ არ ახსენა მოპასუხის მიერ წარდგენილი ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ,,ს---------------–-------------ის" მიერ არ სრულდებოდა ,,სადგურ ბ------–- მომსახურების შესახებ" 2--- წლის 1--------------ის ხელშეკრულებით და მათ შორის, ს----------ო კოდექსით ნაკისრი ვალდებულებები. კერძოდ, რ-------ა სადგურ ბ------თან მიახლოებამდე არ აწვდიდა შ---------------------------------–ს" ინფორმაციას ტვირთის მიახლოების შესახებ, ასევე არ ხდებოდა სადგურში ვაგონების შესვლის შემდგომ შ---------------------------------–ი"-ს ინფორმირება აღნიშნულის თაობაზე. მოსარჩელემ განაცხადა, რომ თითქოს რ-------ა აგზავნიდა სატელეფონო შეტყობინებებს, თუმცა ტ--------–ი ადასტურებს, რომ მას არანაირი შეტყობინება, მათ შორის სატელეფონო, რ-------ისაგან არ მიუღია. რ-------ა ცდილობს საკუთარი ვალდებულების შესრულება რაიმენაირად დაადასტუროს და იმ პირობებში, როდესაც ვერ წარმოადგინა ამისი მტკიცებულება, მითითებას აკეთებს ვითომდა სატელეფონო შეტყობინების გაგზავნაზე.
მოსარჩელე მხარე ვალდებული იყო ყოველ კონკრეტულ შემთვევაში სადგურ ბ------თან მიახლოებამდე 2 (ორი) საათით ადრე მიეწოდებინა მოპასუხე მხარისთვის ცისტერნების სადგურ ბ------თან მიახლოების შესახებ (იხ.ხელშეკრულება: მე-3 მუხლის 1-ლი პუნქტი, ასევე ს----------ო კოდექსის 25-ე მუხლის მე-5 და მე-7 ნაწილები, რ-------ით ტვირთის გადაზიდვის წესების 352-ე და 357-ე მუხლები). მოსარჩელე მხარე ვალდებული იყო ყოველ კონკრეტულ შემთვევაში სადგურ ბ------–- ვაგონ-ცისტერნების შესვლიდან ნახევარ საათის ფარგლებში მიეწოდებინა ინფორმაცია ვაგონ ცისტერნების სადგურში შემოსვლის შესახებ (იხ. ხელშეკრულება: მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი), ს---------------–-------------ა" მითითებულ ვალდებულებებს არ ასრულებდა, რაც ბუნებრივია გამორიცხავს ხელშეკრულებიდან გამომდინარე ტ--------–ის პასუხისმგებლობას.
6.1.5. სასამართლომ სრულიად უკანონოდ მიიჩნია დადგენილად, რომ ,,საერთო ფორმის აქტები წარმოადგენს ვაგონების დაყოვნების დამადასტურებელ მტკიცებულებას და რომ ამ აქტებით დასტურდება დანიშნულების სადგურში მიწოდებული ტვირთის შ--------------------------------–ის“ მიერ დაყოვნებით, ვადაგადაგაცილებით მიღების ფაქტი. რ-------ის მიერ საქმეში წარმოდგენილი საერთო ფორმის აქტები ვერანაირად ვერ იქნება ზემოხსენებული გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულება, რადგანაც ისინი შედგენილია არასახელმწიფო ენაზე და საქმეში არ არის წარმოდგენილი მისი სათანადოდ დამოწმებული ასლები.
ამასთან, აღნიშნულ დოკუმენტებით არ დგინდება სადგურ ბ------–- და გზადმდებარე სადგურებში ვაგონების მოცდენის მიზეზი, მოცდენასთან შ---------------------------------–ი"-ს კავშირი; მათში არ არის ნახსენები შ---------------------------------–ი" და არც მისი წარმომადგენლების მოწვევა მომხდარა და არც მათი ხელმოწერაა აქტზე; საერთო ფორმის აქტებში ტვირთმიმღებად მითითებულია სულ სხვა კომპანიები და არა ნ-----------------–ი, ხოლო ისინი ხელმოწერილია რ-------ის თანამშრომლების მიერ; საერთო ფორმის აქტების შედგენის დროს არ ხდებოდა ტ--------–ის ინფორმირება.
მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი სასარჩელო განცხადების, ასევე საქმეში არსებული მტკიცებულებების გათვალისწინებით (მიუხედავად იმისა, რომ ისინი არასახელმწიფო ენაზეა შესრულებული) აბსოლუტურად იდენტიფიცირებადია ტვირთმფლობელი კომპანიები, რომლებიც არ არის ბ---------------------------–ი. ვაგონების მოცდენა ხდებოდა სადგურებში და საერთო ფორმის აქტებიც დგებოდა შესაბამის დოკუმენტებში მითითებული ტვირთმიმღებების მიმართ. შესაბამისად, იმ შემთხვევაშიც კი თუ დადასტურდება სხვადასხვა სადგურში, მათ შორის სადგურ ბ------–- ვაგონების მოცდენა და სარგებლობის ფაქტობრივი გარემოება, აღნიშნული ფაქტზე პასუხისმგებლობა ეკისრება არა ნ-----------------–ს, არამედ იმ ტვირთმფლობელ (თვირთმიმღები) კომპანიებს ვინც უშუალოდ წარმოადგენდა გადაზიდვის მხარეს, ხოლო ნ-----------------–ის პასუხისმგებლობა შემოიფარგლებოდა მომსახურების ხელშეკრულებით.
6.1.6. სასამართლოს მიერ არასრულყოფილად იქნა შესწავლილი და არასწორი შეფასება მიეცა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2--- წლის 2----------ის #0-------- დასკვნას, რომლის თანახმადაც 2--- წლის ს----------–-------------ის სატარიფო პოლიტიკის გათვალისწინებით, 2--- წლის 1------------ 2--- წლის 1-----–------- პერიოდში ს--------------–--------------ს“ მიერ ვაგონებში საშიში ტვირთის შენახვაზე გაწეული მომსახურების საფასური შეადგენს - 8 434 510 ლარს, ხოლო ამავე პერიოდში ს----------–-------------ის სატარიფო პოლიტიკის გათვალისწინებით, ვაგონების გამოყენების მომსახურების საფასური შეადგენს - 2 893 436 ლარს.
სასამართლოს არ უნდა გაეზიარებინა ექსპერტიზის დასკვნა, რადგანაც: დასკვნის შედგენისას დარღვეულია სასამართლოს განჩინება; დასკვნა გაკეთდა საქმეში არარსებულ ელექტრონულ დოკუმენტებზე დაყრდობით; კვლევა ჩატარებულია პირველადი დოკუმენტაციის (საგზაო უწყისები, საერთო ფორმის აქტები) შესწავლისა და გამოყენების გარეშე; დასკვნა შედგენილია მხოლოდ რ-------ის ცალმხრივი ინფორმაციის საფუძველზე და მოცემული ინფორმაციის გადამოწების გარეშე; ვერ იქნა შედარებული საზღვარზე ვაგონის შემოსვლის თარიღი, სადგურში მისვლის თარიღი და ვაგონის ტვირთის წონა; ექსპერტიზის დასკვნა პასუხს არ სცემს მთავარ შეკითხვას, რა კავშირი აქვს მითითებულ მომსახურებებს/მოცდენებს ბ---------------------------–თან.
6.1.7. სასამართლომ არასწორად მიიჩნია დადგენილად, რომ მოპასუხემ ვერ უზრუნველყო ტვირთის დროული გადმოტვირთვა, რამაც გამოიწვია სადგურ ბ-------- და გზადმდებარე სადგურებში მოსარჩელის ვაგონების მოცდენა-დაყოვნება. მოცემული გარემოება სასამართლოს მითითებით დადგენილ იქნა საერთო ფორმის აქტების საფუძველზე, რომლებიც შედგენილ იქნა შ---------------------------------–ი"-ს წარმომადგენლების მიწვევის და მონაწილეობის გარეშე, საერთო ფორმის აქტებში შ---------------------------------–ი"-ს მითითების გარეშე, საერთო ფორმის აქტები და საგზაო უწყისები შედგენილია რუსულ ენაზე (დაზუსტებულ სარჩელთან ერთად წარმოდგენილია საგზაო უწყისების სტანდარტული ფორმის ბლანკის თარგმანი, რომელიც არ შეიძლება განვიხილოთ მოცემულ დავასთან კავშირში მყოფ მტკიცებულებად), ვინაიდან მისი შინაარსობრივი ნაწილი სადაოა, მათი მტკიცებულების სახით განხილვა დამოწმებული სახით ქართული თარგმანის წარმოდგენამდე შეუძლებელია, საერთო ფორმის აქტებში ეშელონის ადგილსამყოფლად მითითებულია სადგური ბ-------, ასევე სადგურ ბ------ამდე არსებული სადგურები და არა ტ--------–ის ჩიხი, ტვირთმიმღებად მითითებულია ტვირთმფლობელი კომპანიები, ხოლო საერთო ფორმის აქტები ხელმოწერილია თავად სადგურის და რ-------ის თანამშრომლების მიერ, ანუ არცერთი საერთო ფორმის აქტი/ქმანი არ არის შედგენილი შ---------------------------------–ი“-ს მიმართ, საერთო ფორმის აქტები/ქმანები შედგენილია ტვირთმფლობელი (ტვირთმიმღები) კომპანიების მიმართ და არა მოპასუხე მხარის მიმართ, აქტების შედგენის დროს არ ხდებოდა ტ--------–ის ინფორმირება აქტის შედგენაში მონაწილეობის მისაღებად, საერთო ფორმის აქტების/ქმანების დიდი ნაწილი არ იკითხება, საგზაო უწყისებში და საერთო ფორმის აქტებში ჩაწერილი მონაცემები არ იკითხებოდა მაგ: საზღვარზე შემოსვლის თარიღი არ იკითხებოდა, ტვირთის წონა არ იკითხებოდა, ვაგონის ნომერი არ იკითხებოდა, მოცდენის ვადა არ იკითხება, საერთო ფორმის აქტების/ქმანების ის ნაწილი რაც იკითხება არ გვაწვდის ინფორმაციას მოცდენის მიზეზებზე, მითუმეტეს მოცდენის შ---------------------------------–თან“ კავშირზე, (ხსენებულ ქმანებში არ არის მითითება იმის თაობაზე თუ რის გამო მოხდა მოცდენა, ვინ არის ამაში ბრალეული სუბიექტი), შესაბამისად, ტ--------–ის ბრალეულობა გამორიცხულია.
გარდა ზემოაღნიშნულისა, სასამართლომ გვერდი აუარა მოსარჩელე მხარის მიერ დარღვეულ იმ ვალდებულებებს, რომელიც წინ უსწრებდა შ---------------------------------–ი"-ს ვალდებულებებს ვაგონების დაცლასთან დაკავშირებით (2 საათით ადრე გაფრთხილების ვალდებულება და ა.შ), შესაბამისად იმ შემთხვევაშიც თუ დადგენილად მივიჩნევთ, რომ ,,მოპასუხემ ვერ უზრუნველყო ტვირთის დროული გადმოტვირთვა, რამაც გამოიწვია სადგურ ბ-------- და გზადმდებარე სადგურებში მოსარჩელის ვაგონების მოცდენა-დაყოვნება" ს---------------–-------------ის" წინმსწრები ვალდებულებების დარღვევის პირობებში შ---------------------------------–ი"-ს პასუხისმგებლობა ვაგონების მოცდენისთვის ასევე გამორიცხულია.
6.1.8. სასამართლომ საერთოდ ყურადღების მიღმა დატოვა და არ იმსჯელა იმ მტკიცებულების შესახებ, რომ ,,2--- წლის 2---------ს ს----------–-------------ის რევიზიის აქტის თანახმად 2--- წლის 1------------ 2--- წლის 1-----–------- შ------------------–-----------–--–------ისთვის დარიცხული იქნა საერთო ჯამში მხოლოდ 7.275699,98 ლარი (ტ.1, ს.ფ. 83).
ამავე აქტის თანახმად (ტ.1, ს.ფ.83, მე-3 აბზაცი) რ-------ა ადასტურებს იმ გარემოებას, რომ ვაგონ-ცისტერნების სარგებლობისა და ტვირთის შენახვის საფასური ამ კონკრეტული დავალიანებისათვის გადანაწილებულია ტვირთმფლობელ კომპანიებზე და შემდგომში ქვემოთ ჩამოთვლილია ყველა კომპანია, ვისაც გააჩნია დავალიანება 2--- წლის 1------------ 1-----–---- ჩათვლით. ამ ჩამონათვალში ბ---------------------------–ი საერთოდ არ არის, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ გარემოებას, რომ რ-------ას პრეტენზია შესაძლოა ჰქონოდა და ჰქონდა კიდეც არა ტ--------–ის, არამედ მტვირთმფლობელი (ტვირთმიმღები) კომპანიების მიმართ.
6.1.9. სასამართლომ არასწორი შეფასება მისცა რ-------ასა და ტ--------–ს შორის 2--- წლის 1-----–--- გაფორმებულ შეთანხმებას (ტ.1, ს.ფ. 208), რომლის თანახმადაც რ-------ამ უარი თქვა ვაგონების მოცდენა-შეყოვნებიდან გამომდინარე ყველა სახის პრეტენზიაზე და ზიანის ანაზღაურებაზე რასაც შესაძლოა ადგილი ჰქონოდა 2--- წლის 1------------ 2--- წლის 1-----–---- ჩათვლით, კერძოდ, მხარეებმა შეთანხმებაში ძალიან მკაფიოდ და გარკვევით განაცხადეს, რომ 2--- წლის 1------------ 2--- წლის 1-----–---- ჩათვლით მათ შორის არ არსებობს არავითარი ფინანსური ვალდებულება და რაიმე პრეტენზია ვაგონ-ცისტერნების გამოყენების საფასურის ანაზღაურებაზე და თუკი ასეთი პრეტენზიები უკვე წარდგენილია რ-------ის მიერ, ისინი ითვლება გაუქმებულად, რაც ართმევს რ-------ას უფლებას აღძრას სარჩელი ან წარადგინოს ახალი პრეტენზია ვაგონ-ცისტერნების გამოყენების საფასურის ანაზღაურების თაობაზე. მხარეთა შორის გაფორმებული ეს შეთანხმება სრულად ათავისუფლებს ტ--------–ს ამ პერიოდში რ-------ის მხრიდან მის მიმართ შესაძლო მოთხოვნებისაგან. შეთანხმების ტექსტი არის ყოვლისმომცველი და არ ტოვებს იმის ინტერპრეტაციის შესაძლებლობას, რომ შესაძლოა რაიმე სახის ზიანის მოთხოვნის უფლება რ-------ას დარჩა. მხარეებს შეთანხმების ხელმოწერისას მხოლოდ და მხოლოდ ეს განზრახვა ჰქონდათ. ამ მოსაზრებას ადასტურებს სასამართლოს მიმდინარეობისას თავად ს----------–-------------ის პოზიცია, როდესაც ისინი ამ შეთანხმებასთან დაკავშირებით აცხადებდნენ მხოლოდ ერთს, რომ იგი იყო ყალბი, ხოლო მისი შინაარსი კი მათ არასდროს დაუყენებიათ ეჭვქვეშ. თუმცა, მას შემდეგ, რაც ექსპერტიზამ დაადასტურა, რომ შეთანხმებაზე ნამდვილად რ-------ის გენერალური დირექტორის ხელმოწერა იყო, მათ არაფერი დარჩათ სათქმელი და არც სასამართლოს სხდომებზე უთქვამთ ამის თაობაზე რაიმე. ჯერ კიდევ 2009 წლის 09 ი--–---ს სხდომაზე (ტ. 1, ს.ფ. 218) რკინიზის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ რ-------ის არქივში თითქოს არ აღმოჩნდა 2--- წლის 1-----–---- შეთანხმებები და არსებობდა საფუძვლიანი ეჭვი მათ სინამდვილესთან დაკავშირებით, რადგანაც არარეალური იყო 13 მილიონის პატიება. ამ ეტაპზე რ-------ა იცნობს შეთანხმებების ტექსტს, თუმცა მის შინაარსთან დაკავშირებით არც კი აქვს რაიმე სადაო და გარკვევით ადასტურებს იმას, რომ შეთანხმებები სრულად მოიცავს ნებისმიერი სახის ვალდებულებას.
ს----------ო კოდექსის 23-ე მუხლით განსაზღვრულია ორი ტიპის გადასახადი: ვაგონით სარგებლობის საფასური და ტვირთის შენახვის საფასური. შეთანხმებაში მითითებულია, რომ რ-------ა ტ--------–ს ათავისუფლებს ვაგონ-ცისტერნების გამოყენების საფასურთან დაკავშირებული ნებისმიერი ვალდებულებისაგან. გამოყენება ცხადია მოიცავს როგორც სარგებლობას (რადგანაც ვაგონის სარგებლობისას ვიყენებთ მას), ასევე ვაგონში ტვირთის შენახვასაც, რადგანაც როდესაც ტვირთს ვინახავთ ვაგონში, ცხადია მას ვიყენებთ. თუკი არ გამოვიყენებთ ვაგონს, მაშინ როგორ უნდა შევინახოთ მასში ტვირთი? სრულიად გაუგებარია სასამართლოს მსჯელობა ამ საკითხთან დაკავშირებით, რადგან სასამართლომ არ გაითვალისწინა საქმეში არსებული მტკიცებულებები, მხარეთა ნამდვილი ნება შეთანხმების გაფორმებისას, რაც ცხადია ერთმნიშვნელოვნად გულისხმობდა რ-------ის მიერ ყველა სახისა და ტიპის მოთხოვნისაგან ტ--------–ის გათავისუფლებას.
6.1.10. პირველი ინსტანციის სასამართლოს ყურადღების მიღმა დარჩა რ-------ის სასარჩელო მოთხოვნების ხანდაზმულობის საკითხი, კერძოდ, რ-------ის მიერ 2--- წლის დეკემბერში ბ-------ს საქალაქო სასამართლოში შეტანილი იქნა გადახდის ბრძანება, რომლის თანახმადაც რ-------ის სადაო მოთხოვნა ტ--------–ის წინააღმდეგ გამომდინარეობდა 2--- წლის 1----–---დან 2--- წლის 1---------ამდე პერიოდიდან. 2007 წლის 13 თებერვლის დაზუსტებულ სარჩელში (ტ.1, ს.ფ. 66) რ-------ამ უცვლელი დატოვა საკუთარი მოთხოვნა და კვლავაც ითხოვდა ზიანის ანაზღაურებას 2--- წლის 1----–---დან 2--- წლის 1---------ამდე პერიოდისათვის, რაც კიდევ ერთხელ დადასტურდა რ-------ის წარმომადგენლის მიერ 2009 წლის 9 ი--–---ს სასამართლო სხდომაზე (ტ.1, ს.ფ. 218). ამის შემდგომ 2015 წლის 5 ივნისს რ-------ამ სასამართლოში წარადგინა კიდევ ერთი დაზუსტებული სარჩელი (ტ.4, ს.ფ.4), რომელშიც უკვე შეცვალა სარჩელის საფუძველი და მოითხოვა ზიანის ანაზღაურება 2--- წლის 1------------ 2--- წლის 1-----–------- პერიოდისათვის. ანუ გამოდის, რომ რ-------ამ 2--- წლის 1------------ 2--- წლის 1-----–------- პერიოდისათვის ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა დააყენა მხოლოდ 2015 წლის 5 ივნისს, ანუ სავარაუდო ზიანის წარმოშობიდან 10 წლის შემდეგ. სამოქალაქო კოდექსის 699-ე მუხლის თანახმად, გადაზიდვებიდან გამომდინარე უფლებების ხანდაზმულობის ვადა არის ერთი წელი. იმავე კოდექსის 129-ე მუხლის შესაბამისად, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, ხოლო 128-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობის საერთო ვადა შეადგენს ათ წელს. ჩვენს შემთხვევაში რ-------ას გაშვებული აქვს 2--- წლის 1------------ 2--- წლის 1-----–------- პერიოდში ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის ყველა შესაძლო ხანდაზმულობის ვადა. აქედან გამომდინარე, სარჩელს უარი უნდა ეთქვას, რადგანაც იგი ხანდაზმულია.
6.2. შეგებებული სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივ - სამართლებრივი საფუძვლები (აპელანტი – ს---------------–----------------).
6.2.1. სასამართლომ არასწორად მიიჩნია დადგენილად ის ფაქტობრივი გარემოება, რომ 2--- წლის 1------------ 2--- წლის 1-----–---- ჩათვლით ს---------------–-------------ას’’ და შ---------------------------------–ი"-ს შორის არ არსებობდა არავითარი ფინანსური ვალდებულება ან რაიმე პრეტენზია ვაგონით სარგებლობის საფასურის ანაზღაურების თოაბზე.
რ-------ასა და ნ-----------------–ს შორის 2--- წლის 1--------------- დაიდო მომსახურების შესახებ N0-------- ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც რ-------ა 2--- წლიდან 2--- წლის ბოლომდე ნ-----------------–ს უწევდა მომსახურებას ცისტერნების მიწოდება გადატანაზე ტ--------–ის კუთვნილ ჩიხებში. ხელშეკრულების 4.6 მუხლის თანახმად, მოპასუხეს უნდა უზრუნველყო ტექნიკური პირობების და ხელშეკრულების 3.3. მუხლის შესაბამისად, დანიშნულების სადგურში შესული ტვირთის დროული დაცლა, წინააღმდეგ შემთხვევაში, მე-6 მუხლის შესაბამისად დაეკისრებოდა ჯარიმა ვაგონების მიწოდება გადატანის დაყოვნებისათვის თითოეული ვაგონის ყოველი საათით დაგვიანებისათვის. ნ-----------------–ის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება არ შესრულდა და არ იქნა დაცული ტვირთის დროულად გადმოტვირთვის ვადები. საქმის განხილვის შედეგად დადგინდა, რომ ტ--------–მა ვერ უზრუნველყო ტვირთის დროული გადმოტვირთვა, რამაც გამოიწვია სადგურ ბ-------- და გზადმდებარე სადგურებში რ-------ის ვაგონების მოცდენა-დაყოვნება, რის შესაბამისად შედგენილი იქნა საერთო ფორმის აქტები, რომლის საფუძველზეც ტ--------–ს წარმოეშვა ვალდებულება გადაეხადა ვაგონის მოცდენის გამო ვაგონებით სარგებლობის საფასური. ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნით დგინდება, რომ 2--- წლის 1------------ 2--- წლის 1-----–-------, ვაგონების გამოყენების (სარგებლობის) საფასურმა შეადგინა 2 893 436 ლარი.
6.2.2. სასამართლომ არასწორად მიიჩნია დადგენილად, რომ რ-------ის გენერალური დირექტორის - ა----------ის მიმართ 2--- წლის 2 აგვისტოს სისხლის სამართლის განაჩენით დადგა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, მათ შორის ნ-----------------–თან 2--- წლის 1-----–--- დადებული შეთანხმების გამო, რომლითაც მხარეებმა აღიარეს, რომ 2--- წლის 1------------ 2--- წლის 1-----–---- ჩათვლით მათ შორის არ არსებობდა არანაირი ფინასური ვალდებულება და რაიმე პრეტენზია ვაგონცისტერნების გამოყენების საფასურის ანაზღაურების თაობაზე, ხოლო თუ ასეთი პრეტენზიები უკვე წარდგენილი იყო რ-------ის მიერ, ისინი ითვლებოდა გაუქმებულად, რაც ართმევდა რ-------ას უფლებას აღძრას სარჩელი ან წარადგინოს ახალი პრეტენზია აღნიშნული ვაგონ ცისტერნების გამოყენების საფასურის ანაზღაურების თაობაზე. ხოლო მეორე შეთანხმებით, რ-------ა იღებდა ვალდებულებას და იძლეოდა გარანტიას, რომ აღარ წარადგენდა პრეტენზიას ვაგონ ცისტერნების გამოყენების საფასურის ანაზღაურების თაობაზე.
აღნიშნული განაჩენით დადგენილია, რომ ნ-----------------–თან 2--- წლის 1-----–---- შეთანხმების დადებით მან ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დასჯადი ქმედება, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, ე.ი. მოხელის მიერ არაერთგზის სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, საჯარო სამსახურის მოთხოვნის საწინააღმდეგოდ სხვისთვის რაიმე გამორჩენის და უპირატესობის მისაღებად, რამაც იურიდიული პირის უფლების და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა გამოიწვია.
6.2.3. სასამართლომ არასწორად მიიჩნია დადგენილად, რომ რ-------ასა და ნ-----------------–ს შორის 2--- წლის 1-----–--- დაიდო შეთანხმებები, რომლითაც რ-------ამ აღიარა, რომ მხარეთა შორის 2--- წლის 1------------ 2--- წლის 1-----–------- ფინანსური ვალდებულებები ვაგონით სარგებლობის საფასურის ანაზღაურების თაობაზე არ არსებობს და რომ აღნიშნული სამართლებრივი შედეგის მხრივ, სსკ-ის 448-ე მუხლის რეგულირებაში ექცევა, ვალის პატიების ექვივალენტი მოქმედებაა, იწვევს ვალდებულების შეწყვეტას და არ მიიჩნია, რომ აღნიშული შეთანხმებები არის ბათილი.
ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ზემოაღნიშნული შეთანხმებების დადებისათვის ა----------ის მიმართ დადგა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, უდაოდ ადასტურებს იმას, რომ შეთანხმებები არის კანონსაწინააღმდეგო და შესაბამისად წარმოადგენს ბათილ გარიგებებს.
7. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.
ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება
სასამართლო დადგენილად მიიჩნევს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
7.1. 2--- წლის 1--------------- ს--------------–--------------ს“ (შემსრულებელი) და შ--------------------------------–ს“ (დამკვეთი) შორის დაიდო სადგურ ბ------–- მომსახურების შესახებ №0-------- ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც შემსრულებელი დამკვეთს უწევს მომსახურეობას ცისტერნების მიწოდება-გადატანაზე დამკვეთის ჩამოსასხმელ ესტაკადებზე, რაც არის ჩამოსასხმელი ტვირთების გადმოტვირთისათვის განკუთვნილი მონაკვეთები დამკვეთის ტერიტორიაზე, რომელიც შეერთებულია სადგურის ლიანდაგებთან უწყვეტი ხაზით და აღჭურვილია განსაზღვრული ტვირთების მექანიზირებული ჩამოსხმისათვის.
ხელშეკრულების 3.1 პუნქტის შესაბამისად, შემსრულებელი ვალდებულია დამკვეთს მიაწოდოს წინასწარი ინფორმაცია 2 საათით ადრე ცისტერნების სადგურთან მიახლოების შესახებ, ხოლო 3.4 და 3.6. პუნქტების მიხედვით, შემსრულებელი ასევე ვალდებულია დამკვეთის მითითების შესაბამისად, ტ--------–ის ჩიხებში ჩამოსაცლელად მიაწოდოს ცისტერნები, წარუდგინოს დამკვეთს სატრანსპორტო საბუთები ცისტერნებზე, რომლებიც შემოვიდა სადგურში, ცისტერნების სადგურში შემოსვლიდან 30 წუთის განმავლობაში.
ხელშეკრულების მე-4 მუხლით განისაზღვრა დამკვეთის ვალდებულებები, კერძოდ: დამკვეთი ვალდებულია სადგურიდან მიღებული შეტყობინების შემდეგ ცისტერნების შემოსვლის შესახებ 30 წუთის განმავლობაში უზრუნველყოს სატრანსპორტო საბუთების მიღება (4.2. პუნქტი); დანიშნოს პასუხისმგებელი პირები, რომელთაც ექნებათ სადგურში სატრანსპორტო საბუთების მიღების უფლება, რაც უნდა გაფორმდეს დოკუმენტალურად (4.5 პუნქტი); ტექნიკური პირობების შესაბამისად, უზრუნველყოს ცისტერნათა დღეღამური იჩამოსხმა (4.6 პუნქტი).
ხელშეკრულების მე-6 მუხლით გათვალისწინებულია მხარეთა პასუხისმგებლობა, კერძოდ 6.2 პუნქტის თანახმად, შ-------------------–-----------–--–-----’-ს ჩამოსასხმელ ესტაკადაზე მდგომი ჩამოსასხმელად მიწოდებული დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ქვეყნების ეროვნული რ-------ების ადმინისტრაციულ საკუთრებაში მყოფი ვაგონების დაყოვნებისათვის, რაც გამოწვეულია დანართი N1-ით დადგენილი ვადების გადაცილებით, დამკვეთი იხდის ჯარიმას პრეისკურანტი 10-01-ის შესაბამისად, თითოეული ვაგონის ყოველი საათის დაგვიანებისათვის, თუ დამკვეთმა შეითანხმა აღნიშნული ვაგონების მიწოდება.
2--- წლის 1-----–--- ს-------------–--------------ს (შეთანხმების გაფორმების დროისთვის შ--------------–--------------) და შ--------------------------------–ს“ (ყოფილი შ----------------–-----------–--–----) შორის შედგა შეთანხმება, რომლის მიხედვით, შეთანხმების მონაწილე მხარეები აღიარებენ, რომ 2--- წლის 1------------ 2--- წლის 1-----–---- ჩათვლით მათ შორის არ არსებობს არავითარი ფინანსური ვალდებულება ან რაიმე პრეტენზია ვაგონ-ცისტერნების გამოყენების საფასურის ანაზღაურების თაობაზე, ხოლო თუ ასეთი პრეტენზიები უკვე წარდგენილია შ---------------–-------------ის“ მიერ ისინი ითვლება გაუქმებულად (მოხსნილად), რაც ართმევს უფლებას შ---------------–-------------ას“ აღძრას სარჩელი ან წარადგინოს პრეტენზია ზემოთ აღნიშნული ვაგონ-ცისტერნების გამოყენების საფასურის ანაზღაურების თაობაზე.
2--- წლის 1-----–--- ს-------------–--------------ს (შეთანხმების გაფორმების დროისთვის შ--------------–--------------) და შ--------------------------------–ს“ (ყოფილი შ----------------–-----------–--–----) შორის შედგა შეთანხმება, რომლითაც მხარეებმა გამოთქვეს თანხმობა შ----------------–-------------ამ’’ უშუალოდ დადოს ხელშეკრულება სხვადასხვა ფირმებთან (ტვირთმიმღებთან) სადგურ ბ------–- ადგილობრივი მომსახურების თაობაზე, მათ შორის ვაგონ ცისტერნების მიწოდება გამოტანაზე და მიიღოს მათგან შესაბამისი ანაზღაურება. აღნიშნულიდან გამომდინარე შ--------------–--------------მ აიღო ვალდებულება და იძლევა გარანტიას, რომ 2--- წლის 1-----–---დან შ----------------–-----------–--–-----ს არ წარუდგენს პრეტენზიებს ვაგონ-ცისტერნების გამოყენების საფასურის ანაზღაურების თაობაზე.
7.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 668-ე მუხლის შესაბამისად გადაზიდვის ხელშეკრულებით გადამზიდველი ვალდებულია შეთანხმებული საზღაურის გადახდით გადაიტანოს ტვირთი ან გადაიყვანოს მგზავრი დანიშნულების ადგილზე.
საქართველოს კანონის საქართველოს ს----------ო კოდექსის 26-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად დანიშნულების რ-------ის სადგურში ტვირთი გაიცემა გადაზიდვის დოკუმენტებში მითითებულ ტვირთმიმღებზე, ტვირთის გადაზიდვისა და ამასთან დაკავშირებული სხვა მომსახურების გაწევის (სამუშაოს შესრულების) საფასურის სრულად გადახდის შემდეგ. ტვირთმიმღები ტვირთის მიღებას სათანადო მინდობილობის წარდგენის შემდეგ ადასტურებს საგზაო უწყისში ხელმოწერით.
ამავე კოდექსის მე-2 მუხლის ,,ჰ15’’ პუნქტის შესაბამისად „ტვირთმიმღები“ არის ტვირთის, ბარგის, ტვირთ-ბარგისა და ფოსტის მიღების უფლებამოსილების მქონე პირი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 672-ე მუხლის შესაბამისად გადაზიდვის ხელშეკრულება ფორმდება ზედნადების (ან სხვა დოკუმენტის) სახით. ზედნადების არარსებობის, მისი ხარვეზის ან დაკარგვის მიუხედავად, გადაზიდვის ხელშეკრულების შინაარსი და ნამდვილობა განისაზღვრება ამ თავის ნორმებით.
განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2--- წლის 1--------------- ს--------------–--------------ს“ (შემსრულებელი) და შ--------------------------------–ს“ (დამკვეთი) შორის დაიდო სადგურ ბ------–- მომსახურების შესახებ №0-------- ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც შემსრულებელი დამკვეთს უწევს მომსახურეობას ცისტერნების მიწოდება-გადატანაზე დამკვეთის ჩამოსასხმელ ესტაკადებზე, რაც არის ჩამოსასხმელი ტვირთების გადმოტვირთისათვის განკუთვნილი მონაკვეთები დამკვეთის ტერიტორიაზე, რომელიც შეერთებულია სადგურის ლიანდაგებთან უწყვეტი ხაზით და აღჭურვილია განსაზღვრული ტვირთების მექანიზირებული ჩამოსხმისათვის.
ხელშეკრულების მე-4 მუხლით განისაზღვრა დამკვეთის ვალდებულებები, კერძოდ: დამკვეთი ვალდებულია სადგურიდან მიღებული შეტყობინების შემდეგ ცისტერნების შემოსვლის შესახებ 30 წუთის განმავლობაში უზრუნველყოს სატრანსპორტო საბუთების მიღება (4.2. პუნქტი); დანიშნოს პასუხისმგებელი პირები, რომელთაც ექნებათ სადგურში სატრანსპორტო საბუთების მიღების უფელბა, რაც უნდა გაფორმდეს დოკუმენტალურად (4.5 პუნქტი); ტექნიკური პირობების შესაბამისად, უზრუნველყოს ცისტერნათა დღეღამურ იჩამოსხმა (4.6 პუნქტი).
საქმეში წარმოდგენილი საგზაო უწყისების მიხედვით ირკვევა, რომ ს--------------–--------------“ ახდენდა სატრანსპორტო საბუთების გამოსყიდვას და ტვირთვის მიღებაზე პასუხისმგებელი პირების განსაზღვრას, რომლებიც ხელს აწერდნენ დოკუმენტს იმის შესახებ, რომ ტვირთი რ-------ას არ დაუკარგავს, ჩაბარდა უფლებამოსილ პირს და რ-------ის მიმართ პრეტენზიები არ არსებობს.
საქართველოს კანონის საქართველოს ს----------ო კოდექსის 25-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად რ-------ა ვალდებულია, დანიშნულების რ-------ის სადგურში ტვირთის მიტანის შესახებ შეატყობინოს ტვირთმიმღებს. თუ რ-------ა ტვირთის მიტანის შესახებ ვერ ატყობინებს ტვირთმიმღებს ამ უკანასკნელის მიზეზით, პასუხისმგებლობა ვაგონის (კონტეინერის) დაყოვნებისა და ტვირთის შენახვისათვის ეკისრება ტვირთმიმღებს.
დადგენილია, რომ 2--- წლის 1--------------- ს--------------–--------------ს“ (შემსრულებელი) და შ--------------------------------–ს“ (დამკვეთი) შორის გაფორმებული №0-------- ხელშეკრულების შესაბამისად შემსრულებელი ვალდებულია დამკვეთს მიაწოდოს წინასწარი ინფორმაცია 2 საათით ადრე ცისტერნების სადგურთან მიახლოების შესახებ, თავის მხრივ დამკვეთი ვალდებულია სადგურიდან მიღებული შეტყობინების შემდეგ ცისტერნების შემოსვლის შესახებ 30 წუთის განმავლობაში უზრუნველყოს სატრანსპორტო საბუთების მიღება (4.2. პუნქტი); დანიშნოს პასუხისმგებელი პირები, რომელთაც ექნებათ სადგურში სატრანსპორტო საბუთების მიღების უფელბა, რაც უნდა გაფორმდეს დოკუმენტალურად (4.5 პუნქტი). ამდენად დასახელებული შეთანხმების მიხედვით ტვირთმიმღებად განსაზღვრულია სწორედ შ--------------------------------–ი“
ამ მხრივ საყურადღებოა მხარეთა შორის 2--- წლის 1-----–--- გაფორმებული შეთანხმება, რომლითაც მხარეებმა გამოთქვეს თანხმობა შ----------------–-------------ამ’’ უშუალოდ დადოს ხელშეკრულება სხვადასხვა ფირმებთან (ტვირთმიმღებთან) სადგურ ბ------–- ადგილობრივი მომსახურების თაობაზე, მათ შორის ვაგონ ცისტერნების მიწოდება გამოტანაზე და მიიღოს მათგან შესაბამისი ანაზღაურება. აღნიშნულიდან გამომდინარე შ--------------–--------------მ აიღო ვალდებულება და იძლევა გარანტიას, რომ 2--- წლის 1-----–---დან შ----------------–-----------–--–-----ს არ წარუდგენს პრეტენზიებს ვაგონ-ცისტერნების გამოყენების საფასურის ანაზღაურების თაობაზე (ტ.1. ს.ფ. 221).
საქმეში ასევე წარმოდგენილია შ------------------------------------–---- მიერ შ----------------–-------------ისადმი’’ 2--- წლის 1-----------ს გაგზავნილი წერილი, რომლითაც შეატყობინა, რომ შ------------------------------------–მა’’ ს----------–-------------ასა და ყველა ტვირთმიმღებ კომპანიას მიმართა თხოვნით, რომ შეცვლილიყო ტვირთმიმღების დასახელება ს----------ო საბუთებში, იქედან გამომდინარე, რომ 2--- წლის 1-----–---- შეთანხმების მიხედვით რ-------ასა და ტ--------–ს შორის შეწყვეტილია ხელშეკრულება ადგილობრივი მომსახურების შესახებ (ტ.3. ს.ფ. 27).
საქმეში წარმოდგენილია შ----------------–-------------ის’’ მიერ შ---------------------------------–ის’’ მიმართ 2--- წლის 8 აგვისტოს გაგზავნილი წერილი (ტ.3. ს.ფ. 23), რომლითაც რ-------ა მიზანშეწონილად მიიჩნევს 2--- წლის 1------------- ის ხელშეკრულების მოქმედება შეწყდეს მას შემდეგ, როცა სატვირთო საბუთებში შეიცვლება ტვირთმიმღების დასახელება და ფირმებთან დასრულდება შესაბამისი ხელშეკრულებების გაფორმება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებას, რომ 2--- წლის ხელშეკრულების გათვალისწინებით შ--------------------------------–ი“ ს--------------–--------------სთან“ არსებულ სამართალურთიერთობაში წარმოადგენს ტვირთმიმღებს და ეკისრება ასეთი ტიპის სუბიექტისთვის განსაზღვრული ვალდებულებანი.
7.3. საქართველოს კანონის საქართველოს ს----------ო კოდექსის 23-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად რ-------ის მიერ ტვირთგამგზავნისათვის (ტვირთმიმღებისათვის) ან ექსპედიტორისათვის ვაგონის (კონტეინერის) დასაცლელად ან დასატვირთად გამოყოფის მომენტიდან მისი უკან დაბრუნების მომენტამდე ტვირთგამგზავნი (ტვირთმიმღები) ან ექსპედიტორი ვალდებულია გადაიხადოს ვაგონით (კონტეინერით) სარგებლობის საფასური და რ-------ას აუნაზღაუროს ვაგონის (კონტეინერის) დაგვიანებით დაბრუნების გამო გაწეული ტვირთის შენახვის ხარჯი.
ამავე კანონის 26-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად ვაგონიდან (კონტეინერიდან) ტვირთის დაგვიანებით გადმოტვირთვის ან ტვირთმიმღების მიერ რ-------ის სადგურიდან ტვირთის დაგვიანებით გატანის და ამ მიზეზებით რ-------ის სადგურზე ტექნიკური სიძნელეების წარმოშობის შემთხვევაში ტვირთმიმღები ვალდებულია გადაუხადოს რ-------ას გადმოტვირთული ტვირთის შენახვისა და ვაგონით (კონტეინერით) სარგებლობის საფასური „რ-------ის სატარიფო პოლიტიკით“ დადგენილი ოდენობით.
ამავე კანონის 27-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად დანიშნულების რ-------ის სადგურში ტვირთი უფასოდ ინახება 24 საათის განმავლობაში. ამ ვადის ათვლა იწყება რ-------ის მიერ თავისი საშუალებებით ვაგონის (კონტეინერის) გადმოტვირთვის დღის 24 საათიდან ან ტვირთმიმღების საშუალებებით ვაგონის (კონტეინერის) გადმოტვირთვის ადგილზე მიწოდების დღის 24 საათიდან. რ-------ის სადგურში აღნიშნულზე მეტი ვადით ტვირთის შენახვისათვის დადგენილია შესაბამისი საფასური, რომელსაც რ-------ას უხდის ტვირთმიმღები ან ექსპედიტორი ან ტვირთის გატანაზე უფლებამოსილი სხვა პირი.
ხოლო ამავე კანონის 36-ე მუხლის მე-10 ნაწილის თანახმად კი ტვირთგამგზავნის (ტვირთმიმღების) ან ექსპედიტორის მიზეზით რ-------ის სადგურში ან ნავსადგურის მისამართზე მისული ან დატვირთვა-გადმოტვირთვის (გადატვირთვის) სამუშაოების ჩატარების ადგილზე მიწოდებული ან ამ ადგილის გათავისუფლების მოლოდინში მდგარი ვაგონის (კონტეინერის) დაყოვნებისას, აგრეთვე ამავე პირების მისამართზე მისული ვაგონის (კონტეინერის) გზად მდებარე რ-------ის სადგურში დაყოვნებისას აღნიშნული პირები ვალდებულნი არიან რ-------ას გადაუხადონ ვაგონით (კონტეინერით) სარგებლობისა და ტვირთის შენახვის დადგენილი საფასური მისი დაყოვნების მთელი დროისათვის.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2--- წლის 1-------------ის ხელშეკრულების შესაბამისად შ-------------------–-----------–--–-----’-ს ჩამოსასხმელ ესტაკადაზე მდგომი ჩამოსასხმელად მიწოდებული დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ქვეყნების ეროვნული რ-------ების ადმინისტრაციულ საკუთრებაში მყოფი ვაგონების დაყოვნებისათვის, რაც გამოწვეულია დანართი N1-ით დადგენილი ვადების გადაცილებით, დამკვეთი იხდის ჯარიმას პრეისკურანტი 10-01-ის შესაბამისად, თითოეული ვაგონის ყოველი საათის დაგვიანებისათვის, თუ დამკვეთმა შეითანხმა აღნიშნული ვაგონების მიწოდება. ანუ მხარეთა შორის შეთანხმება არ ეხება მხოლოდ შ---------------------------------–----ს კუთვნილ ვაგონებს.
შესაბამისად, ზემოაღნიშნული საკანონმდებლო ნორმების და საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოების საფუძველზე პალატა განმარტავს, რომ ვაგონის (კონტეინერის) დაგვიანებით დაბრუნების გამო გაწეული ტვირთის შენახვის ხარჯი, გადმოტვირთული ტვირთის შენახვისა და ვაგონით (კონტეინერით) სარგებლობის საფასური, რ-------ის სადგურში განსაზღვრულზე მეტი ვადით ტვირთის შენახვისათვის დადგენილი საფასური, ვაგონის (კონტეინერის) დაყოვნებისას ვაგონით (კონტეინერით) სარგებლობისა და ტვირთის შენახვის დადგენილი საფასური გადაიხდევინება რ-------ისათვის (რ-------ის სასარგებლოდ). აღნიშნულის გათვალისწინებით კი უსაფუძვლოა შ---------------------------------–----ს წარმომადგენელთა განმარტება, რომ ვინაიდან ვაგონების არ იყო რ-------ის საკუთრება, მოცდენის გამო ნ-----------------–მა არ უნდა გადაუხადოს რ-------ას ამ ვაგონების სარგებლობის და ამ ვაგონებში ტვირთის შენახვის საფასური.
7.4. საქართველოს კანონის საქართველოს ს----------ო კოდექსის 25-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად რ-------ა ვალდებულია, ტვირთმიმღებს შეატყობინოს ვაგონის (კონტეინერის) გადმოსატვირთად მიწოდების დრო მიწოდებამდე არა უგვიანეს 2 საათისა.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2--- წლის 1-------------ის ხელშეკრულების 3.1 პუნქტის შესაბამისად, შემსრულებელი ვალდებულია დამკვეთს მიაწოდოს წინასწარი ინფორმაცია 2 საათით ადრე ცისტერნების სადგურთან მიახლოების შესახებ, ხოლო 3.4 და 3.6. პუნქტების მიხედვით, შემსრულებელი ასევე ვალდებულია დამკვეთის მითითების შესაბამისად, ტ--------–ის ჩიხებში ჩამოსაცლელად მიაწოდოს ცისტერნები, წარუდგინოს დამკვეთს სატრანსპორტო საბუთები ცისტერნებზე, რომლებიც შემოვიდა სადგურში, ცისტერნების სადგურში შემოსვლიდან 30 წუთის განმავლობაში.
ს--------------–--------------ს“ წარმომადგენელთა განმარტებით შეტყობინებები ხორციელდებოდა ტელეფონის საშუალებით. მართალია აღნიშნულთან დაკავშირებით რაიმე სახის მტკიცებულება წარმოდგენილი არ არის, თუმცა საყურადღებოა, რომ საქმეში წარმოდგენილი საგზაო უწყისების მიხედვით, შ---------------------------------–ში’’ ტვირთვის მიღებაზე პასუხისმგებელი პირების მიერ, მათ მიერ ხელმოწერილ დოკუმენტებში აღნიშნულთან დაკავშირებით რ-------ის მიმართ პრეტენზიები არ არსებობს. შესაბამისად სასამართლო არ იზიარებს შ---------------------------------–----ს წარმომადგენელთა განმარტებას, რომ ვაგონების მოცდენა-დაყოვნების მიზეზი რ-------ის მიერ კანონით დადგენილი ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულება წარმოადგენდა, კერძოდ, რ-------ა სადგურ ბ------თან მიახლოებამდე არ აწვდიდა შ---------------------------------–ს" ინფორმაციას ტვირთის მიახლოების შესახებ, ასევე არ ხდებოდა სადგურში ვაგონების შესვლის შემდგომ შ---------------------------------–ი"-ს ინფორმირება აღნიშნულის თაობაზე.
7.5. ს----------ო კოდექსის 25-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, ტვირთი დანიშნულების ადგილზე დადგენილ ვადაში მიტანილად ითვლება, თუ: დანიშნულების რ-------ის სადგურში ტვირთის (ვაგონის, კონტეინერის) მიწოდება დაყოვნებულია ტვირთმიმღების მიზეზით (დაკავებულია მისი კუთვნილი ს----------ო მისასვლელი ლიანდაგი, ტ--------–ში არ გააჩნია თავისუფალი სათავსო და სხვა) ან დანიშნულების რ-------ის სადგურის ლიანდაგის დაკავებულობის გამო, როდესაც რ-------ა იძულებულია, ტვირთი გააჩეროს გზად მდებარე რ-------ის სადგურში. ტვირთის დანიშნულების ადგილზე მიწოდების დაყოვნებისას დგება საერთო ფორმის აქტი, რომლის საფუძველზედაც ტვირთმიმღები ან ექსპედიტორი გადაზიდვის ხელშეკრულების შესაბამისად ვალდებულია გადაუხადოს რ-------ას საფასური ამ კოდექსის 50-ე მუხლით და დგენილი წესით.
2--- წლის 1------------ ამოქმედებული ს----------ო კოდექსის მეორე მუხლის „ძ“ პუნქტის თანახმად, ს----------–-------------ის მიერ გაწეული მომსახურების საფასურს განსაზღვრავს რ-------ის სატარიფო პოლიტიკა, რომელიც კანონქვემდებარე ნორმატიული აქტია და სავალდებულოა გადაზიდვაში მონაწილე ყველა მხარისთვის.
სადავო პერიოდში (2--- წლის 1------------ 1-----–-------) ტვირთის დაგვიანებით მიღების და ვაგონების მოცდენის პასუხისმგებლობას არეგულირებს ს----------ო კოდექსის 26-ე მუხლის მე-7 ნაწილი, რომლის თანახმად, ვაგონიდან (კონტეინერიდან) ტვირთის დაგვიანებით გადმოტვირთვის ან ტვირთმიმღების მიერ რ-------ის სადგურიდან ტვირთის დაგვიანებით გატანის და ამ მიზეზებით რ-------ის სადგურზე ტექნიკური სიძნელეების წარმოშობის შემთხვევაში ტვირთმიმღები ვალდებულია გადაუხადოს რ-------ას გადმოტვირთული ტვირთის შენახვისა და ვაგონით (კონტეინერით) სარგებლობის საფასური „რ-------ის სატარიფო პოლიტიკით“ დადგენილი ოდენობით.
საქართველოს ს----------ო კოდექსის 27-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, დანიშნულების რ-------ის სადგურში ტვირთის შენახვა და გაცემა ხორციელდება „რ-------ით ტვირთის გადაზიდვის წესების“ შესაბამისად. იმავე 27-ე მუხლის მეორე ნაწილის შინაარსით, დანიშნულების რ-------ის სადგურში ტვირთი უფასოდ ინახება 24 საათის განმავლობაში. ამ ვადის ათვლაიწყება რ-------ის მიერ თავისისაშუალებებით ვაგონის (კონტეინერის) გადმოტვირთვის დღის 24 საათიდან ან ტვირთმიმღების საშუალებებით ვაგონის (კონტეინერის) გადმოტვირთვის ადგილზე მიწოდების დღის 24 საათიდან. რ-------ის სადგურში აღნიშნულზე მეტი ვადით ტვირთის შენახვისათვის დადგენილია შესაბამისი საფასური, რომელსაც რ-------ას უხდის ტვირთმიმღები ან ექსპედიტორიან ტვირთის გატანაზე უფლებამოსილი სხვა პირი.
საქმეში წარმოდგენილია სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2--- წლის 2----------ის დასკვნა, რომლის თანახმად 2--- წლის ს----------–-------------ის სატარიფო პოლიტიკის გათვალისწინებით, 2--- წლის 1------------ 2--- წლის 1-----–------- პერიოდში, ს---------------–-------------ის’’ მიერ ვაგონებში საშიში ტვირთის (ნ--------ს და ნ-----------------------) შენახვაზე გაწეული მომსახურების საფასური შეადგენს 8 434 510 ლარს. აღნიშნული დასკვნის კვლევითი ნაწილით ირკვევა, რომ ექსპერტების მიერ გამოყენებული იქნა ს---------------–-------------ის’’ მიერ შდგენილი 2--- წლის 1------------ 2--- წლის 1-----–------- პერიოდის ელექტრონული გაანგარიშებები/ცხრილები; გადაზიდული ნ----------------------- შენახვისა და გამოყენების საფასურები სადგურ ბ-------ს საერთო ფორმის აქტების მიხედვით; ს----------–-------------ის მიერ 2--- წლის (ი--------ი--–---) განმავლობაში სადგურ ბ-------ს დანიშნულებით გადაზიდულ ვაგონებში ნ----–-----------სა და ნ----------------------- შენახვის საფასურები;
გაანგარიშებებში/ცხრილებში მითითებული თარიღები და დრო შერჩევის მეთოდის გამოყენებით შეუდარდა საერთო ფორმის აქტებში მითითებულ გადმოტვირთვის მოლოდინში ვაგონის სადგურში შესვლის და გასვლის თარიღებს და დროს. შედარების შედეგად დადგინდა, რომ საერთო ფორმის აქტებში ჩაწერილი თარიღები და დრო შესაბამისობაში მოდის გაანგარიშებაში მითითებულ მონაცემებთან.
პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსით განსაზღვრულია მტკიცების სტანდარტი და დადგენილია მხარეთა შორის მოთხოვნის საფუძვლიანობის მტკიცების განაწილების წესი. სსსკ 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. კანონმდებლის აღნიშნული მითითებები ემყარება მხარეთა თანასწორობის პრინციპს, რადგანაც შეჯიბრებითი სამოქალაქო საპროცესო სამართლის ფარგლებში სასამართლო მხოლოდ მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების ფარგლებში ადგენს ფაქტებს და ახდენს მათ სამართლებრივ შეფასებას. მტკიცებულებათა შეფასებას სასამართლო ახდენს ორი თვალსაზრისით: მათი სარწმუნოობისა თუ არასარწმუნოობის თვალსაზრისით და, ასევე იმის მიხედვით, თუ საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე რომელ ფაქტს ადასტურებს ესა თუ ის მტკიცებულება. სასამართლოს მიერ მტკიცებულებების შეფასება გულისხმობს მტკიცებულებათა როგორც ინდივიდუალურად, ასევე ერთობლიობაში შეფასებას, ამასთან, სასამართლო ვალდებულია საქმეში არსებული ყველა მტკიცებულება შეაფასოს მათი შინაარსის და იურიდიული დამაჯერებლობის კუთხით.
განსახილველ შემთხვევაში შ---------------------------------–ის’’ მიერ რაიმე სახის მტკიცებულება, რაც ზემოაღნიშული ექსპერტიზის დასკვნის საწინააღმდეგოს დაადასტურებდა საქმეში წარმოდგენილი არ არის. აღნიშნულის გათვალისიწნებით კი პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებას, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების გამოკვლევის შედეგად დასტურდება, რომ მოპასუხემ ვერ უზრუნველყო ტვირთის დროული გადმოტვირთვა, რამაც გამოიწვია სადგურ ბ-------- და გზადმდებარე სადგურებში მოსარჩელის ვაგონების მოცდენა და დაყოვნება.
ამასთან პალატა არ იზიარებს შ---------------------------------–ის’’ წარმომადგენელთა განმარტებას, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულიად უკანონოდ გაიზიარა ,,საერთო ფორმის აქტები, როგორც ვაგონების დაყოვნების დამადასტურებელი მტკიცებულება და რომ ამ აქტებით დასტურდება დანიშნულების სადგურში მიწოდებული ტვირთის შ--------------------------------–ის“ მიერ დაყოვნებით, ვადაგადაგაცილებით მიღების ფაქტი, კერძოდ:
რ-------ით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ საქართველოს ტრანპორტისა და კომუნიკაციების მინისტრის 2--- წლის 16 აპრილის №26 ბრძანების 414-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად გარემოება, რომელიც გადაზიდვის მონაწილეთა პასუხისმგებლობის საფუძველს წარმოადგენს, დასტურდება კომერციული, ტექნიკური და საერთო ფორმის აქტებით.
ამავე ბრძანების 433-ე მუხლით განსაზღვრულია საერთო ფორმის აქტის შედგენაზე უფლებამოსილი პირი და ის იურიდიული მნიშვნელობის ფაქტები, რომელიც ამ აქტით დასტურდება, მათ შორის: დანიშნულების სადგურში ვაგონების დაყოვნება ტვირთმიმღების ან მისასვლელი ლიანდაგით მოსარგებლის მიზეზით; დატვირთული ვაგონების დაყოვნება შუალედურ სადგურში იმის გამო, რომ ტვირთმიმღების ან მისასვლელი ლიანდაგით მფლობელის მიზეზით მათ ვერ იღებენ მომიჯნავე სადგურები ან მომიჯნავე სადგურს არ გააჩნია ვაგონების დაგროვებისათვის საჭირო ტექნიკური აღჭურვილობა; ტვირთგამგზავნისათვის ცარიელი ვაგონების მიწოდების დაყოვნება მისივე მიზეზით; ტვირთის დაყოვნება სვლის გზაზე;
ბრძანების 347-ე მუხლის მე-6 პუნქტის მიხედვით გადმოტვირთვის ადგილის (ფრონტის) დაკავების ან ტვირთმიმღებზე დამოუკიდებელი სხვა მიზეზის გამო ვაგონების (კონტეინერების) გადმოსატვითად მიწოდების დაყოვნების შემთხვევაში, რაც დადასტურებულია საერთო ფორმის აქტით, უსასყიდლო შენახვის ვადა აითვლება ამ აქტის შედგენის დღის 24 საათიდან.
ამავე ბრძანების 365-ე მუხლის მორე პუნქტის მიხედვით ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული გარემოება დასტურდება საერთო ფორმის აქტით, სადაც მიეთითება ვაგონის (კონტეინერის) მოცდენის დრო, ტვირთის გაცემაში მონაწილეობის მისაღებად სადგურის წარმომადგენლის მივლინების საჭიროების შესახებ შეტყობინების გაგზავნიდან მისი მოსვლის მომენტამდე. საერთო ფორმის აქტს ხელს აწერს ტვირთმიმღებისა და სადგურის უფლებამოსილი წარმომადგენელი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატას მიაჩნია, რომ საერთო ფორმის აქტები წარმოადგენს იმ ტიპს დოკუმენტს, რომლითაც შესაძლოა განისაზღვროს ს----------ო გადაზიდვებში მონაწილე პირთა პასუხისმგებლობის საკითხი. შესაბამისად პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებას, რომ საქმეში წარმოდგენილი საერთო ფორმის აქტებით, მათ შორის, საერთო ფორმის აქტებში მოცემული დროის შუალედის გათვალისწინებით დასტურდება, დანიშნულების სადგურში მიწოდებული ტვირთის შ-------------------------------–-ს მიერ დაყოვნებით, ვადაგადაცილებით მიღების ფაქტი. სწორედ ვაგონების მოცდენის გამო 24 საათზე მეტი მომსახურებისათვის მოპასუხეს ს----------ო კოდექსის 22-23-ე, 25-26-ე და 36-ე მუხლების საფუძველზე დაერიცხა ვაგონით სარგებლობის საფასური და ტვირთის შენახვის ხარჯები.
სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის პირველი ნაწილით, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობავალდებულების დარღვევისათვის. ამავე კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილით, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. ამასთან, 409-ე მუხლის თანახმად, თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება.
ამავე კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილია, რომ ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამავე კოდექსის 686-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, გადამზიდველი პასუხს აგებს ტვირთის მთლიანად ან ნაწილობრივ დაკარგვისა და დაზიანებისათვის, თუ ტვირთი დაზიანდაან დაიკარგა მისი მიღებიდან ჩაბარებამდე დროის შუალედში, ასევე მიტანის ვადის გადაცილებისათვის.
აღნიშნული საკანონმდებლო ნორმების გათვალისწინებით სააპელაციო პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას, რომ განსახილველ შემთხვევაში ს-------------–--------------მ გადამზიდველის ვალდებულება შეასრულა ჯეროვნად, კეთილსინდისიერად და დროულად. შესაბამისად, მისი მხრიდან ადგილი არ ჰქონია სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის დარღვევას, ხოლო მოპასუხემ როგორც ტვირთმიმღებმა სუბიექტმა ვერ უზრუნველყო გადაზიდვის ხელშეკრულებით ნაკისრივალდებულების შესრულება, კერძოდ, მან დროულად ვერ დაცალა ვაგონი, რის გამოც, მოცემულ პერიოდში, ადგილი ჰქონდა დანიშნულების სადგურში მიტანილი ვაგონის მოცდენას. შესაბამისად შ--------------------------------–ს“ ს--------------–--------------ს“ სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ტვირთის შენახვის საფასური 8 434.510 ლარი.
7.6. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 219-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად მხარეები შეზღუდული არიან, ახსნა-განმარტების მოსმენისას წარადგინონ ახალი მტკიცებულებები ან მიუთითონ ახალ გარემოებებზე, რომელთა შესახებაც არ ყოფილა მითითებული სარჩელსა თუ შესაგებელში ან საქმის მომზადების სტადიაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მათ შესახებ თავის დროზე საპატიო მიზეზით არ იყო განცხადებული.
ამავე კოდექსის 380-ე მუხლის თანახმად სააპელაციო სასამართლო არ მიიღებს ახალ ფაქტებსა და მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეს შეეძლო წარედგინა პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას, მაგრამ არასაპატიო მიზეზით არ წარადგინა.
განსახილველ შემთხვევაში შ---------------------------------–--- აპელირებს სასარჩელო მოთხოვნების ხანდაზმულობის საკითხთან მიმართებაში და განმარტავს, რომ რ-------ის მიერ 2--- წლის დეკემბერში ბ-------ს საქალაქო სასამართლოში შეტანილი იქნა გადახდის ბრძანება, რომლის თანახმადაც რ-------ის სადაო მოთხოვნა ტ--------–ის წინააღმდეგ გამომდინარეობდა 2--- წლის 1----–---დან 2--- წლის 1---------ამდე პერიოდიდან. 2007 წლის 13 თებერვლის დაზუსტებულ სარჩელში (ტ.1, ს.ფ. 66) რ-------ამ უცვლელი დატოვა საკუთარი მოთხოვნა და კვლავაც ითხოვდა ზიანის ანაზღაურებას 2--- წლის 1----–---დან 2--- წლის 1---------ამდე პერიოდისათვის, რაც კიდევ ერთხელ დადასტურდა რ-------ის წარმომადგენლის მიერ 2009 წლის 9 ი--–---ს სასამართლო სხდომაზე (ტ.1, ს.ფ. 218). ამის შემდგომ 2015 წლის 5 ივნისს რ-------ამ სასამართლოში წარადგინა კიდევ ერთი დაზუსტებული სარჩელი (ტ.4, ს.ფ.4), რომელშიც უკვე შეცვალა სარჩელის საფუძველი და მოითხოვა ზიანის ანაზღაურება 2--- წლის 1------------ 2--- წლის 1-----–------- პერიოდისათვის. ანუ გამოდის, რომ რ-------ამ 2--- წლის 1------------ 2--- წლის 1-----–------- პერიოდისათვის ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა დააყენა მხოლოდ 2015 წლის 5 ივნისს, ანუ სავარაუდო ზიანის წარმოშობიდან 10 წლის შემდეგ.
აღნიშნულთან დაკავშირებით სააპელაციო პალატა უპირველეს ყოვლისა ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოპასუხე უფლებამოსილი იყო, მიეთითებინა სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობაზე, რაც, თავის მხრივ, სარჩელის დაკმაყოფილების შემაფერხებელ შესაგებელს წარმოადგენს და ასეთ დროს მოსარჩელეს ეკისრება იმის მტკიცების ტვირთი, რომ არ არსებობს ამ ინსტიტუტის გამოყენების წინაპირობები (მან უნდა ამტკიცოს ხანდაზმულობის ვადის შეჩერება, შეწყვეტა და სხვა). სსსკ-ის 219-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 380-ე მუხლის შესაბამისად, სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოპასუხეს სასარჩელო მოთხოვნის უარყოფის მიზნით პირველი ინსტანციის სასამართლოში წარდგენილ შესაგებელში ან/და საქმის მომზადების ეტაპზე მოთხოვნის ხანდაზმულობაზე არ მიუთითებია. ამდენად, სსსკ-ის მე-4 მუხლის შესაბამისად, ზემდგომი ინსტანციის სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, იმსჯელოს იმ ფაქტობრივ გარემოებებზე, რაზეც მხარეს არ მიუთითებია შესაგებელში. იგი ვერ გასცდება მხარის მიერ სადავოდ გამხდარი გარემოებების საზღვრებს და ვერ დაარღვევს სამოქალაქო სამართალწარმოების ერთ-ერთ ფუნდამენტურ პრინციპს – შეჯიბრებითობას.
ამასთან პალატა ყურადღებას მიაქცევს შემდეგ გარემოებებს: შ----------------–-------------ამ’’ 2--- წლის 23 დეკემბერს ბ-------ს საქალაქო სასამართლოს მიმართა განცხადებით გადახდის ბრძანების მიღების თაობაზე, სადაც ერთ-ერთ მოწინააღმდეგე მხარედ დასახელებული იქნა შ---------------------------------–---. განმცხადებელი მოითხოვდა ვაგონით სარგებლობისა და ტვირთის შენახვის საფასურის თანხის დაკისრებას 13 942 953 ლარის ოდენობით, ხოლო სადაო პერიოდი განსაზღვრული იყო 2--- წლის 1----–---დან 2--- წლის 1---------ამდე. ბ-------ს საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 27 დეკემბრის გადახდის ბრძანებით შ----------------–-------------ის’’ განცხადება დაკმაყოფილდა, თუმცა ამავე სასამართლოს 2006 წლის 9 იანვრის განჩინებით გაუქმდა გადახდის ბრძანება შ------------------–-----------–--–-------ს მიმართ 13 942 953 ლარის დაკისრების თაობაზე და ამავე განჩინებით დაიწყო საქმის მომზადება მთავარ სხდომაზე განსახილველად. 2007 წლის 13 თებერვალს შ----------------–-------------ამ’’ წარადგინა დაზუტებული სარჩელი და კვლავ მოითხოვა ვაგონით სარგებლობისა და ტვირთის შენახვის ხარჯის მოპასუხისათვის დაკისრება 13 942 953 ლარის ოდენობით. ამასთან დაზუსტებული სარჩელში კომპანიის პრეტენზია მიმართულია აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრიდან ბ---------------------------–ამდე, 2--- წლიდან 2--- წლის ბოლემდე ნაწარმოებ გადაზიდვებიდან გამომდინარე. შ------------------–-----------–--–-------ს მიერ წარდგენილ შესაგებელში კომპანია მიუთითებს 2--- წლის 1-----–---- შეთანხმებაზე და მოთხოვნის გამომრიცხველ გარემოებად უთითებს, რომ მხარეთა შორის არ არსებობდა არავითარი ფიანსური ვალდებულება 2--- წლის 1------------ 2--- წლის 1-----–---- ჩათვლით. საყურადღებოა, რომ 2--- წლის 16 ნოემბრის სასამართლო გადაწყვეტილებით, რომლითაც არ დაკმაყოფილდა სარჩელი, სასამართლომ გაიზიარა შ---------------------------------–ის’’ პოზიცია 2--- წლის 1------------ 2--- წლის 1-----–---- მდგომარეობით ფინანსური ვალდებულების არ არსებობის შესახებ. ამავე პერიოდს ეხება სააპალაციო სასამართლოში ს---------------–-------------ის’’ მიერ 2--- წლის 26 დეკემბერს წარდგენილი სააპელაციო საჩივარი და 2013 წლის 4 და 12 თებერვალს შ---------------------------------–ის’’ მიერ წარდგენილი სააპელაციო შესაგებელი.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე პალატა არ იზიარებს შ---------------------------------–ის’’ წარმომადგენელთა განმარტებას სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით და განმარტავს, რომ 2015 წლის 5 ივნისს შ----------------–-------------ის’’ მიერ წარდგენილ დაზუსტებულ სარჩელში მითითებულია იგივე მოცულობის თანხა - 13 942 953 ლარი და მისი დაკმაყოფილება უკავშირდება კვლავ 2--- წლის პირველი იანვრიდან 1-----–------- პერიოდს.
რაც შეეხება შ---------------------------------–ის’’ წარმომადგენელთა განმარტებას სასარჩელო მოთხოვნის ცვლილებასთან დაკავშირებით სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ 2019 წლის 7 მარტს მოსარჩელის მიერ განხორციელდა მოთოხვნის შემცირება, რაც დაუკავშირდა ექსპერტიზის დასკვნის მონაცემებს და შ----------------–-------------ამ’’ ნაცვლად 13 942 953 ლარისა, მოითხოვა მოპასუხეს დაკისრებოდა 11 327 946 ლარი.
7.8. ს----------ო კოდექსის 23-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რ-------ის მიერ ტვირთგამგზავნისათვის (ტვირთმიმღებისათვის) ან ექსპედიტორისათვის ვაგონის (კონტეინერის) დასაცლელად ან დასატვირთად გამოყოფის მომენტიდან მისი უკან დაბრუნების მომენტამდე ტვირთგამგზავნი (ტვირთმიმღები) ან ექსპედიტორი ვალდებულია გადაიხადოს ვაგონით (კონტეინერით) სარგებლობის საფასური და რ-------ას აუნაზღაუროს ვაგონის (კონტეინერის) დაგვიანებით დაბრუნების გამო გაწეული ტვირთის შენახვის ხარჯი.
ამავე კოდექსის 50-ე მუხლის მიხედვით კი ამ კოდექსის 25-ე მუხლის მე-4 ნაწილით, 29-ე, 36-ე (გარდა სამგზავრო მატარებლის გაჩერების დროის გადამეტებისა) და 48-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევებში ტვირთგამგზავნი (ტვირთმიმღები) ან ექსპედიტორი, რ-------ის მიერ მასთან დადებული ხელშეკრულების შესაბამისად, გაგზავნისა და დანიშნულების ადგილის რ-------ის სადგურებში (ს----------ო მისასვლელი ლიანდაგების ჩათვლით) თითოეული ვაგონით (დახურული, ნახევარვაგონი, პლატფორმა) სარგებლობისათვის რ-------ას უხდის შესაბამის საფასურს. საფასურის ოდენობა განისაზღვრება „რ-------ის სატარიფო პოლიტიკით“ დადგენილი წესით.
პირველ რიგში სააპალაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს უზენაესმა სასამართლომ წინადებარე საქმეზე შ----------------–-------------ის’’ კერძო საჩივრის განხილვის დროს აღნიშნა შემდეგი: ,,საკასაციო სასამართლო ხაზს უსვამს, რომ ვაგონების მოცდენისა და ტვირთის შენახვის საფასურის დაკისრება ერთი და იმავე ფაქტობრივი საფუძვლიდან გამომდინარე მოთხოვნებია, კერძოდ კი, ორივე მოთხოვნა იმ გარემოებას ემყარება, რომ, მოსარჩელის მტკიცებით, მხარეთა შორის არსებობდა სახელშეკრულებო ურთიერთობა, მოპასუხემ დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, ვერ უზრუნველყო ტვირთის დროულად მიღება, რის გამოც ს--------------–--------------ს“ მოუწია ტვირთის შენახვა, ამასთან, იმავე მიზეზით, მოპასუხე ვალდებული იყო, გადაეხადა ვაგონების მოცდენის საფასური’’
დადგენილია, რომ მოსარჩელის ერთ-ერთი მოთხოვნა არის მოპასუხისთვის ვაგონებით სარგებლობისთვის წარმოშობილი დავალიანების დაკისრება, კერძოდ: 2--- წლის 1------------ 1-----–------- პერიოდში დანიშნულების სადგურ ბ-------- და გზადმდებარე სადგურებში ვაგონების მოცდენის გამო, შ--------------------------------–ს“ ს--------------–--------------ს“ სასარგებლოდ დაეკისროს ვაგონის სარგებლობის საფასური 2 893 436 ლარი.
სამოქალაქო კოდექსის 448-ე მუხლის თანახმად, ვალის პატიება მხარეთა შორის შეთანხმებით იწვევს ვალდებულების შეწყვეტას.
დადგენილია, რომ 2--- წლის 1-----–--- ს-------------–--------------ს (შეთანხმების გაფორმების დროისთვის შ--------------–--------------) და შ--------------------------------–ს“ (ყოფილი შ----------------–-----------–--–----) შორის შედგა ორი შეთანხმება, რომელთა მიხედვით მოპასუხემ აღიარა, რომ 2--- წლის 1------------ 2--- წლის 1-----–---- ჩათვლით მათ შორის არ არსებობს არავითარი ფინანსური ვალდებულება ან რაიმე პრეტენზია ვაგონ-ცისტერნების გამოყენების საფასურის ანაზღაურების თაობაზე, ხოლო თუ ასეთი პრეტენზიები უკვე წარდგენილია შ---------------–-------------ის“ მიერ ისინი ითვლება გაუქმებულად (მოხსნილად), რაც ართმევს უფლებას შ---------------–-------------ას“ აღძრას სარჩელი ან წარადგინოს პრეტენზია ზემოთ აღნიშნულივაგონ-ცისტერნების გამოყენების საფასურის ანაზღაურების თაობაზე. ამასთანავე შ--------------–-------------- იღებს ვალდებულებას და იძლევა გარანტიას, რომ 2--- წლის 1-----–---დან შ---–----------------–-----------–--–-----ს არ წარუდგენს პრეტენზიებს ვაგონ-ცისტერნების გამოყენების საფასურის ანაზღაურების თაობაზე.
აღნიშნულის გათვალისიწნებით პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მითთებას, რომ 2--- წლის 1-----–--- შედგენილი შეთანხმებებით მოსარჩელემ აღიარა, რომ მხარეთა შორის 2--- წლის 1------------ 2--- წლის 1-----–------- ფინანსური ვალდებულებები ვაგონით სარგებლობის საფასურის ანაზღაურების თაობაზე მხარეებს შორის არ არსებობს, რაც სამართლებრივი შედეგის მხრივ, ვალის პატიების ექვივალენტი მოქმედებაა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის რეგულირების რეჟიმში ექცევა, რომელიც იწვევს ვალდებულების შეწყვეტას. შესაბამისად ს--------------–--------------ს“ სასარჩელო მოთხოვნა იმ ნაწილში, რომლითაც იგი ითხოვს მოპასუხცეს დაეკისროს ვაგონის სარგებლობის საფასური 2 893 436 ლარის ოდენობით, უსაფუძვლოა.
7.9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 162-ე მუხლის პირველი ნაწილით თუ საქმის განხილვასთან დაკავშირებულ საკითხზე მოსამართლეს სპეციალური ცოდნა არ გააჩნია, სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით დანიშნოს ექსპერტიზა საქმის განხილვის ნებისმიერ სტადიაზე, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული საკითხის განმარტებას არსებითი მნიშვნელობა აქვს საქმის გადაწყვეტისათვის და მის გარეშე გადაწყვეტილების გამოტანა შეუძლებელია. ასეთ შემთხვევაში სასამართლოს გამოაქვს მოტივირებული განჩინება.
ამავე კოდექსის 163-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად მხარეებს აგრეთვე უფლება აქვთ, წარუდგინონ სასამართლოს კითხვები, რომლებიც უნდა განმარტოს ექსპერტმა. საბოლოოდ იმ საკითხთა წრეს, რომლებზედაც საჭიროა ექსპერტის დასკვნა, განსაზღვრავს სასამართლო.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2016 წლის 22 ი--–---ს განჩინებით ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს დაევალა ფინანსური და ბუღალტრული ექსპერტიზის ჩატარება, საექსპერტო დაწესებულებას დაესვა სათანადო კითხვები. ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან საქმე დაუბრნდა სასამართლოს შეუსრულებელი სახით იმ გარემოებაზე დაყრდნობით, რომ საექსპერტო გამოკვლევა ვერ ჩატარდა ვინაიდან საქმეში დაცული საგზაო უწყისების ქსეროასლების უმეტესი ნაწილი ვერ იკითხება, ამასთან წარმოდგენილი არ არის 2--- წლის 1-------------ის თარიღით შედგენილი ხელშეკრულების დანართი №1.
საექსპერტო გამოკვლევის ჩატარების ხელისშემშლელი ფაქტორი აღმოფხვრილია იქნა ვინაიდან ს---------------–-------------ამ’’ სასამართლოს წარუდგინა საგზაო უწყისების დედნები (92 წიგნი). ამასთან სასამართლომ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ 2017 წლის 30 ოქტომბერს მოსარჩელე სს "ს----------–-------------ის" მიერ წარდგენილია წერილობითი მოსაზრებანი ექსპერტიზისთვის ჩამოსაყალიბებელ შეკითხვებთან დაკავშირებით, ხოლო 2017 წლის 07 ნოემბერს მოსარჩელემ სასამართლოს წარუდგინა დაზუსტებული სასარჩელო განცხადება. აღნიშნული დოკუმენტებით ირკვეოდა, რომ სასარჩელო განცხადების მიხედვით ეგრედ წოდებულ ”ს----------ო ჩიხებში” ვაგონების მოცდენის საფასური სასარჩელო მოთხოვნის საგანს აღარ წარმოადგენს. შესაბამისად სასამართლომ მიზანშეწონილად მიიჩნია საექსპერტო დაწესებულებას გამოსაკვლევად წარედგინოს 2016 წლის 22 ი--–---ს განჩინებაში ჩამოყალიბებული მხოლოდ ორი შეკითხვა - ა) საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების თანახმად (საგზაო უწყისები, საერთო ფორმის აქტები, გააანგარიშებები) რა თანხის მომსახურება გაწია ს-------------–--------------მ საშიში ტვირთის (ნ--------ს და ნ-----------------------) შენახვაზე 2--- წლის 01------------ 2--- წლის 1-----–------- პერიოდში?; ბ) საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების თანახმად (საგზაო უწყისები, საერთო ფორმის აქტები, გაანგარიშებები) და 2--- წელს სს ს----------–-------------ის მოქმედი ტარიფების მიხედვით რა თანხას შეადგენს ვაგონების გამოყენების მომსახურების საფასური 2--- წლის 01------------ 2--- წლის 1-----–------- პერიოდში?
პალატა განმარტავს, რომ ექსპერტიზის დანიშვნა ხორციელდება საქმის განხილვასთან დაკავშირებულ საკითხზე და შეკითხვების დასმა ექსპერტიზისათვის შეუძლიათ მხარეებსაც, თუმცა საბოლოოდ იმ საკითხთა წრეს, რომლებზედაც საჭიროა ექსპერტის დასკვნა, განსაზღვრავს სასამართლო. შესაბამისად თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 15 ნოემბრის განჩინება საექსპერტო გამოკვლევისთვის საქმის გადაგზავნის შესახებ შესაბამისობასია საკანონმდებლო მოთოხვნებთან და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.
7.10. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატა მიიჩნევს, რომ შ---------------------------------–ის’’ და ს---------------–-------------ის’’ სააპელაციო საჩივრებში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამისად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა დარჩეს.
8. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.
ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად ამ მუხლში აღნიშნული წესები შეეხება აგრეთვე სასამართლო ხარჯების განაწილებას, რომლებიც გასწიეს მხარეებმა საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში წარმოებისას.
განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან შ---------------------------------–ის’’ და ს---------------–-------------ის’’ სააპელაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს, მათ მიერ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 386-ე, 389-ე, 390-ე, მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. შ---------------------------------–ის’’ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ს---------------–-------------ის’’ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელი დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 16 აპრილის გადაწყვეტილება..
3. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;
5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება მის გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე გენადი მაკარიძე
მოსამართლეები ამირან ძაბუნიძე
ლაშა ქოჩიაშვილი